დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქალი, რომელმაც „P.S. “-ის ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა, სახელმწიფო ფართს უკანონოდ აქირავებს?
ქალი, რომელმაც „P.S. “-ის ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა, სახელმწიფო ფართს უკანონოდ აქირავებს?
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 1881
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე

ქალაქ ქუთაისში, ფალიაშვილის ქ. 23-ში (ე.წ. „პასაჟას“ ტერიტორია) განთავსებული კომერციული ფართის მესაკუთრე ინდ.მეწარმეები: ეკატერინე ალფაიძე, ავთანდილ შანიძე და ბესიკ სურმავა ერთ-ერთ თანამესაკუთრეს, მზია გიორგაძეს აღნიშნული ფართის ნაწილს უკანონოდ მითვისებასა და უნებართვოდ გაქირავებაში ადანაშაულებენ.

 

მეწარმეები ქალაქ ქუთაისის მერიას მიმართავენ თხოვნით, რომ დადგინდეს, ვინ არის აღნიშნული ფართის მესაკუთრე და ამავე დროს, როგორც უსაფრთხოების, ასევე - კომერციული თვალსაზრისითაც, აიკრძალოს საერთო სარგებლობის გასასვლელში ყოველგვარი ობიექტის მოწყობა.

 

 ფალიაშვილის №23-ში განთავსებული ფართის ნაწილი 2012 წლის 21 მაისს, ღამით მომხდარი ხანძრის შედეგად დაიწვა. კერძო მესაკუთრეებს ფინანსური და მატერიალური ზარალი მიადგათ. ხანძრის კერას საერთო სარგებლობის გასასვლელში უკანონოდ მოწყობილი ობიექტები წარმოადგენდა, სადაც მოხდა ელექტროსადენების გადატვირთვა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ამ ფაქტს ექსპერტიზაც ადასტურებს.

 

მიუხედავად აღნიშნულისა, დღესდღეობით ამ სადავო ტერიტორიაზე, საერთო გასასვლელში კვლავ რამდენიმე სავაჭრო ობიექტია განთავსებული, დაწყებული ხორცის მაღაზიით, საკანცელარიო ნივთებითა თუ ფეხსაცმელების შეკეთებით, დამთავრებული ქსეროქსითა და გასაღებების გამრავლებით.

გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ იქ არსებული კერძო ფართის მფლობელები ერთ-ერთი ინდ.მეწარმის, მზია გიორგაძის მიერ მიწოდებული ელექტროენერგიით სარგებლობდნენ. ეს სწორედ ის ქალბატონია, რომელიც წლებია, ყოველგვარი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე დღემდე აქირავებს ფართებს საერთო სარგებლობის გასასვლელში. ჩვენთან საუბარში ხორცის დახლის მეპატრონემაც განაცხადა, რომ ის ამ ფართში 400 დოლარს იხდის ქირას  თვეში. დოკუმენტი მოვთხოვე, მაგრამ მას არანაირი ოფიციალური საბუთი არ ჰქონდა. „მაშინ არ ჰქონდა არანაირი დოკუმენტი“ - განაცხადა დახლის მეპატრონემ, ლერი მარდალეიშვილმა.

 

როგორც მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მიერ თანამესაკუთრეებისათვის გაგზავნილი პასუხიდან ჩანს, აღნიშნულ ქუჩაზე არსებულ საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთზე განთავსებული კომერციული ფართები 13 მეწარმის საკუთრებაშია, მათ შორის, ერთ-ერთ თანამესაკუთრედ ქ. ქუთაისის თვითმმართველი ერთეული ირიცხება, კერძოდ, მის საკუთრებაშია ე.წ. „პასაჟას“ საზოგადოებრივი გასასვლელი ფართით 57,31მ2.

 

ერთ-ერთმა ინდ.მეწარმემ თამაზ მელაშვილმა რედაქციასთან საუბრისას განაცხადა: „წლებია, რაც საჩივრებს ვწერთ მერიას, თითქმის ყველა მერს მივმართეთ, ვთხოვეთ, რომ აეღოთ უკანონო ობიექტები „პასაჟას“ ტერიტორიიდან იმიტომ, რომ უკანონოა და კეტავს საერთო  გასასვლელს, რომლის ჩაყოლებაზეც ჩვენი მაღაზიებია განთავსებული და ხელს გვიშლის ჩვენი პროდუქტის რეალიზაციაში.

არავინ იცის, რა დოკუმენტის საფუძველზე მიისაკუთრა ეს ტერიტორია მზია გიორგაძემ, მას არ შეუძლია, ან უბრალოდ არ უნდა, რომ დაგვიმტკიცოს სხვა მესაკუთრეებს, არის თუ არა მის სახელზე ნამდვილად დამტკიცებული კონკრეტული ფართი და თუ არ არის, რატომ აქირავებს სხვებთან შეუთანხმებლად.

 

გვაქვს ეჭვი, რომ რადგან მერიამ არანაირი რეაგირება არ მოახდინა ჩვენს საჩივრებზე, არ არის გამორიცხული, რომ მერიის რომელიმე ჩინოვნიკიც იღებს რაიმე სარგებელს გიორგაძისგან.

 

მელაშვილმა მერიასთან ბოლოს მიწერილი ერთ-ერთი წერილის პასუხი გაგვაცნო, სადაც წერია, რომ:                     „საერთო სარგებლობის გასასვლელში განთავსებული სამეწარმეო თუ კომერციული ობიექტები არ ზღუდავენ ქალაქის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ საზოგადოებრივ სივრცეს“.

მერიის წერილში აღნიშნულია, რომ თუ მიზან-შეუწონლად მიიჩნევენ აღნიშნული ობიექტების არსებობას, ეს თანამესაკუთრეებმა შესაბამის კრებაზე უნდა გადაწყვიტონ. რაც შეეხება მერიას, როგორც ქალაქის თვითმმართველი ერთეული და მხარე, აქტიურ მონაწილეობას მიიღებს კრების მუშაობაში და საჭიროებისამებრ, სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში.

 

„ჩვენ მოვითხოვთ გაათავისუფლონ საერთო გასასვლელი და მოგვცენ ნორმალური მუშაობის საშუალება, მერია სხვაგან რომ ეძებს უკანონო ნაგებობებს, ჯობს წინ გაიხედოს და მოაგვაროს ეს პრობლემა,“ - განაცხადა თამაზ მელაშვილმა.

 

წერილში აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით რედაქცია ქალბატონ მზია გიორგაძეს დაუკავშირდა და მისი პასუხების მოსმენა გადაწყვიტა, თუმცა შეხვედრაზე წინასწარ შეთანხმებულ ჟურნალისტს მზია გიორგაძემ და მისმა ქალიშვილმა არაორდინალური დახვედრა მოუწყვეს. ძალიან გაღიზიანდნენ ჟურნალისტის კითხვაზე საკუთრებასთან დაკავშირებით, ლანძღვა-გინება დაიწყეს, კამერა წაართვეს და მასალა, სადაც, ჟურნალისტისადმი შეურაცხმყოფელი მიმართვები იყო ჩაწერილი იძულების წესით წააშლევინეს.

 

მზია გიორგაძის ასეთი კანონშეუსაბამო მოქმედება იმის ვარაუდის  საშუალებას იძლევა, რომ ის მართლაც უკანონოდ, ვიღაცის მფარველობით ახერხებს მერიის კუთვნილი ფართის უკანონო გაქირავებას.

 

ინდ. მეწარმე მზია გიორგაძის შვილის გიორგი გიორგაძის მტკიცებით, მას კონკრეტული ტერიტორია იჯარით აქვს აღებული, თუმცა, არ ახსოვს რამდენი წლით. მიუხედავად ამისა, გიორგაძეების ოჯახი აღნიშნული ტერიტორიის საკუთრების დამადასტურებელ რაიმე დოკუმენტს არავის აჩვენებს, მომჩივან მხარეს კი მათი ზეპირი სიტყვის არ სჯერა.

 

 ჩვენ შევეცადეთ, მერიის ზედამხედველობის სამსახურში გაგვეგო, არის თუ არა აღნიშნული საერთო გასასვლელი იჯარით დატვირთული, თუმცა, როგორც ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა დავით გოგრიჭიანმა P.S.“-სთან საუბრისას განაცხადა:       „მერიას მის საკუთრებაში არსებული ტერიტორია არ აქვს იჯარით დატვირთული, ხოლო, რაც შეეხება საერთო სარგებლობის  გასასვლელს, სახელმწიფოსაც კი არ აქვს ამ ტერიტორიის იჯარით გასხვისების უფლება, ვინაიდან ეს ადგილი საერთოა, გასასვლელი  მთლიანად თავისუფალი უნდა იყოს და არანაირ დაბრკოლებას არ უნდა წარმოადგენდეს იქ მომუშავე მესაკუთრეებისათვის.“

 

არის თუ არა ფალიაშვილის 23-ში არსებული საერთო სარგებლობის გასასვლელი გიორგაძეების საკუთრებაში, იჯარით გაცემის საბუთს შეუძლია დაამტკიცოს. ამიტომ, რედაქცია კიდევ ერთხელ დაუკავშირდა გიორგაძეებს და შესთავაზა, წარედგინათ რაიმე დოკუმენტი, თუმცა, მათგან კვლავაც უარყოფითი პასუხი მივიღეთ.

 

ოფიციალური ინფორმაციის მოსაპოვებლად სახელმწიფო ქონების მართვის სამსახურს მივმართეთ, რომლის არქივიდან მოწოდებულ ინფორმაციას გაზეთი „ P.S. უახლოეს ნომერში შემოგთავაზებთ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია