დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თბილის­ში ახალი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი გა­ი­მარ­თა
სულ ნანახია 699
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

ათა­სობით ადა­მი­­ნი და­ეს­წრო დღეს თბილის­ში, მთაწ­მინ­დის პარ­კში გა­მარ­თულ ახალი ღვი­ნის ფეს­ტი­ვალს, რო­მე­ლიც წელს მეათედ აღი­ნიშ­ნა. ახალი ღვი­ნის ფეს­ტი­ვალ­ში  სულ 250 ღვი­ნის მწარ­მოებელი, რო­გორც დი­დი კომ­პა­ნი­ა, ისე მცი­რე და სა­შუ­­ლო საოჯახო მა­რა­ნი მო­ნა­წი­ლეობდა.

 

ფეს­ტი­ვალ­ზე და­სას­წრებად სა­ქარ­თვე­ლოს მსოფ­ლი­ოს 13 ქვეყნი­დან ღვი­ნის ექ­სპერ­ტები, მა­გის­ტრები, იმ­პორ­ტი­­რები, ბლო­გე­რები და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლები ეწ­ვი­ენ. ფეს­ტი­ვა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ღვი­ნის კლუბის ორ­გა­ნი­ზებით და ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­­გენ­ტო­სა და თბილი­სის მე­რი­ის მხარ­და­ჭე­რით გა­­მარ­თა.

ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­­გენ­ტოს თავმჯდო­მა­რის ლე­ვან მეხუზ­ლას განცხადებით, ფეს­ტი­ვა­ლის ჩა­ტა­რების მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ღვი­ნის გა­ნათ­ლების დო­ნის ამაღ­ლება და სა­მომხმა­რებლო კულ­ტუ­რის გაზ­რდაა.

„წლე­ვან­დე­ლი ფეს­ტი­ვა­ლი გა­მო­ირ­ჩე­ვა ხალხმრავ­ლობით. ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­­გენ­ტოს მხარ­და­ჭე­რით, ბევ­რი უცხოე­ლი ღვი­ნის პრო­ფე­სი­­ნა­ლი ეწ­ვია სა­ქარ­თვე­ლოს საფ­რან­გე­თი­დან, ამე­რი­კის შე­ერ­თებული შტა­ტებიდან, ია­პო­ნი­­დან და სხვა ქვეყნებიდან. ისი­ნი დღეს ეც­ნობიან ქარ­თულ ღვი­ნოს და ღვი­ნის კულ­ტუ­რას. ეს ფეს­ტი­ვა­ლი სწო­რედ ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­­სა და მი­სი ცნობადობის ზრდას ემ­სახურება“ - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან მეხუზ­ლამ.

ფეს­ტი­ვა­ლი ტრა­დი­ცი­­ლად ქვევ­რის გახსნის ცე­რე­მო­ნი­ით და­იწყო. ქვევ­რში წელს ღვი­ნის კლუბის მი­ერ შერ­ჩე­­ლი,­თერჯოლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ტე­ლე­ფა­ში დაყენებული ოცხანუ­რი სა­ფე­რე იყო, რომ­ლის და­გე­მოვ­ნების შე­საძ­ლებლობაც ფეს­ტი­ვა­ლის სტუ­რებს მი­­ცათ.

ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო კახეთის, ქარ­თლის, იმე­რე­თის, გუ­რი­ის, სა­მეგ­რე­ლოს, რა­ჭა-ლეჩხუმის, აჭა­რის, სამცხე-ჯავახეთის სა­­კე­თე­სო ღვი­ნოები: რქა­წი­თე­ლი, სა­ფე­რა­ვი, ოცხანუ­რი სა­ფე­რე, ქი­სი, ხიხვი, ჩი­ნუ­რი, მწვა­ნე კახური, თავ­კვე­რი, შავ­კა­პი­ტო, ოჯალე­ში, ორბელუ­რი         ოჯალე­ში, ალექ­სან­დრო­­ლი, მუჯურე­თუ­ლი, ციც­ქა, ცო­ლი­კო­­რი, კრახუნა, წუ­ლუ­კი­ძის თეთ­რა, ჩხავე­რი, ძელ­შა­ვი, სხილა­თუბანი, კუნ­ძა, ხიდის­თა­­რი, კახური მცვი­ვა­ნი, სა­ფე­რა­ვი ბუდე­შუ­რი­სებრი და სხვ.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია