დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გოჩა თევოდრაძე: „ნამდვილად არ მაქვს იმის განცდა, რომ უსახლკარო უნდა ვიყო“
გოჩა თევოდრაძე: „ნამდვილად არ მაქვს იმის განცდა, რომ უსახლკარო უნდა ვიყო“
ავტორი: მარიამ პატარაია
სულ ნანახია 1935
ავტორი:
მარიამ პატარაია

პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოჩა თევდორაძემ მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მართვისა და უძრავი ქონების დიდი რაოდენობით უკანონოდ შეძენის შესახებ  გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ ბრიფინგი გამართა. თევდორაძემ ყველა იმ ბრალდებაზე ისაუბრა, რაც მისი მისამართით „ნაციონალების“ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან ბოლო დროს ისმის.

 

 

თევდორაძე გაზეთ „პოსტსკრიპტუმში“ გამოქვეყნებულ მასალასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის სახელზე რეგისტრირებული ქონების ჩამონათვალი, რომელიც გაზეთმა გამოაქვეყნა, ძალიან მცირეა.

 

„ვკითხულობ გაზეთ „პოსტსკრიპტუმში“ რომ თურმე სხვადასხვა ადგილზე ვფლობ ქონებას. მინდა ვთქვა, რომ სხვაზე მეტი არაფერი მაქვს, თუმცა, არც ის განცდა მაქვს, რომ უსახლკარო უნდა ვიყო. თითოეულ თქვენგანს აქვს კორპუსის ქვეშ სარდაფი ან ავტომობილის დასაყენებელი ადგილი. ძალიან მწირია ის ჩამონათალი, რაც ჩემს  ქონებაზე აქვთ  ჟურნალისტებს. მათ კი, ვინც დაინტერესებულია ჩემი ქონებით და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, თავად მიისწრაფის თანამდებობისკენ.

 

„როგორ ვერევი მე ადგილობრივი თვითმმართველობის საქმეებში მაშინ, როცა მერიც და მერის მოვალეობის ორივე შემსრულებელი, რომლებიც პოსტებზე დაინიშნენ „ქართული ოცნების“ კადრები იყვნენ,“ აცხადებს თევდორაძე.

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია