საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
რა­ტომ იწ­ვება ტყეები?!
ავტორი: რო­ლანდ ხოჯანაშ­ვი­ლი
სულ ნანახია 2240
ავტორი:
რო­ლანდ ხოჯანაშ­ვი­ლი
მსგავსი სიახლეები

რა­ტომ იწ­ვება ტყეები?!

 

 

ხარა­გა­ულ­ში ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში სამ ად­გი­ლას გა­ჩაღ­და ხან­ძა­რი. ზვა­რე, მა­ქა­თუბანი და რი­კო­თის მი­სად­გო­მები ცეცხლს ძლივს „გა­მოს­ტა­ცეს“. ჩა­ვა­ტა­რეთ ექ­სპე­რი­მენ­ტი, ნამ­წვის გა­დაგ­დებით ტყეში ხან­ძა­რი „ვერ შევ­ქმე­ნით“, მიუხედა­ვად იმი­სა, რომ სხვა­დასხვა ხარისხისა და ფირ­მის ან­თებული სი­გა­რე­ტი სა­გან­გებოდ ამორ­ჩე­ულ ხმელ ფოთ­ლებში ჩავ­დეთ.

 

ის­მება კითხვა, ხომ არ არის ყვე­ლა­ფე­რი მიზ­ნობრი­ვად მოწყობილი? ხომ არ სურთ ტყეების ია­ფად ხელ­ში ჩაგ­დება ხან­ძრის შემ­დეგ? ან უკ­ვე ბევ­რი და­ნა­შა­უ­ლის შემ­დეგ კვა­ლის და­სა­ფა­რა­ვად ხომ არ აალ­და ტყეები?!


სამ­წუხაროდ, 5-6 ნო­ემბრის ფარ­თო­მას­შტაბიან­მა ზე­მო­ი­მე­რულ­მა ხან­ძარ­მა რეს­პუბლი­კუ­რი მე­დია ვერ და­ა­ინ­ტე­რე­სა. ერთ-ერ­თმა არხმა დი­ლა­ად­რი­ა­ნად გა­ნაცხადა, რომ ჭი­ა­თუ­რა­ში ხან­ძა­რი 2-3 ჰექ­ტარ­ზეა და ად­ვი­ლად ამო­ი­წუ­რება პრობლე­მაო. მიუხედა­ვად იმი­სა, რომ ამ ორი დღის გან­მავ­ლობაში ხან­ძრის ად­გილ­ზე ვიმყოფებოდი და „სა­პი­ორ­ნი ლა­პა­ტა­საც“ მა­რა­ო­სა­ვით ვაქ­ნევ­დი, არ­ცერთ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლებას არ შე­უ­წუხებია თა­ვი და არ მო­უ­მარ­თავს ჩემ­სა­ვით თავ­გა­მო­დებული „მეხან­ძრეებისათ­ვის“ სი­ტუ­ა­ცი­ის გა­სარ­კვე­ვად. 112-ზე რამ­დენჯერ­მე და­რეკ­ვის მიუხედა­ვად, 5 ნო­ემბერს არ ამო­უ­კითხავს სა­მაშ­ვე­ლო სამ­სახურებს. თა­ვად 112 პი­რა­ქე­თაც მი­კავ­შირ­დებოდა, შსს სა­მი­ნის­ტროს არა­ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც, ოღონდ არ ვი­ცი, რა­ტომ, ისი­ნი თვლიდ­ნენ, რომ სი­ტუ­ა­ცია კონ­ტროლ­ზე იყო აყვა­ნი­ლი, ამ დროს კი ოცი­ო­დე ადა­მი­ა­ნი ზე­და­პი­რულ ხან­ძარს წყლის გა­რე­შე ვებრძო­დით. ბიძი­ნა გი­ორ­გობიან­მა რამ­დენჯერ­მე და­მი­რე­კა, სი­ტუ­ა­ცი­ას გა­ეც­ნო, და­ნა­ნებით თქვა, რომ სიცხია­ნი შინ იწ­ვა, თო­რემ აუ­ცი­ლებლად ეწ­ვე­ო­და იმე­რეთს. ჩემ მი­ერ გა­და­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია 112-ის­გან ხარა­გა­ულს გა­და­ე­ცე­მო­და, რად­გან ხან­ძრის ძი­რი­თა­დი კე­რა ხარა­გა­ულ­ში იყო და ჭი­ა­თუ­რის ტე­რი­ტო­რი­ის­კენ ძლი­ე­რი ქა­რის გა­მო მო­ი­წევ­და. სხვა­თა­შო­რის, ნაკ­ლებად მე­ცა­ლა კონ­ფლიქ­ტი­სათ­ვის, თო­რემ იმ პო­ლი­ცი­ე­ლის აგ­დებულ ტონს, რომ ყვე­ლა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლება აცხადებდა ხან­ძრის ჩაქ­რობას და სა­ი­დან მომ­ქონ­და ყალბი სა­გან­გა­შო სი­ტუ­ა­ცი­ის პროგ­ნო­ზი, მო­ე­კითხებოდა სა­თა­ნა­დოდ. თუმ­ცა არ დავ­ტო­ვე შან­სი, არ „ჩა­მეკ­ვეხებინა“ ჟურ­ნა­ლის­ტის სტა­ტუ­სი საუბარ­ში, რაც ტო­ნის შეც­ვლის სა­ფუძ­ვე­ლი გახდა.


5 ნო­ემბერს ნი­ჩაბმო­მარჯვებული ბუზ­ღუ­ნით ვე­ლო­დებოდით დამხმა­რე ძა­ლებს. მიუხედა­ვად იმი­სა, რომ ხარა­გა­უ­ლის ტე­რი­ტო­რია იყო ყვე­ლა­ზე დი­დი რის­კის ქვეშ, მა­ინც ჭი­ა­თუ­რამ მო­ას­წრო ზო­მების მი­ღება, რის გა­მოც კი­დევ ერთხელ გა­მიჩ­ნდა სურ­ვი­ლი, კარ­გი და­მე­წე­რა ჭი­ა­თუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლობაზე, რად­გან: მთე­ლი დღის გან­მავ­ლობაში ჭი­ა­თუ­რის გამ­გებლის მო­ად­გი­ლე, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე დღის წინ აქვს გა­კე­თებული ოპე­რა­ცი­ა, მა­ინც ჩვენს გვერ­დით იდ­გა; მან­ვე (თე­მურ ჭუმბური­ძემ) გულ­წრფე­ლად გა­დაუხადა მად­ლობა მოხალი­სე მეხან­ძრეებს; მაჟორი­ტარ­მა დე­პუ­ა­ტატ­მა და­რე­კა და იკითხა, თუ რა შე­იძ­ლებოდა, გა­ე­კე­თებინა, რო­გორც დე­პუ­ტატს; მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლობა პე­რი­ო­დუ­ლად კითხულობდა სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სახებ; ჭი­ა­თუ­რის სახან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო სამ­სახური ყვე­ლა სხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის იმა­ვე სამ­სახურებთან შე­და­რებით ად­რე მო­ვი­და; ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრომ­ლები უწყვე­ტად იდ­გნენ ხალხის გვერ­დით; სა­მაშ­ვე­ლო სამ­სახური ხარა­გა­უ­ლის მხრი­დან ნა­შუ­ად­ღევს გა­მოცხად­და ად­გილ­ზე (13:11 სთ), ამის გა­მო ერთხელ კი­დევ ვი­კითხავ: არის თუ არა ეს სამ­სახურის ნაკ­ლებად ეფექ­ტუ­რობა? ვინ ჩვენ და ვინ პა­სუხის­მგებლობაო, იტყვი­ან, მაგ­რამ ეგებ ახლა ის მა­ინც გა­მო­არ­კვი­ონ: რა­ტომ ჩნდება ხან­ძა­რი თით­ქმის ყოველ­წლი­უ­რად ზე­მო­ი­მე­რე­თის ყვე­ლა­ზე ტყიან სო­ფელ გეზ­რულ­სა და მის მო­საზ­ღვრედ? გა­რე­მოს დაც­ვა­ზე უკ­ვე საუბარი აღარ ღირს, გა­რე­მოს დაც­ვა არა, უფ­რო გა­რე­მოს ტრან­სფორ­მა­ცია და ექ­სპლო­ა­ტა­ცია უფ­რო გვეხერხება. ამის გარ­და, კი­დევ იმა­საც დავ­ძენ, ასე თუ მოვხან­ძრეთ ჩვე­ნი სა­უნჯე - ტყე, რა­ღა მივყიდოთ მე­რე „ვუდ“ კომ­პა­ნიებს ჩა­ლის ფა­სად? ჩვენ­და იღბლად, ტყე ორ­დღი­ა­ნი ხან­ძრის მიუხედა­ვად, მა­ინ­ცდა­მა­ინც არ და­ზი­ა­ნებულა. ხმე­ლი ხეები, მორ­ტმა­სა და ქვეტყე და­იწ­ვა. ძი­რი­თა­დი ფი­ტო­მა­სა ისევ გამ­წვან­დება გა­ზაფხულ­ზე. მე­რე კი რო­მე­ლი­მე მდი­და­რი მე­წარ­მე გა­დაწყვეტს ძვირ­ფას­მერ­ქნი­ა­ნი წაბლებისა და მუხების და­სავ­ლე­თის ბაზარ­ზე სარ­ფი­ა­ნად „გაშ­ვებას“.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია