დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტის თბილისში დაბრუნებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმაც არ დაუჭირეს მხარი?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1732
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი

პარლამენტის თბილისში დაბრუნებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმაც არ დაუჭირეს მხარი?

 

 

იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ამირან ძოწენიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობამ, მიუხედავად მცდელობისა, ვერ მოახერხა იმ საჭირო ორი ხმის მოპოვება, რომელიც იყო აუცილებელი პარლამენტის თბილისში დასაბრუნებლად. მისივე განცხადებით, ახალი კონსტიტუციით, რომელიც ძალაში პრეზიდენტის ინაუგურაციის მომენტიდან შევიდა, პარლამენტის ადგილმდებარეობის განსასაზღვრად 113 ხმაა საჭირო.


„საბედნიეროდ, უმრავლესობამ ვერც შანტაჟით და ვერც ზეწოლით ვერ მოახერხა იმ ხმების მოპოვება, რომელიც პარლამენტის გადასატანად იყო საჭირო. მინდა მივულოცო ქუთაისელებს, რომ პარლამენტის დასამარების მცდელობა შეჩერდა და, იმედია, სამუდამოდ. საპარლამენტო უმრავლესობას გაუჭირდება 15 ხმის მოპოვება, მათ სურდათ, მივლინებების სახით თბილისში მუშაობა, რითაც ქუთაისში მდებარე პარლამენტს მხოლოდ ფორმალობად აქცევდნენ, მაგრამ კანონის მიხედვით, სხვაგან მიღებულ კანონს იურიდიული ძალა არ აქვს. ზედმეტი ხარჯებით აპელირებაც არგუმენტებს არის მოკლებული, რადგან პარლამენტის შენახვა თბილისში გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე ქუთაისში. გამოაქვეყნონ ხარჯები და ყველაფერი ცხადი გახდება,“ - აღნიშნა ძოწენიძემ, რომელმაც 52 დეპუტატს, რომლებიც პარლამენტის ქუთაისში დარჩენის მომხრეები იყვნენ, მადლობა გადაუხადა.


მისივე განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტის გადატანის საკითხში ერთსულოვანი არ იყო, რადგან საკანონმდებლო ორგანოს ადგილმდებარეობის დადგენისას უმრავლესობას 98 ხმაც არ ჰქონდა, რის გამოც ვერ მოახერხეს პარლამენტის თბილისში დაბრუნება. ახალი კანონმდებლობით კი, პარლამენტის გადასატანად 113 ხმაა საჭირო.

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია