საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით ჩატარდება
ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით ჩატარდება
სულ ნანახია 122
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

ანათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, 2020 წელს  აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ   გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. ახალი მოდელი გულისხმობს, ერთი მხრივ, გამოცდების რაოდენობის შემცირებას 4  სავალდებულო გამოცდიდან  3   გამოცდამდე, და მეორე მხრივ, აბიტურიენტების  მზაობის  უკეთ  შეფასებას კონკრეტული პროგრამისათვის. საგნობრივ  გამოცდაში შემოწმდება არა მხოლოდ ფაქტობრივი მასალის  ცოდნა,  არამედ  ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორებიც არის კრიტიკული აზროვნების, ინფორმაციის ადექვატურად დამუშავების, შეფასების, ლოგიკური და არგუმენტურებული მსჯელობის უნარი.  

ერთიანი ეროვნული  გამოცდების  ახალი მოდელით, აბიტურიენტები სამ სავალდებულო  გამოცდას  შემდეგ საგნებში ჩააბარებენ:

 

1. ქართულ ენასა და ლიტერატურაში; 2. უცხოურ ენაში.

მესამე გამოცდა დამოკიდებული იქნება პროგრამებზე, ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე - ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე,  სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ.

უმაღლესი სასწავლებლები სურვილის შემთხვევაში, მეოთხე  გამოცდას  შემდეგი საგნების ჩამონათვალიდან დააწესებენ: ბიოლოგია,  ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები,  გეოგრაფია,  ლიტერატურა,  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე  სავალდებულო  ოთხი გამოცდა იქნება:

1.  ქართული ენა და ლიტერატურა; 2.   უცხოური ენა; 3.   ბიოლოგია;

4. მათემატიკაქიმიაფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს). მეოთხე საგნისათვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30:-ისა.

2019 წლის ჩათვლით, შემოქმედებით საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას და შემოქმედებით ტურს აბარებდნენ. 2020 წლიდან სახელოვნებო-შემოქმედებითსასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად შემოქმედებით ტურთან ერთად აბიტურიენტმა სავალდებულოა ჩააბაროს:

1. ქართული ენა და ლიტერატურა;  2.  უცხოური ენა.

აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი აბიტურიენტების ჩარიცხვა ძველი ფორმატით გაგრძელდება.

სტუდენტებისთვის გრანტი სამი საგნის  შედეგის მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესმა სასწავლებელმა მეოთხე საგანი მოითხოვა, აბიტურიენტს  დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნება.

სექტემბრის  შუა რიცხვებში აბიტურიენტებისათვის ცნობილი გახდება, თუ რომელი დამატებითი საგანი უნდა ჩააბარონ კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია