დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი განსახილველად მზადაა
ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი განსახილველად მზადაა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 2159
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, გია შარაბიძემ ჟურნალისტებთან ქუთაისის  2014 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა. შარაბიძის განცხადებით, მომავალი  წლის ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი 42168000 ლარი იქნება. ამ ციფრში არ შედის რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხა. დამატებით, ტრანსფერის სახით, ადგილობრივი ბიუჯეტი ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებულ 29 271 000 ლარსაც მიიღებს.

 

 

მერის მოვალეობის შემსრულებელი არ უარყოფს, რომ 2013 წლის ბიუჯეტში არის შესრულების პრობლემა. ასევე მომავალი წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით შემცირებულია.

 

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია ახალი, დამატებითი პროგრამების დაფინანსება. ქუთაისის მერიის  გადაწყვეტილებით, სოციალური სამსახურის მიერ 2014 წელს ეპილეფსიის დაავადებული ადამიანებისთვის დაფინანსდება მედიკამენტების შეძენა; დაწყებითი კლასების 4050 მოსწავლე, პროფილაქტიკის მიზნით, გაივლის სამედიცინო შემოწმებას;  მზრუნველობამოკლებული ბავშვები, რომლებიც მიაღწევენ 18 წელს, რის შემდეგაც მათ უუქმდებათ მზრუნველობა, ერთი წლის განმავლობაში მერიისაგან მიიღებენ გარკვეულ დახმარებას თანხის სახით; იმ ოჯახებს, რომლებიც მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ოჯახებში წამოიყვანენ და აღზრდიან, სახელმწიფოს მიერ დადგენილ 90 ლართან ერთად, მერიისგან ყოველთვიურად 200 ლარით დაეხმარებიან; მრავალშვილიანი ოჯახები კი თითო ბავშვზე ყოველთვიურად 20 ლარს მიიღებენ.

 

 გია შარაბიძის თქმით, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში აქცენტი ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა გაკეთებული.

 

2014 წლის ბიუჯეტი საკრებულოს განსახილველად 15 ნოემბერს გადაეგზავნება. საკრებულოში წარდგენისა და განხილვის შემდეგ შესაძლებელია, ბიუჯეტის პროექტმა ცვლილებები განიცადოს.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია