დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუთაისის ნიღბების თეატრს ახალი შენობა მომავალი წლის გაზაფხულიდან ექნება
ქუთაისის ნიღბების თეატრს ახალი შენობა მომავალი წლის გაზაფხულიდან ექნება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 6256
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

ქუთაისის ნიღბების თეატრის შენობის რეაბილიტაცია ერთ-ერთია იმ პროექტთაგან, რომელსაც ქუთაისში რეგიონული განვითარების სამინისტროსგან გამოყოფილი 16 მილიონის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. თეატრის მშენებლობისთვის 600 000 ლარი გამოიყო.

 

თეატრში სამუშაოები წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ზურაბ გაბიძაშვილის ინფორმაციით, ჯერ სასურველი პროექტისთვის კონკურსის და შემდგე კი ტენდერის (18.09.2013) გვიან გამოცხადების გამო, ქუთაისს ახალი სრულად რეაბილიტირებული ნიღბების თეატრი 2014 წლის გაზაფხულზე ექნება.

 

საპროექტო კონკურსში ქუთაისელი არქიტექტორის, ზურაბ გუბელაძის პროექტმა გაიმარჯვა. სამუშაოების შესასრულებლად გამოცხადებულ ტენდერში კი თბილისურმა კომპანია „პარმაღმა“. როგორც მერიაში აცხადებენ, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც გამოცხადებულ ტენდერში „პარმაღმა“ გაიმარჯვა, შესასრულებელი სამუშაოებისთვის დაზოგილი 45 000 ლარია. შპს „პარმაღი“  შენობას 555.000 ლარად აშენებს. ნიღბების თეატრი ხელშეკრულების გაფორმებიდან  5 თვეში უნდა აშენდეს.

კომპანია „პარმაღის“ დირექტორის, თემურ შარიქაძის განცხადებით, კომპანიას ქუთაისში რამდენიმე ობიექტზე უკვე აქვს სამუშაო შესრულებული, მათ შორის - ტორპედოს სტადიონის ბაზაზე არსებული საცურაო აუზი, ავტოქარხანაში ყოფილი კულტურის სახლში სამაშველო სამსახურის შენობის რეკონსტრუქცია, ყინულის მოედნის გათბობა- კონდენცირების სამუშაოები, ასევე - წერეთლის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის რეკონსტრუქცია...

 

 


***

ქუთაისის ნიღბების თეატრი 1995 წელს დაარსდა. თეატრის დირექტორი დავით ჯიშკარიანია.

ხარაზოვის ბაღში მდებარე ნიღბების თეატრს სარემონტო სამუშაოები დაარსებიდან დღემდე არ ჩატარებია. 18-წლიანი ისტორიის თეატრი არსებობისთვის იბრძვის, დანგრეულია კედლები, ჩამონგრეულია სახურავი, შიდა ინვენტარი კი საერთოდ განადგურებულია. როგორც თეატრის დირექტორი აცხადებდა, დროსთან ერთად, შენობის განადგურებას ხელი ადგილობრივმა მოსახლეობამაც შეუწყო, რადგანაც მათ შენობიდან საჭირო ნივთები გაიტანეს.

 

შენობის არარსებობის გამო, თეატრის დასი რეპეტიციებს სკოლებსა და ბაღებში ატარებს.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, რამდენიმე წლის წინ ხარაზოვის ბაღის ტერიტორიის რეაბილიტაცია მოხდა, შენობა კი კვლავ პირვანდელი სახით დგას.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია