დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სამ­სონ სუ­ლუხია: „ძველ გა­მოც­დი­ლებაზე საუბარი არ ნიშ­ნავს იმას7 რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ფსი­ქი­ატ­რი­ის მიღ­წე­ვებს არ ვი­ზი­ა­რებ“
სამ­სონ სუ­ლუხია: „ძველ გა­მოც­დი­ლებაზე საუბარი არ ნიშ­ნავს იმას7 რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ფსი­ქი­ატ­რი­ის მიღ­წე­ვებს არ ვი­ზი­ა­რებ“
სულ ნანახია 713
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

„სა­ზო­გა­დოებრი­ვი ფო­ნენ­დოს­კო­პის“ კვი­რის სტუ­მა­რია  მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­­რებათა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი  სამ­სონ (სო­სო) სუ­ლუხია. 72 წლის ფსი­ქი­ატ­რი, რო­მელ­საც ამ დარ­გში პრაქ­ტი­კუ­ლი და სა­მეც­ნი­­რო მოღ­ვა­წეობის 45 წლი­­ნი  უწყვე­ტი გა­მოც­დი­ლება აქვს, ინ­ტერ­ვი­­ზე  რამ­დე­ნი­მე მცდე­ლობის  შემ­დეგ დაგ­ვთანხმდა.  რო­გორც დიდ ადა­მი­ნაებს სჩვე­ვი­ათ, არც მას უყვარს სა­კუ­თარ თავ­ზე  საუბარი.

 

 

პროლოგის მაგიერ

 

სამ­სონ (სო­სო) სუ­ლუხია 1947 წლის 3 იან­ვარს ქა­ლაქ მარ­ტვილ­ში დაიბადა.  1965 წელს რი­გის სახელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუტ­ში სწავ­ლობდა; 1972 წელს თბილი­სის სახელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტი და­ამ­თავ­რა; 19731976 წლებში აფხაზე­თის ავ­ტო­ნო­მი­­რი რეს­პუბლი­კის ჯან­მრთლობის დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რეს­პუბლი­კურ ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­­ვადმყოფო­ში განყოფი­ლების გამ­გედ მუ­შაობდა;

19761978 წლებში მოს­კო­ვის ფსი­ქი­ატ­რი­ის სა­მეც­ნი­­როკვლე­ვით ინ­სტი­ტუტ­ში გა­­რა მიზ­ნობრი­ვი ორ­დი­ნა­ტუ­რა ფსი­ქი­ატ­რი­­ში.

1978 -1882 წლებში მუ­შაობდა აფხაზე­თის ავ­ტო­ნო­მი­­რი რეს­პუბლი­კის ფსი­ქი­ატ­რი­­ლი სა­­ვადმყოფოს განყოფი­ლების გამ­გედ;

1982-1988 წლებში იყო აფხაზე­თის ავ­ტო­ნო­მი­­რი რეს­პუბლი­კის ფსი­ქი­ატ­რი­­ლი სა­­ვადმყოფოს- მთ. ექი­მის მო­ად­გი­ლე  სა­მე­დი­ცი­ნო ნა­წილ­ში; 1988-2000 წლებში მუ­შაობდა აფხაზე­თის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს  მთა­ვარ ფსი­ქი­ატ­რად;

2000-2007 წლებში იყო  მ. ასა­თი­­ნის სახ. ფსი­ქი­ატ­რი­ის სა­მეც­ნი­­რო კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის მეც­ნი­ერ ხელ­მძღვა­ნე­ლი.

2007წლი­დან - დღემ­დე  არის შპს „აკად. ბ. ნა­ნე­იშ­ვი­ლის სახ. ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლობის  ცენ­ტრის“- ნებაყოფ­ლობითი მკურ­ნა­ლობის განყოფი­ლების ხელ­მძღვა­ნე­ლი და ექიმ ფსი­ქი­ატ­რი.  1994 წლი­დან არის ა. ზუ­რაბაშ­ვი­ლის სახელობის ფსი­ქი­ატ­რთა სა­ზო­გა­დოების პრე­ზი­დი­­მი­სა, და აფხაზე­თის მეც­ნი­­რებათა აკა­დე­მი­ის  წევ­რი.

გა­მოქ­ვეყნებული აქვს 38 სა­მეც­ნი­­რო ნაშ­რო­მი.

ჰყავს მე­უღ­ლე და ერ­თი შვი­ლი.

 

 

ბატო­ნო სამ­სონ, რა­ტომ და­­კავ­ში­რეთ თვე­ნი ცხოვ­რება მე­დი­ცი­ნის ამ დარგს?

გან­სა­კუთ­რებით მა­ინ­ტე­რე­სებდა  ადა­მი­­ნის  ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რეობა, ამი­ტომ გავხდი ფსი­ქი­ატ­რი. იყო კი­დევ ერ­თი ფაქ­ტო­რი, სოხუმ­ში ჩემს საცხოვ­რებელ სახლთან ახლოს მდებარეობდა ფსი­ქი­ატ­რი­­ლი კლი­ნი­კა, ამ გა­რე­მოებამაც    გარ­კვე­­ლი გავ­ლე­ნა იქო­ნია.

  რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის „პრო­ფე­სია ექი­მი“?

ექი­მი არის ადა­მი­­ნის რე­­ლუ­რი მშვე­ლე­ლი, დამხმა­რე.

ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთლობის ეროვ­ნულ ცენ­ტრში რე­ზი­დენ­ტუ­რის პროგ­რა­მას ხელ­მძღვა­ნე­ლობთ, რო­გორ შე­­ფა­სებთ ახალ  თაობას?

პრაქ­ტი­კუ­ლი საქ­მი­­ნობის პა­რა­ლე­ლუ­რად, პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წეობას ად­რე­­ლი წლებიდან ვე­წე­ვი.  სოხუმის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იუ­რი­­დულ ფა­კულ­ტეტ­ზე სა­სა­მარ­თლო ფსი­ქი­ატ­რი­ის კურსს ვკითხულობდი.  ახლა რე­ზი­დენ­ტები მყავს. მათ­თან  ურ­თერ­თობა მსი­­მოვ­ნებს.  რაც შეეხებათ ჩვე­ნი ცენ­ტრის  რე­ზი­დენ­ტებს, ყოველ­თვის სიახლის ძიებაში არი­ან, რაც მი­სა­სალ­მებელია. ახალ­გაზ­რდებს ზო­გა­დად   პროგ­რე­სი მო­აქვთ   და მჯერა, ამ შემთხვე­ვა­შიც ასე იქ­ნება.

თქვენ საბჭო­­რი გა­ნათ­ლება გაქვთ მი­ღებული, მას შემ­დეგ  ეს  დარ­გი  ძი­რე­­ლად ––შე­იც­ვა­ლა. რო­გორ შე­­ფა­სებთ თა­ნა­მედ­რვე ფსი­ქი­ატ­რი­ას?

ძველ გა­მოც­დი­ლებაზე  საუბარი არ ნიშ­ნავს იმას, რომ  თა­ნა­მედ­რო­ვე ფსი­ქი­ატ­რი­ის მიღ­წე­ვებს არ ვი­ზი­­რებ.  ჩე­მი აზ­რით, დარ­გის სრულყოფი­ლი გან­ვი­თა­რებისათ­ვის უმჯობესია კლი­ნი­კუ­რი ფსი­ქი­ატ­რია შეჯერებული იყოს რე­ფორ­მებთან.

ბატო­ნო სო­სო, რო­გორც ვი­ცით, თქვე­ნი ერთ-ერ­თი მას­წავ­ლებელი ცნობილი ქარ­თვე­ლი ფსი­ქი­ატ­რი, ავ­ლიპ ზუ­რაბაშ­ვი­ლი იყო. მის შე­სახებ მოგ­ვიყევით. რა გას­წავ­ლათ მან?

აკა­დე­მი­კოს ავ­ლიპ­თან  ინ­ტერ­ნა­ტუ­რა გა­ვი­­რე. მოგ­ვი­­ნებით გა­ვარ­კვი­ე, რაც ინ­ტერ­ნა­ტუ­რა­ში ვის­წავ­ლე,  ის პროგ­რა­მა  იმ­დრო­ინ­დელ მსოფ­ლიო ფსი­ქი­ატ­რი­ას უტოლ­დებოდა. ის უდა­ოდ დი­დი პრო­ფე­სი­­ნა­ლი იყო,  მას უს­მენ­დნენ და სწავ­ლობდნენ ფსი­ქი­ატ­რი­ას. მახსოვს, ფსი­ქი­ატ­რი­ის სა­კავ­ში­რო ყრი­ლობა, სა­დაც აკა­დე­მი­კო­სი ავ­ლიპ ზუ­რაბაშ­ვი­ლი გა­მო­დი­­და თა­ვი­სი  ცნობილი მოხსენბით „ჰომომო­რა­ლის“, რო­მელ­მაც დი­დი და­ინ­ტე­რე­სება გა­მო­იწ­ვა, დარბაზ­ში ბუზის გაფ­რე­ნის  ხმაც კი ის­მო­და.

რაც შეეხება მის პი­როვ­ნულ მხარეს, ძა­ლი­ან პატ­რი­­ტი იყო, გა­მუდ­მებით ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს კითხულობდა  და სა­­ცა­რი ქა­რიზ­მის მა­ტა­რებელი გახლდათ.  მას­თან ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტი შე­დი­­და კონ­ტაქ­ტში, მა­თი ემო­ციების, გან­ცდებისა და ავადმყოფობის შე­სახებ მე­გობრუ­ლად ესაუბრებოდ­ნენ. აკა­დე­მი­კოს­მა ავ­ლიპ­მა, პა­ცი­ენ­ტებთან მიდ­გო­მა მას­წავ­ლა.

მე იმ პე­რი­ოდ­ში მო­მი­წია მოღ­ვა­წეობა, რო­ცა  ქარ­თუ­ლი ფსი­ქიტ­რია საკ­მა­ოდ მა­ღალ დო­ნე­ზე იყო. ერთ მა­გა­ლითს მო­გიყვებით და თვი­თონ მიხვდებით, რას ვგუ­ლისხმობ.

 

 ჩე­მი მოს­კოვ­ში მუ­შაობის პე­რი­ოდ­ში პრო­ფე­სორ­მა ავ­რუც­კიმ  გა­მო­უშ­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სახელ­მძღავ­ნე­ლო, რომ­ლის გა­მო­ცე­მაც  ასა­თი­­ნე­ლებმა მი­­ლო­ცეს. სა­ქარ­თვე­ლო­დან  3 დე­პე­შა გა­მო­აგ­ზავ­ნეს: ავ­ლიპ ზუ­რაბაშ­ვი­ლის, ბიძი­ნა ნა­ნე­იშ­ვი­ლის და  შო­თა გამყრე­ლი­ძის. ამ დროს მე  პრო­ფე­სო­რის კაბინეტ­ში ვიმყოფებოდი, მან სა­მი­ვე დე­პე­შა მო­მა­წო­და და დას­ძი­ნა ჩვე­ნებმა  მო­სა­ლო­ცი ბარა­თები გა­მო­მიგ­ზა­ვეს.

ეს ადა­მი­­ნები, ვის­ზეც მე ასე მოკ­რძა­ლებითა და მო­წი­წებით  ვსაუბრობ ქმნიდ­ნენ არა მარ­ტო  ფსი­ქი­ატ­რი­ას, არა­მედ -  ქარ­თულ მე­დი­ცი­ნას.

რამ­დე­ნად  რთუ­ლია პრო­ფე­სი­­ლი ეთი­კის და სტან­და­რე­ტების დაც­ვა ფსი­ქი­ატ­რი­­ში?

რთუ­ლი­ა, იმი­ტომ რომ  ფსი­ქი­ატ­რი­ის დარ­გი ჯერ ბოლომ­დე შეს­წავ­ლი­ლი და ყვე­ლა შე­კითხვა­ზე პა­სუხგა­ცე­მუ­ლი არ არის.

თქვენ პრაქ­ტი­კა­ში, ალბათ, ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო პა­ცი­ენ­ტთან გქო­ნი­ათ შეხება, შე­გიძ­ლი­ათ რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნის ის­ტო­რია მოგ­ვითხროთ?

45 წლი­­ნი მოღ­ვა­წეობის პე­რი­ოდ­ში ბევ­რი ცნობილი ხელო­ვა­ნი და მო­აზ­როვ­ნე პა­ცი­ენ­ტი მყოლი­ა, ვის შე­სახებაც პრო­ფე­სი­­ლი ეთი­კის  გა­მო საჯაროდ  ვერ ვი­საუბრებ, თუმ­ცა ერთ ის­ტო­რი­ას  კონ­კრე­ტი­კის გა­რე­შე მო­გიყვებთ.  

მოს­კოვ­ში მუ­შაობის დროს  ერ­თი  მხატ­ვა­რი მო­მიყვა­ნა დე­დამ სამ­კურ­ნა­ლოდ.  მას ჰქო­ნია  ავან­გარ­დუ­ლი გა­მო­ფე­ნა ქა­ლაქ­გა­რეთ,  რო­მე­ლიც კო­მუ­ნის­ტებმა  ტან­კებით და­არბიეს.  წამ­ლის მი­ღების შემ­დეგ შე­საძ­ლოა მას ხატ­ვის ნი­ჭი და­­კარ­გა, ამი­ტომ გო­გო­ნას მკურ­ნა­ლობაზე უა­რი ვთქვი და დე­და­მისს ვთხოვე შვი­ლის ის­ტო­რია სხვა ექი­მის­თვის მი­­ტა­ნა.

მინ­და, საბჭო­თა ფსი­ქი­ატ­რი­­ზე გკითხოთ, ამ რეჟიმ­მა ბევ­რი პროგ­რე­სუ­ლი  ადა­მი­­ნი გა­­ნად­გუ­რა, მათ შო­რის ფსი­ქი­ატ­რი­­ლი და­წე­სებულებების  დახმა­რებთ. რა ხდებოდა ამ დროს ქარ­თულ ფსი­ქი­ატ­რი­­ში?

ქარ­თულ მე­დი­ცი­ნა­ში ეგ­რეთ წო­დებული  „ფსი­ქი­ატ­რი­­ლი ტე­რო­რის“ პრე­ცენ­დენ­ტი არ არის. ამა­ზე მი­­თი­თებს პრო­ფე­სო­რი შო­თა გამყრე­ლი­ძე თა­ვის მო­ნოგ­რა­ფი­­ში „ში­ზოფ­რე­ნია გუ­შინ, დღეს, ხვალ“. ამ მხრივ შე­იძ­ლება ით­ქვას, რომ ქარ­თუ­ლი ფსი­ქი­ატ­რია კომ­პრო­მა­ტების გა­რე­შე დარ­ჩა. იმ ფაქტს თუ არ ჩავ­თვლით,  რომ ჩვენც საბჭო­თა კავ­ში­რის ნა­წი­ლი ვიყავით.

ყვე­ლა­ზე ხში­რად, რა იწ­ვევს ფსი­ქი­კურ პრობლე­მებს და თქვე­ნი სა­მეც­ნი­­რო ნაშ­რო­მები  რო­მელ ფსი­ქი­კურ  და­­ვა­დებაზეა?

ათა­სი სტრე­სუ­ლი და ფსი­ქო­ლო­გი­­რი ფაქ­ტო­რი აძ­ლევს ბიძგს ფსი­ქი­კურ აშ­ლი­ლობებს. მე ყვე­ლა­ზე მე­ტად ში­ზოფ­რე­ნია მა­ინ­ტე­რე­სებდა. მიუხედა­ვად იმი­სა, რომ  კლინ­კი­­რი თვალ­საზ­რი­სით  ვუდ­გებით ამ და­­ვა­დებას, რო­გორც სა­ჭი­რო­ა,  მი­სი გა­მომ­წვე­ვი ზუს­ტი მი­ზე­ზი დღემ­დე და­უდ­გე­ნე­ლია. ამი­ტო იყო და რჩება ეს და­­ვა­დება ჩე­მი კვლე­ვის საგ­ნად.

დაგ­ვი­სახელეთ, თქვე­ნი საყვა­რე­ლი წიგ­ნი, პო­­ტი  და მუ­სი­კა?

ფრანც კაფ­კას „პრო­ცე­სი“; ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლი;  ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის „აბესა­ლომ და ეთე­რი“, „ ბით­ლზები...“

თქვე­ნი ჰობი?

თა­ვი­სუ­ფალ დროს ვკითხულობ და ლექ­სებს ვწერ, თუმ­ცა ჩემს თავს პო­ეტს არ ვუ­წო­დებ, უბრა­ლოდ, ლექ­სებს ვწერ...

 

 

„მე მოვ­კვდები, რო­გორც პო­ეტს შეშ­ვე­ნის,

მე კი -  რო­გორც ქარ­თველ ფსი­ქი­ატრს.“

 

 

ლი­კა დევ­და­რი­­ნი

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია