საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი მშობლის სტა­ტუსს პირს სახელ­მწი­ფო სერ­ვი­სების გან­ვი­თა­რების სა­ა­გენ­ტო მი­ა­ნი­ჭებს
მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი მშობლის სტა­ტუსს პირს სახელ­მწი­ფო სერ­ვი­სების გან­ვი­თა­რების სა­ა­გენ­ტო მი­ა­ნი­ჭებს
სულ ნანახია 32
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რობის N212 დად­გე­ნი­ლებით გა­ნი­საზ­ღვრა მრა­ვალ­შვი­ლი­­ნი მშობლის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭების წე­სი და პი­რობები. ამ სერ­ვისს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სსიპ - სახელ­მწი­ფო სერ­ვი­სების  გან­ვი­თა­რების სა­­გენ­ტო გა­ნახორ­ცი­­ლებს.

 

მთავ­რობის დად­გე­ნი­ლების სა­ფუძ­ველ­ზე განხორ­ცი­­ლებული ცვლი­ლების თა­ნახმად, პირ­მა სტა­ტუ­სის დად­გე­ნა­ზე გა­ნაცხადი უნ­და წა­რად­გი­ნოს ნების­მი­ერ იუს­ტი­ცი­ის სახლში, სახელ­მწი­ფო სერ­ვი­სების გან­ვი­თა­რების სა­­გენ­ტოს ტე­რი­ტო­რი­ულ სამ­სახურ­ში ან სა­ზო­გა­დოებრივ ცენ­ტრში. ყვე­ლა მრა­ვალ­შვი­ლი­ან პირს, რო­მე­ლიც კა­ნონ­მდებლობით გან­საზ­ღვრულ შე­საბამის პი­რობებს აკ­მაყოფი­ლებს,  შე­საძ­ლებლობა ექ­ნება, მო­ითხოვოს სტა­ტუ­სის დად­გე­ნა. 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ დღემ­დე აღ­ნიშ­ნუ­ლი სტა­ტუ­სის დად­გე­ნის­თვის არ იყო გან­საზ­ღვრუ­ლი ერ­თი სა­ერ­თო წე­სი და პა­სუხის­მგებელი უწყება.

 დად­გე­ნი­ლების თა­ნახმად, მრა­ვალ­შვი­ლი­­ნი მშობლის სტა­ტუ­სი და­უდ­გინ­დება:

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს ან სტა­ტუ­სის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქეობის არ­მქო­ნე პირს, რო­მელ­საც ჰყავს 4 ან მე­ტი შვი­ლი ან ნაშ­ვი­ლები;

 

სტა­ტუ­სის დად­გე­ნი­სათ­ვის შვი­ლების ასა­კი შეზ­ღუ­დუ­ლი არ არის. იგი შე­იძ­ლება და­უდ­გინ­დეს რო­გორც არას­რულ­წლო­ვა­ნი, ასე­ვე სრულ­წლო­ვა­ნი შვი­ლების მშობელს;

 

მრა­ვალ­შვი­ლი­­ნი მშობლის სტა­ტუ­სის მქო­ნე პი­რი ერ­თდრო­­ლად შე­იძ­ლება იყოს ორი­ვე მშობელი - დე­დაც და მა­მაც;

 

მრა­ვალ­შვი­ლი­­ნი მშობლის სტა­ტუ­სის დად­გე­ნა­ზე გა­დაწყვე­ტი­ლება მი­­ღება გა­ნაცხადის წარ­დგე­ნი­დან 30-ე კა­ლენ­და­რულ დღეს.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია