საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
„მე რომ ქართველს ვესროლო, }ერ დედაჩემი უნდა მოვკლა და მერე - სხვა ქართველები!“ - პაატა ტურნანბა
„მე რომ ქართველს ვესროლო, }ერ დედაჩემი უნდა მოვკლა და მერე - სხვა ქართველები!“ - პაატა ტურნანბა
სულ ნანახია 64
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

ქართულ-აფხაზური ოჯახის წარმომადგენელი, ემიგრანტი ემირა ლეშკაშელი, რომელსაც სახელმწიფომ საარსებო მინიმუმი 45 ლარიც კი წაართვა, ფართით დაკმაყოფილებას ითხოვს!

„მე რომ ქართველს ვესროლო, ჯერ დედაჩემი უნდა მოვკლა და მერე სხვა ქართველები!“- ეს სიტყვები ქართულ-აფხაზური ოჯახის წარმომადგენელ პაატა ტურნანბას ეკუთვნის, როდესაც დედით და მეუღლით ქართველი აფხაზი პაატა არჩევანის წინაშე დააყენეს 1992 წელს.ქართველ მეუღლეს დაცილებოდა და აფხაზების მხარეს ომში მონაწილეობაზე უარი განაცხადა რუდიკ ტურნანბამაც, პაატას მამამ.

ღამის ორ საათზე, ყინვაში რუდიკი აფხაზებმა დაიბარეს, კრება ჩაუტარეს და უთხრეს ქართველ ცოლს - ლილი მანაგაძეს დაშორდიო, მაგრამ მან თქვა - არა!

მამა-შვილმა ტურნანბებმა უარი უთხრეს ომს, რადგან ჩათვალეს, რომ ომი მოძმე ერს შორის იყო უსამართლო!

ომის დროს აფხაზების შეთავაზებას სასტიკი უარი უთხრა ემირა ლეშკაშელმა -  შეეცვალა ქართული გვარი აფხაზურით, ასევ შეეცვალა ეროვნულებ ქართული - აფხაზურით.

- ღამის 12 საათზე ჩავაცვი ჩემს ჩვილ გოგონას - ჯემმას და გამოვიხურე სახლის კარი. უკან გამოგვყვა ჩემი მეუღლეც! - ემირა ლეშკაშელი.

ქართულ-აფხაზურმა ოჯახმა დიდი წნეხის მიუხედავად, როგორც აფხაზების, ასევე ქართველების მხრიდან, აფხაზეთი დატოვეს და ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი უკრაინაში, ხარკოვში იცხოვრეს, სადაც ოჯახის ოთხმა წევრმა - რუდიკმა, ლილი მანაგაძემ და ძმებმა პაატამ და გენომ, ოთხივემ უკრაინაში განუტევა სული.

ამ ტკივილიან ისტორიას ემიგრანტი ემირა ლეშკაშელი გვიყვება იტალიიდან. ემირა შერეული ოჯახის წარმომადგენელია, დედით და მეუღლით აფხაზი. მისმა ერთ-ერთმა ძმამ - ემზარიმ ორივე ფეხი აფზაზეთის ომში დაკარგა. ხოლო ელგუჯა ტრაგიკულად დაიღუპა ქართულ-აფხაზური ომის დროს!

„აი, ასეთი მსხვერპლი გაიღო ჩემმა ოჯახმა ომის დროს, ვინ იცის რამდენი ტანჯვა-წამება გამოვიარეთ როგორც ომის, ასევე დევნილობის დროს!“ - აცხადებს ემირა ლეშკაშელი.

გმირი ოჯახის წევრების წარმომადგენელი ემირა ლეშკაშელი ისევე როგორც სხვა ქართველები ლუკმა-პურის საშოვნელად ვინ იცის მერამდენედაა გადახვეწილი ემიგრანტად - ჯერ თურქეთში, შემდეგ ისრაელში და ამჟამად იტალიაში.

ტურნანბების ოჯახის შთამომავლები დევნილები ჯემმა ტურნანბა და სარა და სანდრა მაღლაკელიძეები ქუთაისში ცხოვრობენ და ისინიც, ისევე როგორც სხვა აფხაზეთელები დევნილთათვის განკუთვნილი ბინების გადაცემის უსასრულო რიგში დგანან დღემდე!

ვიმედოვნებთ, რომ ქართული სახელმწიფო ერთ დროს მაინც დააფასებს ამ ოჯახის აწ გარდაცვლილ აფხაზ წევრთა სწორ არჩევანს და წვლილს და დააკმაყოფილებს მათ საცხოვრებელი ფართით!

 

მანანა ლეშკაშელი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია