საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
12 მა­ი­სი ღვთის­მშობლი­სად­მი სა­ქარ­თვე­ლოს წილხვდო­მი­ლობის დღედ გა­მოცხადდა
სულ ნანახია 154
ავტორი:

 

 

12 მა­­სი ღვთის­მშობლი­სად­მი სა­ქარ­თვე­ლოს წილხვდო­მი­ლობის დღედ გა­მოცხადდა. ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რობამ ამ თა­რი­ღი­სად­მი მიძ­ღვნი­ლი ღო­ნის­ძიებების­თვის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან 694 000 ლა­რი გა­მოყო.

 

აღ­ნიშ­ნუ­ლი თანხიდან 73 000 ლა­რი სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­ურ წარ­მო­მად­გენ­ლობებში ღვთის­მშობლის წილხვდო­მი­ლობის თე­მა­ტი­კა­ზე გა­მო­ფე­ნების მო­საწყობად გა­მოიყო.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რობის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან სა­პატ­რი­არ­ქოს 141 000 ლა­რი გა­და­­ცა - სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დებელ­მა ეკ­ლე­სი­ამ ამ თანხით 12-13-14 მა­ისს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია უნ­და ჩა­­ტა­როს.

გამყოფი­ლი თანხიდან 480 000 ლა­რი გა­ნათ­ლების, მეც­ნი­­რების და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს გა­და­­ცა - უწყება შემ­დეგ ღო­ნის­ძიებებს გა­­ტა­რებს:

საზ­ღვარ­გა­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­­რი წარ­მო­მად­გენ­ლობებისა და სა­კონ­სუ­ლოების­თვის ღვთის­მშობლის წილხვდო­მი­ლობის თა­რი­ღის ამ­სახველ 50 000 ბრო­შუ­რას და 50 000 ხატს დაბეჭ­დავს. სა­კონ­სუ­ლოები ბრო­შუ­რებს და ხატებს ემიგ­რან­ტებს და­­რი­გებენ.

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლების, მეც­ნი­­რების, კულ­ტუ­რის და სპორ­ტის სა­მოქ­მე­დო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნებულ ღო­ნის­ძიებებზე და­რიგ­დება ღვთის­მშობლის წილხვდო­მი­ლობის თა­რი­ღის ამ­სახვე­ლი 150 000 ბრო­შუ­რა და 150 000 ხატი.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­­მი თბილის­ში და რე­გი­­ნებში მო­აწყობს ქრის­ტი­­ნუ­ლი ხელოვ­ნების ნი­მუ­შების რეპ­რო­დუქ­ციების გა­მო­ფე­ნას "სა­ქარ­თვე­ლო - ღვთის­მშობლის წილხვედ­რი ქვეყანა და წმინ­და­ნი ქა­ლების რო­ლი" და ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რებით ჩა­­ტა­რებს ლექ­ციებს.

და­­ფი­ნან­სებს სპექ­ტაკ­ლებს, მხატ­ვრუ­ლი კითხვის სა­ღა­მოებს, ფოლ­კლო­რუ­ლი ან­სამბლის ტურ­ნეებს, კი­ნოჩ­ვე­ნებებს, საჯარო ლექ­ციებს.

მახათას მთა­ზე გაიხსნება სა­ზე­­მოდ ივე­რი­ის ღვთის­მშობლის ხატის სახელობის ტა­ძა­რი. წირ­ვის შემ­დგომ ფუ­ნი­კუ­ლი­ორ­ზე გა­­მარ­თება სა­ზე­­მო მი­ღება. ამ ღო­ნის­ძიების­თვის მთავ­რობას 304 852 ლა­რი აქვს გა­მოყოფი­ლი.

 

შე­გახსე­ნებთ, პარ­ლა­მენ­ტმა წილხვდო­მობის დღე­სას­წა­­ლი 8 მა­ისს და­ად­გი­ნა. შრო­მის კო­დექ­სში ცვლი­ლებების დაჩ­ქა­რებული წე­სით შე­ტა­ნის შე­სახებ პარ­ლა­მენტს პრე­მი­ერ­მა მი­მარ­თა. რო­გორც მა­მუ­კა ბახტა­ძემ გა­ნაცხადა, 12 მა­­სი გახდება სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­­ლი და ეროვ­ნუ­ლი დღე­სას­წა­­ლი.

თა­ვის მხრივ, ამ მოთხოვ­ნით მთავ­რობას წმინ­და სი­ნოდ­მა მი­მარ­თა, რო­მელ­მაც შე­საბამი­სი გა­დაწყვე­ტი­ლება 2018 წლის დე­კემბერ­ში მი­­ღო.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია