დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საფრანგეთმა საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად მუშაობის შესახებ კანონი დაამტკიცა
საფრანგეთმა საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად მუშაობის შესახებ კანონი დაამტკიცა
სულ ნანახია 838
ავტორი:

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საფრანგეთმა საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად მუშაობის შესახებ კანონი დაამტკიცა.

 

როგორც დავით ზალკალიანმა „ელჩების კონფერენცია 2018“-ის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების კუთხით შეთანხმების მისაღწევად პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურად მუშაობს.

 

„ჩვენ მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი გვაქვს. საფრანგეთთან გაფორმებული გვაქვს შეთანხმება, რომლის რატიფიკაციაც საფრანგეთის პარლამენტმა მოახდინა. გუშინ კი საფრანგეთის პრეზიდენტმა ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა, რომელიც უკვე კანონის სახით იქნება წარმოდგენილი. აღნიშნული შეთანხმება საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, საფრანგეთში ლეგალურად დასაქმდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდა სპეციალისტებს, მათ შორის მათ, ვისაც უმაღლესი განათლება საფრანგეთში აქვთ მიღებული, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დროებითი ბინადრობის მოწმობა საფრანგეთში ლეგალური დასაქმების მიმართულებით.

„რა არის ამ კანონის ნიუანსები, როდის ამოქმედდება, ყველაფერს მოგვიანებით მოგახსენებთ, ამაზე შესაბამისი კომენტარები გაკეთდება. ამ მიმართულებით ჩვენ სხვა ქვეყნებთანაც ვმუშაობთ პოლონეთთან და ისრაელთან. გარდა იმისა, რომ ამ საკითხზე ორმხრივად ვმუშაობთ, სხვა საერთაშორისო წამყვანი ორგანიზაციები, როგორიცაა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ამ ორგანიზაციის ფარგლებში კონკრეტულ პროექტებიც გვაქვს. მათ შორის გასულ წელს პოლონეთთან იყო მსგავსი სახის პროექტი. ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს საქმიანობას. რადგან ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია