საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
რაში სდებს ბრალს ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალი“ წევრი საკრებულოს თავმჯდომარეს?
რაში სდებს ბრალს ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალი“ წევრი საკრებულოს თავმჯდომარეს?
ავტორი: მარიამ პატარაია
სულ ნანახია 1488
ავტორი:
მარიამ პატარაია
მსგავსი სიახლეები

ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატი გია გოქაძე საკრებულოს თავმჯდომარესა და რამდენიმე დეპუტატს ქუთაისში არსებული ქონების უკანონოდ გასხვისებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მარგველაშვილი ფრაქცია „პატრიოტებისა“ და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეებთან ერთად უკანონოდ ფლობს უძრავ ქონებას.

 

 

„მარგველაშვილი, ნემსიწვერიძე და მღვდელაძე, ეს სამი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებებს ქუთაისის საკრებულოში და მე არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ მათ გადაეცათ ბოლო დროს გასხვისებული 4 მიწის ნაკვეთი. გარდა ამისა, 25 და 30-წლიანი იჯარით ხდება მიწის ნაკვეთების პრივატიზება ძალიან დაბალ ფასებში და ამაზე არავინ რეაგირებს,“ - ამბობს გოქაძე.

 

დეპუტატმა ასევე ისაუბრა ქუთაისის  მერის  პოსტზე შოთა მურღულიას შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ქუთაისში თბილისელი კადრები არ უნდა ინიშნებოდნენ.

 

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის გია გოქაძის ბრალდებებს პასუხობს თამაზ მარგველაშვილი. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ბრალდებები, რომელიც მისი მისამართით ისმის, უსაფუძვლოა.

 

„მე ვერ გავაკონტროლებ გია გოქაძის აზროვნებას და მის კომენტარებს. მას შეუძლია, ნებისმიერი რამ თქვას. რაც შეეხება უძრავი ქონების გასხვისებას, კანონში პირდაპირ წერია, რომ საკრებულოს აქვს უფლება პირდაპირი წესით გააიჯაროს ტერიტორია. ჩვენ დროებით სარგებლობაში გადავეცით ეს მიწის ნაკვეთები დროებით მფლობელებს, რომლებიც მოუვლიან ამ ტერიტორიებს,“ - აცხადებს თამაზ მარგველაშვილი.

 

მარგველაშვილი ასევე უარყოფს გოქაძის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ უძრავ ქონებას საკრებულოს დეპუტატები უკანონოდ  ითვისებენ.

 

შეგახსენებთ, რომ გია გოქაძემ სპეციალურ ბრიფინგზე საკრებულოს თავმჯდომარე ქალაქის ტერიტორიაზე 4 მიწის ნაკვეთის უკანონოდ გასხვისებაში დაადანაშაულა, მაშინ, როცა, მისი თქმით, იჯარით კანონის დაცვით გაცემის შემთხვევაში ბიუჯეტში მინიმუმ 250 ათასი ლარი შევიდოდა. გოქაძე ასევე აცხადებს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთებს საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად  ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და „პატრიოტების“ დეპუტატები ფლობენ.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია