დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
იტყვის თუ არა უარს ძალაუფლებაზე ბიძინა ივანიშვილი?
იტყვის თუ არა უარს ძალაუფლებაზე ბიძინა ივანიშვილი?
ავტორი: ცოტნე პაატაშვილი
სულ ნანახია 1690
ავტორი:
ცოტნე პაატაშვილი
მსგავსი სიახლეები

საქართველოს მილიარდერი პრემიერ-მინისტრი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თანამდებობიდან მიდის, ხოლო ვინ იქნება მომავალი პრემიერი ჯერ კიდევ გაურკვეველია. თუმცა, გაურკვევლობა ამით არ მთავრდება. მართლა იტყვის ბიძინა ივანიშვილი უარს ძალაუფლებაზე, თუ ქვეყნის მართვას კულუარებიდან გააგრძელებს?


ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ის მთავრობის საქმიანობაში აღარ ჩაერევა, თუმცა: სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად გააკონტროლებს თავისივე შექმნილ მთავრობას. ალბათ, ყველასთვის გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილის კონტროლის გავლენის ხარისხი  განსხვავებული იქნება  სამოქალაქო საზოგადოების სხვა რომელიმე წევრის კრიტიკისაგან. ამიტომ კითხვა - რეალურად იტყვის თუ არა უარს ძალაუფლებაზე ბიძინა ივანიშვილი სრულიად ლოგიკურია. ამ კითხვას ეხმაურება ბრიტანული ინტერნეტგამოცემის guardian.co.uk-ის მიერ გამოქვეყნებული შონ ულოკერის სტატია სათაურით - „საქართველოს მილიარდერ პრემიერ-მინისტრს თანამდებობის დატოვება უნდა, მაგრამ იტყვის კი უარს ძალაუფლებაზე?“ როგორც სტატიის ავტორი ამბობს, მილიარდერი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ჩრდილში გადასვლა უნდა, მაგრამ არ ჩანს, რომ ყველაფერი ასე მკაფიოდ გაწერილია.


„საქართველოს მილიარდერი პრემიერ-მინისტრი გაკვირვებულია იმ მოსაზრებით, თითქოს ის კრიტიკისადმი მგრძნობიარეა. „პირიქით“, ამტკიცებს ის. ივანიშვილი სიტყვებს ძალიან ფრთხილად გამოთქვამს. „სინამდვილეში მე კრიტიკა მიყვარს! ყველამ იცის ეს, ვინც მიცნობს.“


არადა, ყველა, ვინც ბოლო დროს ქართულ პოლიტიკას თვალყურს ადევნებს, წესით, საპირისპიროს უნდა ფიქრობდეს. ივანიშვილი თავადაც აღიარებს, რომ მოსახლეობა და მედია ზოგჯერ უფრო მადლიერი უნდა იყოს, რადგან ის „ყველაფერს სწორად აკეთებს“ მას შემდეგ, რაც პოლიტიკაშია,“ - აღნიშნულია სტატიაში.


„საზოგადოებამ მხოლოდ კი არ უნდა აკრიტიკოს; მან უნდა აქოს კიდეც მთავრობა, როდესაც ის კარგად მუშაობს“ - ამბობს ივანიშვილი. „ეს განცდაც უნდა არსებობდეს, მაგრამ საზოგადოებაში ის დღეს არ არსებობს.“


როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, დიდი მოლოდინი იმისა, რომ მილიარდერის ფული რიგითი ქართველებისკენ იქნებოდა მიმართული, არ  გამართლდა  და  ივანიშვილის  „თაფლობის თვე“ ელექტორატთან სრულდება. ივანიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდება, ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახალ კანდიდატს წარადგენს, რომელიც მას შეცვლის, თავად კი ძველებურად ჩრდილში დაბრუნდება.


შონ უოლკერი ბიძინა ივანიშვილის მიერ ჟურნალისტებისათვის და ექსპერტებისათვის გამართულ „საჯარო მასტერ-კლასებსაც“ ეხება და ამბობს, რომ ამ თვის დასაწყისში, ივანიშვილმა რამდენიმე ქართველი ჟურნალისტი ოთხსაათიანი ჭკუის სწავლებისთვის მიიწვია და შეხვედრა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ივანიშვილი ჟურნალისტებს ციტატებს უკითხავდა და ამ ციტატებისთვის მათგან განმარტებებს ითხოვდა. მან გალანძღა ისინი გადამოწმების გარეშე ფაქტების გაშუქებისათვის და მათ „ფოსტალიონები და არაჟურნალისტები“ უწოდა. ანალოგიური შეხვედრა პოლიტოლოგებთანაც გამართა.


ივანიშვილი უარყოფს იმას, რომ კრიტიკაზე ასეთი გაღიზიანების მიზეზი მისი ცხოვრების წესია, განებივრებული ოლიგარქის, რომელიც მლიქვნელებით იყო გარშემორტყმული. მისი აზრით მას, უბრალოდ, სურს, რომ ხალხმა ფაქტები დამახინჯების გარეშე მიიღოს.


„ამ ჟურნალისტებს და ექსპერტებს მე ვკითხე: „აი, თქვენ ამბობთ ამას, ამას და ამას, მაგრამ სად არის თქვენი არგუმენტები? არ გაქვთ არგუმენტები! მათ ვერაფერი დაამტკიცეს და შეურაცხყოფილები დარჩნენ. „აი, ნახეთ, მას კრიტიკა არ უყვარს“, თქვეს მათ! კი ბატონო, მაკრიტიკეთ, მაგრამ გააკეთეთ ეს არგუმენტირებულად და ნუ ამბობთ ისეთ რაღაცებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.“


„ის თანამდებობაზე მუშაობის დროსაც არ არის ენთუზიაზმით განწყობილი უცხოურ პრესაში გაშუქების მიმართ. მისი პიარ თანაშემწეები ჩივიან, რომ უცხოელი ჟურნალისტები, ძირითადად, პრემიერ-მინისტრის ზებრებზე წერენ და არა მის პოლიტიკაზე, რაც შესაძლოა, იმის ბრალია, რომ ივანიშვილი ჟურნალისტებთან შეხვედრას თავის ზებრებიან საზაფხულო რეზიდენციაში ამჯობინებს და არა სამუშაო ოფისში. როდესაც ჟურნალისტს პატარა ზებრას აჩვენებთ, ის, სავარაუდოდ, ჯერ ზებრაზე დაწერს და მხოლოდ ამის შემდეგ დაგეგმილ სასოფლო-სამეურნეო რეფორმაზე. ერთი წლის შემდეგ ჟურნალისტებისთვის კვლავ ზებრების ჩვენებით, ივანიშვილი, როგორც ჩანს, ამას დღემდე ვერ მიხვდა,“ - წერს შონ უოლკერი.

 

„ეს, ცოტა არ იყოს, ავბედითი პერსპექტივაა...“

 

როგორც ბრიტანული გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, მხოლოდ ივანიშვილს ესმის და სხვას არავის, იმ ბუნდოვანი სქემის, რომლის თანახმადაც ის გეგმავს ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნას საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებიდან მალევე და პოლიტიკისგან გამიჯვნას, როდესაც ის საყოველთაო ბენეფიციარი გახდება, რომელიც მთავრობას ნაღდი ფულით უზრუნველყოფს და „გააკონტროლებს“ მას.


„ეს ცოტა არ იყოს ავბედითი პერსპექტივაა. ესმის კი მას, რომ როგორც მკაფიოდ მიკერძოებულ პოლიტიკურ ფიგურას, გაუჭირდება სამოქალაქო საზოგადოების ნეიტრალური ბენეფიციარის როლში ყოფნა?“ - წერს შონ უოლკერი.


„მაგრამ მე ხომ აღარ ვიქნები პოლიტიკოსი“ აცხადებს ის ისე, თითქოს ემიჯნება რა უმწვავეს პოლიტიკურ ბრძოლას, რომლის ერთი მხარე თავად იყო, შეუძლია უმალ ნეიტრალური გახდეს.


სტატიაში, ასევე, აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ თუკი მათგან 60%-ზე ნაკლები დაუჭერს მხარს მის რჩეულ საპრეზიდენტო კანდიდატს, მას იმედი გაუცრუვდება და „ენთუზიაზმს დაკარგავს“ მომავალში ინიციატივების განხორციელებისას. ავტორი ფიქრობს, რომ ივანიშვილმა ამით, ფაქტობრივად, დააშანტაჟა ქართველები, რომ დახურავს ფულის ონკანს, თუკი ისინი არჩევანს ისე არ გააკეთებენ, როგორც ის ამბობს.


სააკაშვილის გუნდის წამყვანი ფიგურა გიგა ბოკერია, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას მისი ოლიგარქიული ბიოგრაფიის პრიზმაში განიხილავს. ბოკერიას თანახმად, მილიარდერმა შეგნებულად აირჩია საპრეზიდენტო კანდიდატად სუსტი და პოლიტიკურად გამოუცდელი ფიგურა და, როგორც ჩანს, კიდევ ერთ ახალბედა პოლიტიკოსს დაასახელებს თავის შემცვლელად პრემიერ-მინისტრის პოსტზე.


„1990-იანი წლების რუსეთის ყველა ოლიგარქის ოცნება იყო პოლიტიკის კონტროლი კულუარებიდან“, - ამბობს ის. „რა თქმა უნდა, რუსეთში, მათ პუტინის სახით არასწორი არჩევანი გააკეთეს, და ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა.“


სტატიის დასასრულს ავტორის აზრით, ივანიშვილი დიდად არ ცდილობს დაგარწმუნოს იმაში, თუ როგორ შეუწყობს ხელს მისი კულუარული როლი „საუკეთესო ევროპული დემოკრატიის“ განვითარებას, ის ამბობს, რომ ის აშენებს. „საზოგადოებასთან ერთად მე გავაკონტროლებ მთავრობას, რომელსაც დავტოვებ“, - ამბობს ის. „არ მინდა ახლა გავამხილო ის, თუ რა მექანიზმით ვიმოქმედებ.“

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია