საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
მიხეილ კალაიჯანი: „ჩემი თავი სხვა დარგში ვერ წარმომიდგენია“
მიხეილ კალაიჯანი: „ჩემი თავი სხვა დარგში ვერ წარმომიდგენია“
სულ ნანახია 143
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

მედიასალი პოსტსკრიპტუმი" (psnews.ge) აგრელე  რურიკას ფონენდოსკოპი". კვირის სტუმარია ფსიქიკური ანმრთელოის ეროვნული ცენტრის ფსიქოთერაპევტი მიეილ კალაიანი.

 

პროლოგის მაგიერ

მიხეილ კალაიჯანი 1982 წლის  20 აგვისტოს ქუთაისში დაიბადა, საშუალო განათლებაც ამავე ქალაქში მიიღო. 1997 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო კოლე-        ჯის ქუთაისის ფილიალში ჩააბარა, რომლის დასრულების შემდეგაც  ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო-სამედიცინო უნივერსიტეტში, ფსიქო-თერაპიული და ფსიქო-სომატური მედიცინის ფაკულტეტზე. 2005-2007 წლებში მუშაობდა ქუთაისის ფსიქო-ნერვოლოგიურ დისპანსერში უმცროს ექიმად, 2007 წლიდან დღემდე კი არის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის ფსიქო-თერაპევტი.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

 

 

- ბატონო მიხეილ, რატომ დაუკავშირეთ თვენი ცხოვრება მედიცინას?

- ექიმების გარემოცვაში  ვიზრდებოდი, შესაბამისად ეს სფერო ახლო და ნაცნობი იყო ჩემთვის, ამიტომ  გადავწყვიტე სამედიცინო განათლება მიმეღო.

- ფსიქოთერაპია რატომაირჩიეთ?

- თავისი სპეციფიკური განსხვავებულობის გამო  იმდენად მხიბლავდა ეს სფერო,რომ სხვა არჩევანის  გაკეთება არც მიფიქრია.

- რას ნიშნავს  თქვენთვის პროფესია ექიმი“?

- სიტყვა "ექიმი" პირველ რიგში სიკეთესთან ასოცირდება, შემდგომ დიდ  პასუხისმგებლობათან  და შრომასთან.

- რა გასწავლათ  ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებთან  ურთიერთობამ?

- მენტალური პრობლემებისგან დაზღვეული  არავინაა, ამიტომხშირად წარმოვიდგენ თავს  პაციენტების ადგილზე, რადგან  შესაძლოა ერთ დღეს ნებისმიერი ჩვენგანი აღმოვჩნდეთ მათ ადგილზე. ჩემმა პროფესიამ  თანასწორობა   და მოვლენების პაციენტის თვალით აღქმა მასწავლა.

- საკმაოდ დიდი ხანია,რაც ამ სფეროში მოღვაწეობთ და რას ფიქრობთ,  რა დონეზეა დღეს მედიცინა ფისიქატრიის მიმართულებით?

- თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფსიქიატრიის დარგი ბოლო წლებში საგრძნობლად განვითარდა, რადგან დაიწყო ახალი მიდგომებისა და პროგრამებისდანერგვა. გაიზარდა ფსიქო-სოცილალური რეაბილიტაციის როლი, რაც მედიკამენტოზური მკურნალობის პარალელურად ეფექტურ შედეგს იძლევა. წინა წლებთან შედარებით პოზიტიური ცლილებები ნამდვილად არის, თუმცა სამუშაო ჯერ ჯიდევ ბევრია.

- რა ადგილი უჭირავს ფსიქიკური ჯანმრთლობის ეროვნულ ცენტრს ფსიქიატრიის დარგში?

- დავიწყოთ იმით, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ქვეყანაში ყველაზე დიდი ფსიქიატრიული დაწესებულებაა (700-მდე პაციენტის მიღება შეუძლია); ასევე ის ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც არანებაყოფლობით და იძულებით ფსიქიატრიულ-სტაციონარულ დახმარებას უწევს პაციენტებს.

აქ მუშაობენ დიდი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური კადრები, პარალელურად მოქმედებს რეზიდენტურის პროგრამა და იზრდებიან მომავალი სპეციალისტები.   დაწყებულია ევროპული მოდელის დანერგვა, უწყვეტად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, ევროსტანდარტების შესაბამისი 100 პაციენტზე გათვლი ერთი კორპუსი უკვე გაიხსნა. რაც ყველაზე მთავარია, ეროვუნულ ცენტრში პაციენტებს მედიკამენტოზური მკურნალობის პარალელურად ვთავაზობთ  თანამედროვე ფსიქო-სოციალურპროგრამებს,  როგორიცაა: თვითშეფასების გაუმჯობესების მოდული , ემოციების მართვის მოდული, ხელოვნებითი თერაპია(სახვითი თერაპია, მუსიკათერაპია, ცეკვათერაპია,ზღაპართერაპია, მანდალათერაპია)დასაქმებითი (ოკუპაციური ) თერაპია, კულტურულიაქტივობები და .. ცენტრის მულტიდისციპლინარული გუნდის წევრები თითოეული პაციენტის საჭიროებებზე მუშაობენ, რაც ხელს უწყობს პაციენტების რესოციალიზაციასა და საზოგადოებაში მათ სრულფასოვან წევრებად დაბრუნებას. მთელი დაწესებულება იბრძვის ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების მიმართ არსებული სოციალური სტიგმის  დასამარცხებლად. ეს ყველაფერი მაძლევს  უფლებას,ვთქვა რომ, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს წამყვანი ადგილი უჭირავს, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ ქვეყანაში. 

- რამდენად რთულია პროფესიული ეთიკის და სტანდარეტების დაცვა ამ სფეროში.

- რამდენი პაციენტიც გყავს, იმდენი დაავადებისა და სევდიანი ისტორიის მონაწილე ხდები. მკურნალობის პროცესში სანდო  ექიმიც უნდა იყო და პაციენტის მეგობარიც. ფსიქიატრიის დარგის თანამშრომელს, პროფესიული ოსტატობის პარალელურად, განსაკუთრებული სამართლიანობა და კონფიდენციალურობა მოეთხოვება.  შემაძრწუნებლად რთულ შემთხვევებთან გიწევს შეხება, რა თქმა უნდა,  ამ პროცესის მართვა რთულია, მაგრამ დროს გამოცდილება მოაქვს და ნელ-ნელა ყველაფერს სწავლობ. ჰიპოკრატეს ფიცი იწყება სიტყვებით: „არ ავნო,        ჰქმენი სიკეთე“ - ვთვლი, ექიმისთვის უფრო დიდი ეთიკური  სტანდარტი არ არსებობს.

- ფსიქიატრიის სტრესულ დარგში, 13-წლიანი პრაქტიკული მოღვაწეობის პროცესში ხომ არ გინანიათ ფსიქო-თერაპევტის პროფესიის არჩევა?

- არა, არასდროს მინანია, უფრო მეტიც, ჩემი თავი სხვა დარგში ვერ წარმომიდგენია.

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია