დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მთავარი პროკურორის ტვირთი
მთავარი პროკურორის ტვირთი
ავტორი: ცოტ­ნე პა­ა­ტაშ­ვი­ლი
სულ ნანახია 1731
ავტორი:
ცოტ­ნე პა­ა­ტაშ­ვი­ლი

არჩილ კბილაშვილი: ჩემი თანამდებობაზე მოსვლა იყო ნაადრევი

 

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის შემ­დეგ თა­ნამ­დებობას და­ტო­ვებს. არ­ჩილ კბილაშ­ვი­ლი თა­ნამ­დებობას ტო­ვებს და ბიძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მსგავ­სად, სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში გა­და­დის. მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი თვლის, რომ მი­სი თა­ნამ­დებობაზე მოს­ვლა ნა­ად­რე­ვი იყო და მას ორხელი­სუფ­ლებია­ნობის დროს მო­უ­წია მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დებობაზე მუ­შაობა.     „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობის“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ვა­ნო მე­რაბიშ­ვილ­მა კი კბილაშ­ვი­ლის წას­ვლა ცი­დიხან ამ­გვა­რად შე­ა­ფა­სა - „მავ­რმა თა­ვი­სი საქ­მე გა­ა­კე­თა, მავრს შე­უძ­ლია წა­ვი­დეს...“

 

არ­ჩილ კბილაშ­ვი­ლის განცხადებით, მა­სსა და მო­მა­ვალ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს შო­რის არა­ნა­ი­რი უთანხმოება არ არ­სებობს და მი­სი თა­ნამ­დებობიდან წას­ვლა ამას არ უკავ­შირ­დება. ყოფი­ლი ად­ვო­კა­ტი და მოქ­მე­დი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ფიქ­რობს, რომ მი­სი თა­ნამ­დებობაზე მოს­ვლა ნა­ად­რე­ვი იყო.

 

„ვფიქ­რობ, რომ ჩე­მი თა­ნამ­დებობაზე მოს­ვლა იყო ნა­ად­რე­ვი, რად­გან წი­ნა რეჟიმს, რომ მარ­თლმსაჯულების კა­რი არ ამო­ეგ­მა­ნა, არც პო­ლი­ტი­კის­კენ, არც თა­ნამ­დებობის­კენ გამხედა­ვი არ ვიყავი, ყოველ შემთხვე­ვა­ში, 41 წლის ასა­კა­ში, რო­გორც ეს ჩემს სი­ნამ­დვი­ლე­ში მოხდა. თა­ნამ­დებობაზე ყოფ­ნა უდა­ოდ პრეს­ტიჟია, თუმ­ცა იგი ჩემ­თვის ღი­რებულებას არ წარ­მო­ად­გენს,“ - გა­ნაცხადა კბილაშ­ვილ­მა.

 

მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა არ უარყო, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის გარ­დაქ­მნას­თან და­კავ­ში­რებით მი­სი და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მო­საზ­რებები ერ­თმა­ნეთს არ ემთხვე­ვა, მაგ­რამ მი­სი თქმით, ეს აზ­რთა სხვა­დასხვაობა შეეხება დროს და არა პრინ­ციპს.

 

„პრე­მი­ე­რი, ისე­ვე რო­გორც მე, ფიქ­რობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­პუ­ლი ტი­პის პრო­კუ­რა­ტუ­რა უნ­და შევ­ქმნათ, ოღონდ მე შე­და­რებით სწრა­ფი მოქ­მე­დებების მომხრე ვარ. ვნახოთ, დრო აჩ­ვე­ნებს, რამ­დე­ნად ვცდებოდი,“ - გა­ნაცხადა არ­ჩილ კბილაშ­ვილ­მა.

 

მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა სა­გან­გებო ბრი­ფინ­გზე ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ მი­სი საქ­მი­ა­ნობის დრო სა­ქარ­თვე­ლო­ში ორხელი­სუფ­ლებია­ნობის პე­რი­ოდს და­ემთხვა და ბუნებრი­ვი­ა, რომ ის კოჰაბიტა­ცი­ით გა­ნაწყენებული მო­ქა­ლა­ქეების წყრო­მის ად­რე­სა­ტი იყო.

 

„პრო­კუ­რა­ტუ­რის საქ­მი­ა­ნობა იმ პო­ლი­ტი­კით იყო ნა­საზ­რდოები, რო­მე­ლიც ხალ­ხში კოჰაბიტა­ცი­ის სახელით არის ცნობილი. ამი­ტომ ბუნებრი­ვია ისიც, რომ ვარ კოჰაბიტა­ცი­ით გა­ნაწყენებულ მო­ქა­ლა­ქე­თა წყრო­მის ად­რე­სა­ტიც, თუმ­ცა ვთვლი, რომ პრე­მი­ერ ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რობის პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც სისხლის სა­მარ­თლის სფე­რო­ში ზო­მი­ე­რებითა და დაბალან­სებულობით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, ერ­თა­დერ­თი სწო­რი პო­ლი­ტი­კა იყო. აღ­ნიშ­ნუ­ლი არ ნიშ­ნავს, რომ ვერ ვხედავ­დი, ან მომ­წონ­და ნაკ­ლო­ვა­ნებები, რაც პრო­კუ­რა­ტუ­რის სის­ტე­მას მემ­კვიდ­რეობით აქვს მი­ღებული,“ - გა­ნაცხადა ჯერ კი­დევ მოქ­მედ­მა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა.

 

 

მავ­რმა თა­ვი­სი საქ­მე გა­ა­კე­თა, მავრს შე­უძლია წა­ვი­დეს...

 

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დებობიდან არ­ჩილ კბილაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მას  სო­ცი­ა­ლურ ქსელ Face­book-ზე გა­მოქ­ვეყნებული განცხადებით „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობის“ გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნიც გა­მოეხმა­უ­რა.

„ამ ადა­მი­ან­მა პრო­კუ­რა­ტუ­რა ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რა­დი შუ­რის­ძიების ინ­სტრუ­მენ­ტად აქ­ცია. უკა­ნას­კნე­ლი 1 წლის გან­მავ­ლობაში პრო­კუ­რა­ტუ­რა ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რად და­ვა­ლებებს ას­რუ­ლებს, რაც გუ­ლისხმობს, პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტების გა­ნად­გუ­რებას, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი აზ­რის მოს­პობას, „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობის“ დაშ­ლას და მი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცი­დან გაქ­რობას. ამა­ვე დროს, კბილაშ­ვილ­მა თა­ვის თავ­ზე აი­ღო მწა­მებელი ვლა­დი­მერ ბედუ­კა­ძის პა­სუხის­მგებლობიდან გა­თა­ვი­სუფ­ლება, რი­თაც „ქარ­თულ ოც­ნებას­თან“ ბედუ­კა­ძი­სა და მი­სი ჯგუ­ფის თა­ნამ­შრომ­ლობა და­ფა­რა. მი­სი საქ­მი­ა­ნობა მოკ­ლედ შე­იძ­ლება, შე­ფას­დეს - რომ იგი იყო ოპო­ნენ­ტების ჯალა­თი და ჯალა­თების ად­ვო­კა­ტი. მავ­რმა თა­ვი­სი საქ­მე გა­ა­კე­თა, მავრს შე­უძ­ლია, წა­ვი­დეს,“ - აცხადებს ვა­ნო მე­რაბიშ­ვი­ლი.

 

კბილაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მას „ქარ­თულ სა­ზოგ­დოებას“ ულო­ცავს პარ­ტია „თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავმჯდო­მა­რე და თბილი­სის საკ­რებულოს წევ­რი კახა კუ­კა­ვა, რო­მე­ლიც ამ ფაქტს  ჯერ არ­და­ნიშ­ნუ­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის დამ­სახურებად მი­იჩ­ნევს.

 

„ქარ­თულ სა­ზო­გა­დოებას ვუ­ლო­ცავ, რომ კბილაშ­ვი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რას მო­შორ­და. მინ­და, მად­ლობა გა­და­ვუხადო ახალ პრე­მი­ერს, რო­მე­ლიც ჯერ არ არის დამ­ტკი­ცებული, მაგ­რამ გა­სა­გებია, რომ ეს მი­სი გა­დაწყვე­ტი­ლებაა. ღა­რიბაშ­ვილ­მა ძა­ლი­ან კარ­გად და­იწყო და კარ­გი იქ­ნება, თუ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში დარ­ჩე­ნილ კბილაშ­ვი­ლის კუ­დებს იქი­დან მო­ა­შო­რებს და პრო­კუ­რა­ტუ­რა ჩად­გება ქარ­თვე­ლი ხალხის სამ­სახურ­ში,“ - გა­ნაცხადა კახა კუ­კა­ვამ.

 

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სობის წევ­რის გი­ორ­გი ცა­გა­რე­იშ­ვი­ლის თქმით, არ­ჩილ კბილაშ­ვი­ლის თა­ნამ­დებობიდან გა­დად­გო­მა მის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყოფი­ლა. დე­პუ­ტა­ტი ამბობს, რომ მას ბევ­რი რამ პრო­კუ­რა­ტუ­რის მუ­შაობაში არ აკ­მაყოფი­ლებდა.

 

 „რომ გითხრათ, რომ არ ვე­ლო­დი გარ­დაქ­მნებს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, ნამ­დვი­ლად მო­გატყუებთ. მე, რო­გორც „ქარ­თუ­ლი ოც­ნების“ წარ­მო­მად­გე­ნელს, ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც სა­მარ­თლი­ა­ნობის აღ­დგე­ნის ლო­ზუნ­გით გა­მო­დი­ო­და ამომ­რჩევ­ლის წი­ნა­შე, ბევ­რი რამ პრო­კუ­რა­ტუ­რის მუ­შაობაში არ მაკ­მაყოფი­ლებდა, მათ შო­რის, გა­მო­ძიების ტემ­პი,“ - გა­ნაცხადა ცა­გა­რე­იშ­ვილ­მა.

 

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პოს­ტი­დან არ­ჩილ კბილაშ­ვი­ლის წას­ვლას გა­მოეხმა­უ­რა „ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რაობის“ ლი­დე­რი გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძეც. მი­სი თქმით, პი­როვ­ნუ­ლი თვი­სებებიდან გა­მომ­დი­ნა­რე, არ­ჩილ კბილაშ­ვი­ლი ამ თა­ნამ­დებობაზე სრუ­ლი­ად არა­ა­დეკ­ვა­ტურ გა­რე­მო­ში იყო.

 

„ერ­თი წლის გან­მავ­ლობაში 7 ნო­ემბრის მოვ­ლე­ნებთან და­კავ­ში­რებით გა­მო­ძიებამ, ფაქ­ტობრი­ვად, წინ ვერ წა­ი­წია და მე, მა­გა­ლი­თად, ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლობაში არც კი და­ვუ­კითხივარ. პრე­ტენ­ზიებიც ბევ­რი გვქონ­და, თუმ­ცა პი­როვ­ნუ­ლი თვალ­საზ­რი­სით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი პა­ტი­ოს­ნებით და ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სებებიდან გა­მომ­დი­ნა­რე იმ გა­რე­მო­ში სრუ­ლი­ად არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი იყო, რა­საც დღეს ეს სის­ტე­მა წარ­მო­ად­გენს,“ - გა­ნაცხადა თარ­გა­მა­ძემ.

 

 

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რობა  ურ­თუ­ლეს პე­რი­ოდ­ში...

 

„მას ძა­ლი­ან რთულ პე­რი­ოდ­ში მო­უ­წია პრო­კუ­რო­რობა. მი­სი მუ­შაობა არ იყო იდე­ა­ლუ­რი, თუმ­ცა ასე თუ ისე მან მა­ინც ღირ­სე­უ­ლად გა­არ­თვა თა­ვი თა­ვის მო­ვა­ლეობებს. არ გა­დაუხვია სა­მარ­თლებრივ გზას და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობის“ წი­ნა­აღ­მდეგ მა­სობრი­ვი რეპ­რე­სიები არ და­იწყო, რი­სი მო­ლო­დი­ნიც სა­ზო­გა­დოების დიდ ნა­წილს ჰქონ­და. სწო­რედ, ამის გა­მო, მი­სი უწყების მი­მართ ბოლო დროს ძა­ლი­ან ბევ­რი პრე­ტენ­ზია გაჩ­ნდა, ამი­ტომ მი­მაჩ­ნია, რომ მან სწო­რი გა­დაწყვე­ტი­ლება მი­ი­ღო,“ - გა­ნაცხადა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავმჯდო­მა­რის თა­ნა­შემ­წემ და რეს­პუბლი­კუ­რი პარ­ტი­ის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა და­ვით ზუ­რაბიშ­ვილ­მა კბილაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მის შე­ფა­სებისას.

 

„სა­ქარ­თვე­ლოს ახალაგ­ზარ­და იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის“ (სა­ია) თავმჯდო­მა­რე კახა კოჟორი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ არ­ჩილ კბილაშ­ვილს პრო­კუ­რო­რის პოს­ტზე მუ­შაობა ძა­ლი­ან რთულ პე­რი­ოდ­ში მო­უ­წია და მის ერთ-ერთ მთა­ვარ მიღ­წე­ვად პრო­კუ­რა­ტუ­რის ლიბერა­ლი­ზა­ცია მი­აჩ­ნია.

 

„არ­ჩილ კბილაშ­ვილს მო­უ­წია ძა­ლი­ან რთულ პე­რი­ოდ­ში მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის უფ­ლებამო­ვა­ლეობის შეს­რუ­ლება. მე იმას ვგუ­ლისხმობ, რომ რო­დე­საც ის მთა­ვარ პრო­კუ­რო­რად და­ი­ნიშ­ნა, პრო­კუ­რა­ტუ­რას რამ­დე­ნი­მე ათა­სი ადა­მი­ა­ნი მი­აწყდა, რომ­ლებმაც შე­ი­ტა­ნეს განცხადებები, სა­დაც საუბარი იყო წი­ნა ხელი­სუფ­ლების დროს ჩა­დე­ნილ მძი­მე და­ნა­შა­უ­ლებებზე,“ - გა­ნაცხადა კოჟორი­ძემ.

 

სა­ია-ს თავმჯდო­მა­რე მი­იჩ­ნევს, რომ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის შე­ფა­სებისას უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ის რე­ა­ლობა, რო­მელ­შიც მას თა­ვი­სი ფუნ­ქცი­ის შეს­რუ­ლება მო­უ­წია. იმ პე­რი­ოდ­ში, რო­ცა მან მუ­შაობა და­იწყო, პრო­კუ­რა­ტუ­რის იმიჯი შე­ლახული იყო და ადა­მი­ა­ნები მას აღიქ­ვამ­დნენ არა რო­გორც სა­მარ­თალ­დამ­ცავ, არა­მედ რო­გორც სა­მარ­თალ­დამ­რღვევ ორ­გა­ნოდ.

 

ყვე­ლა­ფე­რი ეს ახალ პრო­კუ­რორს მძი­მე ტვირ­თად და­აწ­ვა. კოჟორი­ძის განცხადებით, ასე­ვე, იგ­რძნობოდა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა შსს-ს გავ­ლე­ნის ქვეშ იყო.

 

„თუმ­ცა, მი­სი ბევ­რი ქმე­დება კრი­ტი­კას მა­ინც იმ­სახურებს. ხშირ შემთხვე­ვა­ში მი­სი გა­დაწყვე­ტი­ლებები არ იყო პრინ­ცი­პუ­ლი და შსს-ს გავ­ლე­ნის ქვეშ ექ­ცე­ო­და. ასე­ვე სა­ზო­გა­დოებას არ ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სახებ, მიმ­დი­ნა­რეობდა თუ არა გა­მო­ძიება ბევრ გახმა­უ­რებულ საქ­მე­ზე. მხოლოდ ვა­ნო მე­რაბიშ­ვი­ლის პა­სუხის­გებაში მი­ცე­მა კი არ არის ის რე­ა­გი­რება, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა ორ­გა­ნოებმა 26 მა­ი­სის მოვ­ლე­ნებზე უნ­და მოახდი­ნონ,“ - მი­იჩ­ნევს კახა კოჟორი­ძე.

 

 

პრო­კუ­რა­ტუ­რა შსს-ს და­ნა­მა­ტი შე­იძლება გახდეს...

 

არ­ჩილ კბილაშ­ვი­ლის განცხადების შემ­დეგ ირაკ­ლი ღა­რიბაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ბიძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შემ­დეგ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი უნ­და იყოს, თა­ვი­სი კან­დი­და­ტუ­რა უკ­ვე და­ა­სახელა. ეს არის ოთარ ფარცხალა­ძე, რო­მე­ლიც ამჟამად ფი­ნან­სთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძიებო სამ­სახურის უფ­რო­სია. სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობის“ ლი­დე­რების განცხადებით კი ეს ნიშ­ნავს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­ნა­მა­ტი იქ­ნება და არა მა­კონ­ტრო­ლებელი.

 

„რამ­დე­ნი­მე თვის წინ ირაკ­ლი ღა­რიბაშ­ვილ­მა კბილაშ­ვი­ლის მა­კონ­ტრო­ლებლად, მის მო­ად­გი­ლედ გაბიტაშ­ვი­ლი და­ნიშ­ნა. ამ მე­ქა­ნიზ­მმა ჯეროვ­ნად ვერ იმუ­შა­ვა და დღეს უკ­ვე ფარცხალა­ძე, ღა­რიბაშ­ვი­ლის კად­რი, მთა­ვარ პრო­კუ­რო­რად ინიშ­ნება. ეს ერ­თა­დერთ რა­ღა­ცას ნიშ­ნავს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა, რო­გორც ბუნებით არის მა­კონ­ტრო­ლებელი შს სა­მი­ნის­ტრო­სი, ამ ფუნ­ქცი­ას ვე­ღარ შე­ას­რუ­ლებს და ის გახდება უბრა­ლოდ შს სა­მი­ნის­ტროს და­ნა­მა­ტი. ამ ტენ­დენ­ცი­ა­ზე, თუნ­დაც ის მი­უ­თი­თებს, რომ ინ­ფორ­მა­ცია ახალი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის შე­სახებ შს მი­ნის­ტრის პრეს­სამ­სახურ­მა გა­ავ­რცე­ლა და არა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა, რაც ბუნებრი­ვი იქ­ნებოდა. ყვე­ლამ ვი­ცით ვინ არის ფარცხალა­ძე. ის ავ­ტო­რია იმ გახმა­უ­რებული სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო რას­მუ­სე­ნი, მას თბილი­სი­დან წას­ვლაც არ აცა­ლეს, საკ­რებულოს 22 წევ­რი და გამ­გებელი და­ი­ჭი­რეს, ხურ­ვა­ლე­თის ქუ­ჩებში ასე­ირ­ნეს, და­კითხვა­ზე მიიყვა­ნეს, გა­მო­უშ­ვეს და მე­რე ისევ და­ი­ჭი­რეს. ასე რომ, მის პო­ლი­ტი­კურ ალ­ღო­ზე, შე­უძ­ლია სა­ზო­გა­დოებამ თა­ვად იმსჯელოს,“ - გა­ნაცხადა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სობის წევ­რმა ირ­მა ნა­დი­რაშ­ვილ­მა.

 

რო­გორც უმ­ცი­რე­სობის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სერ­გო რა­ტი­ა­ნი აცხადებს, „ბიძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მხრი­დან მე­რი­ის თა­ნამ­შრომ­ლების  წი­ნა­აღ­მდეგ განხორ­ცი­ე­ლებული ქმე­დებები სა­მარცხვი­ნო ფურ­ცე­ლი იყო“.

„ამ ადა­მი­ან­მა თა­ვი დაგ­ვა­მახსოვ­რა მე­რი­ის თა­ნამ­შრომ­ლების წი­ნა­აღ­მდეგ განხორ­ცი­ე­ლებული ქმე­დებებით. ეს იყო ბიძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მხრი­დან ყვე­ლა­ზე სა­მარცხვი­ნო ფურ­ცე­ლი და არ უნ­და გაგ­ვიკ­ვირ­დეს ის, რომ სწო­რედ მო­მა­ვა­ლი პრე­მი­ე­რის პო­ლი­ტი­კუ­რი გე­მოვ­ნება ამ ადა­მი­ან­ზე შე­ჩერ­და,“ - გა­ნაცხადა რა­ტი­ან­მა.

 

ირაკ­ლი ღა­რიბაშ­ვი­ლი კი სა­ზო­გა­დოებას ჰპირ­დება, რომ მო­მა­ვა­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი კარ­გი და ეფექ­ტუ­რი იქ­ნება, ამის შე­სახებ მოქ­მედ­მა შს მი­ნის­ტრმა და მო­მა­ვალ­მა პრე­მი­ერ­მა ირაკ­ლი ღა­რიბაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­გუ­რა­მო­ში გა­ნუცხადა. მი­სი თქმით, ფარცხალა­ძეს ეყოლება ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი გუნ­დი, რო­მე­ლიც და­კომ­პლექ­ტებული იქ­ნება ახალ­გაზ­რდებით და გა­მოც­დი­ლი პრო­კუ­რო­რებით.

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია