დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გოგი წულაია: „800 კაცი რომ ზის მერიაში, რომელიმემ მაინც ხომ უნდა იცოდეს წერა-კითხვა?“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1620
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

გოგი წულაია:800 კაცი რომ ზის მერიაში, რომელიმემ მაინც ხომ უნდა იცოდეს წერა-კითხვა?


 

საჯარო ინფორმაციის დამალვა - ეს არის თემა, რომელზეც პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა.

 


 ქუთაისის მერია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, დევნილთა სამინისტრო და სხვა სახელმწიფო უწყებები საჯარო ინფორმაციის დამალვის მცდელობაში და გულგრილობაში დაადანაშაულა.

 

პარტიის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, აღნიშნულ უწყებებში მან რამდენჯერმე გააგზავნა წერილი ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი არც ერთხელ მიუღია.

 

„ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ ქუთაისის მერიას წერილობით, რომ მოეცა ჩვენთვის საჯარო ინფორმაცია, თუმცა პასუხი არც ერთხელ მიგვიღია. 800 კაცი რომ ზის მერიაში, რომელიმემ მაინც ხომ უნდა იცოდეს წერა-კითხვა, გვიპასუხოს, რა ეტაპზეა საქმე? მოვუწოდებ ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს, გია შარაბიძეს, დაავალოს თავის თანამშრომლებს ინფორმაციის გაცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვაპირებთ სასამართლოში შევიტანოთ სარჩელი და ინფორმაციის დამალვისათვის მერიას 100 ლარიანი ჯარიმა დავაკისროთ. არა მგონია, მერიას ჰქონდეს იმის უფლება, რომ ხალხის საკუთრება ასე ანიავოს,“ - აცხადებს წულაია.

 

 

ნესტან ჩაგელიშვილი

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია