დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ქართულმა ოცნებამ“ 171 091 ამომრჩეველი ერთ წელიწადში დაკარგა
„ქართულმა ოცნებამ“ 171 091 ამომრჩეველი ერთ წელიწადში დაკარგა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
სულ ნანახია 2044
ავტორი:
როლანდ ხოჯანაშვილი
მსგავსი სიახლეები

„ქართულმა ოცნებამ“ ერთ წელიწადში 171091 ამომრჩეველი დაკარგა. 2012 წელს ჯამურად ივანიშვილის პოლიტიკურმა „აჯაფსანდალმა“ 1181862 ხმა მიიღო, საპრეზიდენტო არჩევნებზე კი 1010771 ათასმა ადამიანმა შემოხაზა საოცნებო რიცხვი - 41. საინტერესოა, მომავალი წლის მაისში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რამდენად შეძლებს ელექტორატის მოხიბვლას „ქართული ოცნება“.

 

ამბობენ, რომ ლოკალურ არჩევნებს, რომელსაც უნდა მოჰყვეს მუნიციპალური საკრებულოების დაკომპლექტება, ბევრად უფრო ნერვული ფონი ექნება, რადგან თვით   „ოცნების ინგრედიენტებს“ ექნებათ შიდაკოალიციური ღია თუ დახურული დაპირისპირება, ამის შემდეგ კი ოპოზიციურ კანდიდატებთან მოუწევთ სტრატეგიის გამოჩენა „მეოცნებეებს“.

 

 მთავარი მაინც ელექტორატის კეთილი განწყობის მოპოვება და შენარჩუნებაა, რომელზეც არჩეულმა სუბიექტმა პერმანენტულად უნდა იზრუნოს. მოსალოდნელი იყო და გაიმარჯვა კიდეც მარგველაშვილმა. მარგველაშვილის სასარგებლოდ რამდენიმე ფაქტორი მუშაობდა და, მათ შორის, უმნიშვნელოვანესი ივანიშვილის მხარდაჭერა გახლდათ.  იმის ილუზია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა დაპირება შეასრულა, ალბათ, მხოლოდ ფანატიკოს „მეოცნებეს“ აქვს, მაგრამ რამდენიმეწლიანი უკანსვლის ფონზე პოზიტივები ნამდვილად ჩანს, რაც დაეხმარა კიდეც მარგველაშვილს 60-70% ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვებაში.

 

მაინც, რა არის მარგველაშვილის პოზიტივები...

 

პოზიტივი 1

 მარგველაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის დროს მასწავლებლების ხელფასი ერთბაშად ასწია;

მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა საკვალიფიკაციო სერტიფიკატი პედაგოგს; სახელმძღვანელოები მიიღეს მოსწავლეებმა (თუნდაც, მკაცრი ხელშეკრულებით) უფასოდ;

17 ფაკულტეტზე სწავლა გახდა სტუდენტისთვის უფასო;

არასერტიფიცირებული პედაგოგებისთვის იცვლება სასერტიფიკაციო ფორმა და შინაარსი.

 ამ პოზიტიური მუხლის მიხედვით მარგველაშვილს მხარს უჭერს პედაგოგთა და მშობელთა მნიშვნელოვანი ნაწილი.

 

 პოზიტივი 2

საყოველთაო ჯანდაცვის საკითხი წაადგა მარგველაშვილს.

სამედიცინო სერვისს დანატრებული ადამიანები უკეთესი ჯანდაცვის მოლოდინში ხმას აძლევენ მარგველაშვილს; სამედიცინო პერსონალს აქვს მოლოდინი, რომ სახელფასო საკითხი მოწესრიგდება; თვალნათლივია, რომ მედიკამენტების ფასები იკლებს (განსაკუთრებული აქციების - ფასდაკლებების დღეებისა და ბონუსების დაგროვების საკითხის გათვალისწინებით);

ასევე ჯანდაცვის მინისტრის გვერდში დგომა ერთი დიდი პლუსი იყო წინასაარჩევნო პერიოდში მარგველაშვილისათვის.

 

 პოზიტივი 3

სოციალური საკითხების მოგვარების ტემპი უჩვეულოა.

 შრომის კოდექსის ცვლილებების გამო დასაქმებულები თავს დაცულად გრძნობენ; ორსულებისათვის გაიზარდა დეკრეტული შვებულების პერიოდი (ფასიანიც და უფასოც); სოციალური შემწეობა გაორმაგდა.

მოკლედ, სოციალურად დაუცველებმა და დასაქმებულებმა, მიზეზ-შედეგობრიობიდან გამომდინარე, მარგველაშვილს დაუჭირეს მხარი.

 

პოზიტივი 4

პატიმართა რაოდენობის კლება ამნისტიის საშუალებით.

გათავისუფლებულმა პატიმრებმა, სავარაუდოდ, ოჯახის წევრებთან ერთად 41 შემოხაზა.

ე.წ. პირობითი მსჯავრდებულთა პროგრესიით მატების ტენდენციის მოსპობაც მოსახლეობას დადებით განწყობას იწვევს.

 

 პოზიტივი 5

 სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებმა მიიღეს უჩვეულო დოტაცია. 180 მილიონის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ბარათები თითქმის მილიონმა ვიწრო ფერმერული მეურნეობების პატრონებმა მიიღეს; ნელ-ნელა ხორციელდება (ან გვჯერა, რომ იქნება ასეთი რამე) იაფი სესხების პროგრამა - ხადურის განცხადებით საამისოდ 10 მილიონი გამოიყოფა გაისად;

კახეთში წელს პირველად იყო ყურძნის ჩაბარების უჩვეულო ტემპი მისაღები ფასით; მემწვანილეებისათვის სტაბილური ფასი რუსეთის ბაზრის გახსნის გამო; მეციტრუსეების მოლოდინი, რომ ქართული ციტრუსი წყალში არ გადაიყრება; ჩაის პლანტაციების აღდგენის პერსპექტივები;

მესაქონლეობის პროდუქციის ფასების აწევა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით გლეხები ხმას აძლევენ 41 ნომერს.

 

ჩემი აზრით, ამ ხუთი მუხლის გამო ამომრჩეველმა გადაწყვიტა „პლასტელინის“ არჩევა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია