დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რატომ არ გადაუხადეს კუთვნილი ხელფასი ბურჯანაძის პარტიის ქუთაისელ კოორდინატორებს?
რატომ არ გადაუხადეს კუთვნილი ხელფასი ბურჯანაძის პარტიის ქუთაისელ კოორდინატორებს?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1899
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი

პარტია „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართელოს“ ქუთაისის კოორდინატორები კუთვნილ ანაზღაურებას მოითხოვენ. ნინო ბურჯანაძის შტაბის ადგილობრივი წარმომადგენლების განცხადებით, პარტიას საარჩევნო მუშაობისთვის განსაზღვრული თანხა სრულად არ დაუფარავთ, მათივე განცხადებით, ვერც ინფორმაციას იღებენ, ვინაიდან ბურჯანაძის ქუთაისის შტაბი დაკეტილი ხვდებათ.

 

ინფორმაციის დასაზუსტებლად psnews.ge ქუთაისის შტაბის პრესსამსახურის უფროსს ლელა ხიდაშელს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, რა დავალიანება აქვს პარტიას, მისთვის უცნობია, რადგან არჩევნების შემდეგ ოფისი დაიკეტა. ხიდაშელის განცხადებით, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით პასუხის გაცემა ქუთაისში არავის შეუძლია, რადგან ხელფასების გაცემა სათავო ოფისის გადასაწყვეტია.

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია