დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ათი ყველაზე დიდი ქალაქი
ათი ყველაზე დიდი ქალაქი
სულ ნანახია 29546
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

წარმოგიდგენთ მსოფლიოს ათ ყველაზე დიდ ქალაქს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით

 

10. მოსახლეობის რაოდენობის მხრივ, ყველაზე დიდ ქალაქებს შორის, მექსიკის დედაქალაქი მეხიკო მეათე ადგილზეა, ხოლო მისი მოსახლეობის რაოდენობა კი თითქმის 19.5 მილიონს შეადგენს. მეხიკო მექსიკის ფინანსურ-ეკონომიკურ და ასევე კულტურულ ცენტრს წარმოადგენს. იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქია სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე.

 

 

9. მეცხრე ადგილზე კი ბრაზილიის ყველაზე დიდი ქალაქი სან პაულო იმყოფება, რომლის მოსახლეობაც 20 მილიონს შეადგენს. ქალაქი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ტურისტულ რეგიონს მთელს ბრაზილიაში. სან პაულოში თქვენ უამრავი ღირსშესანიშნაობის ნახვა შეგიძლიათ.

 

8. მერვე ადგილს კი ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქი ნიუ-იორკი იკავებს, სადაც, დაახლოებით, 20,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. იგი აშშ-ს უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ქალაქია. ქალაქს ასევე მსოფლიოს კულტურული დედაქალაქის წოდება გააჩნია.

 

7. მსოფლიოს მეშვიდე ყველაზე დიდი ქალაქი კი პაკისტანის ფინანსური ცენტრი კარაჩია. მისი მოსახლეობის რაოდენობა 20.7 მილიონს შეადგენს.

 

6. მეექვსე ყველაზე დიდი ქალაქი ფილიპინების დედაქალაქი მანილაა თავისი 20.8 მილიონიანი მოსახლეობით.

 

5. მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ჩინეთის ქალაქი შანხაია. ქალაქში, დაახლოებით, 20.9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და იგი მსოფლიო ბიზნესის ერთ-ერთ საკვანძო ქალაქებს შორისაა.

 

4. ინდოეთის ქალაქი დელი კი მსოფლიოს ყველაზე დიდ ქალაქებს შორის მეოთხე ადგილს იკავებს თავისი 22.2 მილიონიანი მოსახლეობით. დელი მოიცავს ნიუ დელის, რომელიც არის ინდოეთის დედაქალაქი.

 

3. მესამე ადგილზე სამხრეთ კორეაში მდებარე ქალაქი სეულია. მისი მოსახლეობა 22.5 მილიონს შეადგენს. სეული აზიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქია. იგი უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიების LG-ისა და SAMSUNG-ის სახლია.

 

2. მეორე ყველაზე დიდი ქალაქი ინდონეზიის დედაქალაქი ჯაკარტაა. მისი მოსახლეობა 20 მილიონ 63 ათასია. იგი ინდონეზიის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური ქალაქია. ამ ყველაფრის მიუხედავად ჯაკარტა არც ისე მიმზიდველია ტურისტებისთვის.

 

 

1. მსოფლიოს ყველაზე დიდი ქალაქი კი იაპონიის დედაქალაქი ტოკიოა. ტოკიოში 37 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და იგი საცხოვრებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია. აქ უამრავი ცნობილი კომპანიის მთავარი ოფისია გახსნილი. მას ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია