დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ფრეშ-ჯორჯია­ში“ ექ­ვსი თვის წინ გა­თა­ვი­სუფ­ლებულ მუ­შებს აბრუ­ნებენ
ავტორი: მა­რი­ამ პა­ტა­რა­ია
სულ ნანახია 1686
ავტორი:
მა­რი­ამ პა­ტა­რა­ია
მსგავსი სიახლეები

ფრეშ-ჯორჯია­ში ექ­ვსი თვის წინ გა­თა­ვი­სუფ­ლებულ მუ­შებს აბრუ­ნებენ

 

ქუ­თა­ის­ში, ყოფილ სა­ავ­ტო­მობილო ქარხანა­ში გახსნი­ლი ეგ­ვიპ­ტუ­რი კომ­პა­ნია „ფრე­შის“ ხელ­მძღვა­ნე­ლობა 6 თვის წინ გა­თა­ვი­სუფ­ლებულ თა­ნამ­შრომ­ლებს სა­მუ­შაო ად­გი­ლებზე აბრუ­ნებს. 300-მდე მუ­შის სამ­სახურ­ში აღ­დგე­ნა ეტა­პობრი­ვად მოხდება. არ­სებული ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­ველ ეტაპ­ზე სა­წარ­მო­ში უკ­ვე 100 მუ­შა დაბრუნ­და.

კომ­პა­ნია „ფრე­შის“ თა­ნამ­შრომ­ლებმა სა­წარ­მო­ში არ­სებული სა­მუ­შაო გა­რე­მო არა­ერთხელ გა­აპ­რო­ტეს­ტეს. მუ­შებმა სვე­ლი წერ­ტი­ლების, სამ­ზა­რე­უ­ლოს და სხვა აუ­ცი­ლებელი პი­რობების უქონ­ლობის გა­მო უკ­მაყოფი­ლება არა­ერთხელ გა­მოთ­ქვეს, რის შემ­დე­გაც სა­წარ­მოს ხელ­მძღვა­ნე­ლობამ 300-მდე თა­ნამ­შრო­მე­ლი სამ­სახური­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

ქარ­თულ-ეგ­ვიპ­ტუ­რი კომ­პა­ნია „ფრე­ში“ ქუ­თა­ის­ში 2009 წელს შე­იქ­მნა. ინ­ვეს­ტორ კომ­პა­ნი­ას ქა­ლაქ­ში 2 მი­ლი­არ­დის ინ­ვეს­ტი­ცია უნ­და გა­ნეხორ­ცი­ე­ლებინა, გაეხსნა 12 სა­წარ­მო და და­ე­საქ­მებინა 12 ათა­სი ად­გი­ლობრი­ვი მცხოვ­რები, თუმ­ცა,    „ფრეშს“ ქუ­თა­ის­ში, 5 წლის შემ­დე­გაც კი, არც და­პი­რებული 12 ქარხანა აუ­შე­ნებია და არც ათა­სობით ქუ­თა­ი­სე­ლი და­უ­საქ­მებია.

ერ­თა­დერთ სა­წარ­მო­ში კომ­პა­ნია საყოფაცხოვ­რებო ნივ­თებს ამ­ზა­დებს და პრო­დუქ­ცია უცხოურ ბაზარ­ზე გა­აქვს.

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია