დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
8 წე­ლია, ქუ­თა­ის­ში სახელ­მწი­ფო ფართს კერ­ძო პი­რი უკა­ნო­ნოდ აქი­რა­ვებს
8 წე­ლია, ქუ­თა­ის­ში სახელ­მწი­ფო ფართს კერ­ძო პი­რი უკა­ნო­ნოდ აქი­რა­ვებს
ავტორი: ჟანა ჯანე­ლი­ძე
სულ ნანახია 2219
ავტორი:
ჟანა ჯანე­ლი­ძე

ქუ­თა­ის­ში, ფა­ლი­აშ­ვი­ლის №23-ში მდებარე სა­ერ­თო სარ­გებლობის გა­სას­ვლე­ლი, ერთ-ერ­თი ინდ.მე­წარ­მის, მზია გი­ორ­გა­ძის მი­ერ უკა­ნო­ნოდ ქი­რავ­დება.

 

გი­ორ­გა­ძეს აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის უკა­ნო­ნოდ მით­ვი­სებას მიმ­დებარე ფარ­თში გან­თავ­სე­ბუ­ლი კერ­ძო მე­სა­კუთ­რეები ედა­ვებიან.

 

გი­ორ­გა­ძეების ინ­ფორ­მა­ცია, რომ მათ იჯარით აქვთ აღებული ფარ­თი სა­ერ­თო სარ­გებლობის გა­სას­ვლელ­ში, ჩვენ სახელ­მწი­ფო ქო­ნების ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში გა­და­ვა­მოწ­მეთ.

 

ფა­ლი­აშ­ვი­ლის №23-ში არ­სებული სა­ერ­თო სარ­გებლობის გა­სას­ვლელ­ზე, რო­მელ­საც უკ­ვე წლებია ინდ.მე­წარ­მე მზია გი­ორ­გა­ძე აქი­რა­ვებს, სსიპ „სახელ­მწი­ფო ქო­ნების  ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გან­ტოს იმე­რეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვე­მო სვა­ნე­თის მომ­სახურების ცენ­ტრის“ ცნობით, 2005 წლი­დან საიჯარო ხელ­შეკ­რუ­ლება არა­ვი­ზე ფიქ­სირ­დება.

 

სახელ­მწი­ფო ქო­ნების ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო­დან ჩვენს მი­ერ გა­მოთხოვილ დო­კუ­მენ­ტში წე­რია: „სახელ­მწი­ფო ქო­ნების მარ­თვის სა­მი­ნის­ტროს ქუ­თა­ი­სის სამ­მარ­თვე­ლო­სა და მო­ქა­ლა­ქე ომარ გი­ორ­გა­ძეს შო­რის 03.09.2002 წელს და­დებული იქ­ნა №1306 საიჯარო ხელ­შეკ­რუ­ლება ქ. ქუ­თა­ის­ში ფა­ლი­აშ­ვი­ლის ?23-ში მდებარე 19,20 კვ.მ არა­საცხოვე­რებელ ფარ­თზე. აღ­ნიშ­ნულ საიჯარო ხელ­შეკ­რუ­ლებას მოქ­მე­დების ვა­და 2005 წლის 31 დე­კემბერს შე­უწყდა, რაც შეეხება მო­ქა­ლა­ქე მზია გი­ორ­გა­ძეს, აღ­ნიშ­ნულ პი­როვ­ნებას­თან საიჯარო ხალ­შეკ­რუ­ლება არ და­დებულა.“

 

რო­გორც ირ­კვე­ვა, მზია გი­ორ­გა­ძეს სა­ერ­თო სარ­გებლობის გა­სას­ვლე­ლის გა­ქი­რა­ვების უფ­ლება არ აქვს და მი­სი მტკი­ცება, ფარ­თის იჯარით ფლობას­თან და­კავ­ში­რებით, სიც­რუ­ეა. თუმ­ცა, ის დღემ­დე იღებს სარ­გებელს უკა­ნო­ნოდ მით­ვი­სებული ტე­რი­ტო­რი­ი­დან და გარ­და იმი­სა, რომ არა­კა­ნო­ნი­ერ ქმე­დებას ახორ­ცი­ე­ლებს, ხელს უშ­ლის სხვა კერ­ძო მე­სა­კუთ­რეებს სა­კუ­თა­რი სა­ქონ­ლის რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში.

 

ვის ევა­ლება ქა­ლა­ქის ცენ­ტრში კერ­ძო პი­რის მი­ერ უკა­ნო­ნოდ მით­ვი­სებულ და გა­ქი­რა­ვებულ ფარ­თზე რე­ა­გი­რება და რა­ტომ არ და­ინ­ტე­რეს­და შე­საბამი­სი სამ­სახური 8 წლის გან­მავ­ლობაში აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტით, მიუხედა­ვად იმი­სა, რომ ამის შე­სახებ სხვა კერ­ძო მე­სა­კუთ­რეები აქ­ტი­უ­რად და არა­ერთხელ მი­მარ­თავ­დნენ ად­გი­ლობრივ ხელი­სუფ­ლებას, გაზეთი „P.S.“ კვლე­ვას გა­ნაგ­რძობს.

 

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია