დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ივა­ნიშ­ვი­ლი რუხი კარ­დი­ნა­ლი გახდება?“
„ივა­ნიშ­ვი­ლი რუხი კარ­დი­ნა­ლი გახდება?“
ავტორი: ცოტ­ნე პა­ა­ტაშ­ვი­ლი
სულ ნანახია 2079
ავტორი:
ცოტ­ნე პა­ა­ტაშ­ვი­ლი
მსგავსი სიახლეები

„სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნიტ­რი ბიძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ამ­ტკი­ცებს, რომ მი­სი გა­დად­გო­მა, რა­საც ამ თვე­ში აპი­რებს, ხელს შე­უწყობს ამ ამი­ერ­კავ­კა­სი­ურ რეს­პუბლი­კას, გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ძლი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რებისა­გან. თუმ­ცა პო­ლი­ტო­ლო­გები თბილის­ში ვა­რა­უ­დობენ, რომ იმ შემთხვე­ვა­შიც, თუ­კი ივა­ნიშ­ვი­ლი უარს იტყვის თა­ვის ოფი­ცი­ა­ლურ სტა­ტუს­ზე, ის მა­ინც დარ­ჩება კუ­ლი­სებიდან ქარ­თუ­ლი მთავ­რობის მმარ­თველ ძა­ლად,“ - წერს მო­ლი კორ­სო Eurasianet.org-ზე გა­მოქ­ვეყნებულ სტა­ტი­ა­ში „ივა­ნიშ­ვი­ლი რუხი კარ­დი­ნა­ლი გახდება?“

 

ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ თუ­კი ყვე­ლა­ფე­რი ისე გან­ვი­თარ­და, რო­გორც დღეს ვა­რა­უ­დობენ, ამ თვის ბოლოს სა­ქარ­თვე­ლო გა­ურ­კვე­ველ პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში შეაბიჯებს, შე­ი­ძენს რა ახალ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს. დღე­ვან­დელ დღეს, არა­ფე­რი მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რა­დი გეგ­მების მიღ­მა მთავ­რობას სა­კუ­თა­რი სტრა­ტე­გია აქვს, და არა­ვინ ცდი­ლობს იმ შთაბეჭ­დი­ლების გა­ფან­ტვას, რომ მი­ლი­არ­დე­რი ერ­თა­დერ­თი რე­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლია.

 

„იმ წარ­მოდ­გე­ნას, რომ სწო­რედ ივა­ნიშ­ვი­ლი დარ­ჩება უახლო­ეს მო­მა­ვალ­ში მთა­ვარ ძლე­ვა­მო­სილ ფი­გუ­რად, ორი ფაქ­ტო­რი აძ­ლი­ე­რებს. ერ­თი - ეს არის მძლავ­რი ინ­სტი­ტუ­ტის არარ­სებობა, ისე­თი წო­ნი­ა­ნი ინ­სტი­ტუ­ტის, რო­მე­ლიც შეძ­ლებდა ვა­კუ­უ­მის შევ­სებას ივა­ნიშ­ვი­ლის წას­ვლის შემ­დეგ. და მე­ო­რეც - პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის უზარ­მა­ზა­რი პი­რა­დი ქო­ნება („ფორბსის“ შე­ფა­სებით, $5.3 მი­ლი­არ­დი) ქმნის იმის შე­საძ­ლებლობას, რომ ის კვლა­ვინ­დებურად მოახდენს სე­რი­ო­ზულ გავ­ლე­ნას პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ზე,“ - წერს მო­ლი კორ­სო.

 

არც ღა­რიბაშ­ვილს და არც მარ­გვე­ლაშ­ვილს პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოც­დი­ლება არ აქვთ, გარ­და იმი­სა, რომ ისი­ნი ივა­ნიშ­ვი­ლის „ქარ­თულ ოც­ნებაში“ მუ­შაობდნენ. მთავ­რობაში მა­თი მუ­შაობის გა­მოც­დი­ლება მთლი­ა­ნობაში მო­ი­ცავს წე­ლი­წად­სა და ცხრა თვეს. რო­გორც ღა­რიბაშ­ვი­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბიოგ­რა­ფი­ი­დან არის ცნობილი, მი­სი მთე­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რა უკავ­შირ­დება ივა­ნიშ­ვი­ლის კუთ­ვნილ ან მის მი­ერ და­ფი­ნან­სებულ ორ­გა­ნი­ზა­ციებში მუ­შაობას. მოკ­ლე ოფი­ცი­ა­ლურ გა­მოს­ვლა­ში, სა­დაც ივა­ნიშ­ვილ­მა ის „ქარ­თუ­ლი ოც­ნების“ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრობის კან­დი­და­ტად წა­რად­გი­ნა (2 ნო­ემბერი), ღა­რიბაშ­ვილ­მა პი­რობა და­დო, რომ „არ და­ი­შუ­რებს ძა­ლებს იმის­თვის, რომ გა­ნაგ­რძოს“ ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა.

 

ანა­ლო­გი­უ­რად, 44 წლის მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი უფ­რო იმით არის ცნობილი, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის „კარ­გი მე­გობარია“, ვიდ­რე მი­სი ცხრათ­ვი­ა­ნი მუ­შაობით გა­ნათ­ლების მი­ნის­ტრის თა­ნამ­დებობაზე. მარ­გვე­ლაშ­ვილს ასე­ვე არა­ერთხელ უთ­ქვამს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი მოახდენს გავ­ლე­ნას მის გა­დაწყვე­ტი­ლებებზე, რო­დე­საც ის პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლეობის შეს­რუ­ლებას შე­უდ­გება.

 

თბილი­სის სო­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვების ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის და პო­ლი­ტო­ლო­გის მა­რი­ნა მუსხელიშ­ვი­ლის თქმით, იმ ფონ­ზე, რო­დე­საც მთავ­რობას არ აქვს მკა­ფიო სტრა­ტე­გია, გარ­და მი­მა­ვა­ლი პრე­მი­ე­რის სტრა­ტე­გი­ი­სა, ივა­ნიშ­ვილს ცალ­სახად აქ­ცევს „ძა­ლი­ან გავ­ლე­ნი­ან ჩრდი­ლო­ვან ფი­გუ­რად“.

 

„არა იმი­ტომ, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რა­დი მო­ტი­ვები და მი­სი გან­ზრახვები მცდა­რია, უბრა­ლოდ, ზო­გა­დად, მენ­ტა­ლი­ტე­ტი არ არის საკ­მა­რი­სად გან­ვი­თა­რებული იმის­თვის, რომ შე­იქ­მნას პო­ლი­ტი­კუ­რი ბაზა ძლი­ე­რი ლი­დე­რის გა­რე­შე“, - ამბობს იგი. „ძლი­ე­რი ლი­დე­რი არ ნიშ­ნავს აუ­ცი­ლებლად ავ­ტო­რი­ტარ ლი­დერს“, არა­მედ ეს შე­იძ­ლება იყოს ლი­დე­რი, რომ­ლის „მი­ზა­ნიც არის რა­ღაც კარ­გი გა­ა­კე­თოს ქვეყნი­სათ­ვის“, - დას­ძენს იგი.

 

პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნის გარ­და, ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის ყვე­ლა­ზე ხელ­შე­სახები გზა იმის­თვის, რომ სა­ზო­გა­დოებას თა­ვი­სი არ­სებობა აგ­რძნობინოს, ფუ­ლია. სექ­ტემბერ­ში მან გა­ნაცხადა, რომ მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ჩა­დებას აპი­რებს ექ­ვსმი­ლი­არ­დი­ან სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დში, რომ­ლის მი­ზა­ნიც სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რების ხელ­შეწყობაა.

 

იუ­რისტ თა­მარ გურ­ჩი­ა­ნის­თვის, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად მუ­შაობს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დოების პრობლე­მებზე, ივა­ნიშ­ვი­ლის გა­დაწყვე­ტი­ლება, ამხელა ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნახორ­ცი­ე­ლოს ფონ­დში სა­კუ­თა­რი სახსრებიდან, თა­ნაც იმ ფონ­ზე, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტის და პრე­მი­ე­რის თა­ნამ­დებობებზე „თა­ვი­სი მიმ­დევ­რები“ და­ნიშ­ნა, მკა­ფი­ოდ მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ის ინარ­ჩუ­ნებს მთავ­რობის ქმე­დებების გა­კონ­ტრო­ლების გარ­კვე­ულ შე­საძ­ლებლობებს. „უდა­ვოა, რომ ის კუ­ლი­სებიდან აპი­რებს მუ­შაობას“, - ფიქ­რობს იგი.

 

შე­დე­გად, შე­იძ­ლება მი­ვი­ღოთ ძლი­ე­რი ლი­დე­რი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დოების წი­ნა­შე ან­გა­რიშ­ვალ­დებული არ არის - ამბობს სერ­გი კა­პა­ნა­ძე, წარ­სულ­ში, მი­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტის მიხეილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რობაში სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე და დღეს თბილის­ში, ანა­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის „სა­ქარ­თვე­ლოს რე­ფორ­მების ასო­ცი­ა­ცი­ის“ დი­რექ­ტო­რი, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნობაში მთავ­რობისად­მი კრი­ტი­კუ­ლა­დაა განწყობილი.

 

„თუ­კი ჩვენ მი­ვი­ღებთ ისეთ სცე­ნარს, რო­მელ­შიც ექ­სპრე­მი­ე­რი მუდ­მი­ვად მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლეობას პო­ლი­ტი­კა­ში, ჩე­მი აზ­რით, ეს ქვეყნის­თვის ვერ იქ­ნება სა­სარ­გებლო ძა­ლი­ან ბევ­რი მი­ზე­ზის გა­მო პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ სა­ზო­გა­დოებისად­მი ან­გა­რიშ­ვალ­დებულება და­ი­კარ­გება,“ - ამბობს კა­პა­ნა­ძე.

პო­ლი­ტი­კო­სები და ჟურ­ნა­ლის­ტები, ივა­ნიშ­ვი­ლის განცხადების შთაბეჭ­დი­ლების ქვეშ, ღა­რიბაშ­ვილს უკ­ვე „პრე­მი­ერ-მი­ნისტრს“ უწო­დებენ, ფიქ­რობენ რა, რომ მი­სი დამ­ტკი­ცება პარ­ლა­მენ­ტში უკ­ვე გა­დაწყვე­ტი­ლი საქ­მეა.

 

ასე­თი აქ­ცენ­ტი ცალ­კე­ულ პი­როვ­ნებებზე კი იმას ნიშ­ნავს, რომ თუ­კი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ახალი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი სუს­ტია, მთელ ყურად­ღებას მი­მარ­თა­ვენ მი­სი ძა­ლა­უფ­ლების სა­ვა­რა­უ­დო წყარო­სა­კენ ამ შემთხვე­ვა­ში ივა­ნიშ­ვი­ლის­კენ.

 

ასეთ ვი­თა­რებაში, ახალი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­თვის მთა­ვარ პრობლე­მად შე­იძ­ლება იქ­ცეს სა­კუ­თა­რი ლე­გი­ტი­მუ­რობის დე­მონ­სტრი­რება, მი­აჩ­ნია „სა­ქარ­თვე­ლოს რე­ფორ­მების ასო­ცი­ა­ცი­ის“ დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლეს და სა­ა­კაშ­ვი­ლის პე­რი­ო­დის ელჩს, პა­ა­ტა გაფ­რინ­დაშ­ვილს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია