დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რომელი მინისტრის საქმიანობა მოსწონთ ქუთაისელებს?
რომელი მინისტრის საქმიანობა მოსწონთ ქუთაისელებს?
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 2627
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე
მსგავსი სიახლეები

მანანა ბექაური, ლექტორი: „ამ ერთი წლის მანძილზე ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას გამოვარჩევდი. ჩემი აზრით, ის იმსახურებს ხელისუფლებაში დარჩენას, ახალგაზრდა კაცია და იქნებ რაიმე სიკეთე მოიტანოს ქვეყანაში ამ ახალგაზრდულმა გუნდმა“.

 

მაია ქურციკიძე, გამყიდველი: „არცერთი მინისტრის მუშაობა არ მომწონს, არა ვარ შედეგით კმაყოფილი, უფრო მეტის მოლოდინში ვიყავი“.

  

გულო ფურცელაძე, პედაგოგი: „ყველაზე მეტად ირაკლი ღარიბაშვილის მუშაობა მომეწონა, სასარგებლო რეფორმები გატარდა განათლების სფეროშიც. მთავრობაში არაერთი გამორჩეული პიროვნებაა და იმედი მაქვს, განაგრძობენ წარმატებულ საქმეებს“.

 

მარინა ბიბიჩაძე, ექიმი: „ძალიან მომწონს ღარიბაშვილის მუშაობა, საქმიანია, ჭკვიანი, სერიოზული, ეტყობა, რომ განათლებულია. ყველაფერს აკეთებს ისე, როგორც შეეფერება მის თანამდებობას“.

 

დალი ჭოხონელიძე, პედაგოგი: „მინისტრებიდან გამოვარჩევდი განათლების მინისტრს, მომწონს ის ცვლილებები, რაც განათლების სფეროში განხორციელდა. დახმარებები, უფასო წიგნები და ა.შ. მაგრამ უკმაყოფილო ვარ სახელმძღვანელოებით. არ არის წიგნები ისე შედგენილი, რომ ადვილი გასაგები იყოს ბავშვებისათვის. იმედია, ამ პრობლემას დროულად მიხედავენ“.

 

ჯიბო ჩოგოვაძე, მზარეული: „ღარიბაშვილის მუშაობა მომეწონა ყველაზე მეტად. ახალგაზრდაა, განათლებული და შეიძლება, მან მაინც გააკეთოს რაღაც ქვეყნის სასიკეთოდ“.

 

სვეტლანა ლაბჟანია: „მე, ირაკლი ღარიბაშვილის მუშაობა მომეწონა ყველაზე მეტად. ახალგაზრდაა, განათლებული და დარწმუნებული ვარ, ქვეყნის სასიკეთოდ იმუშავებს მომავალშიც“.

 

ლილი ახობაძე: „მართალია, არიან გამოსარჩევი პიროვნებები მთავრობაში, მაგრამ, ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა თითოეული მათგანის მუშაობა. მე მჯერა, რომ ეს გუნდი გამოასწორებს სიტუაციას საქართველოში“.

 

ამირან ჯოხაძე: „ამ მთავრობამ გაამართლა ჩემი იმედები. ყველა მინისტრით კმაყოფილი ვარ და, ალბათ, აწინ უფრო დაიხვეწება მათი მუშაობა. მთავარია, მშვიდობა იყოს ქვეყანაში“.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია