საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სალომე ზურაბიშვილის მიმართვა ქართულ ჯარს
სალომე ზურაბიშვილის მიმართვა ქართულ ჯარს
სულ ნანახია 145
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

დღეს, გიორგობის დღესასწაულზე, მსურს მივმართო ქართულ ჯარს და ჩემი უღრმესი პატივისცემა გამოვხატო ჩვენი ჯარისკაცების მიმართ!

 ვულოცავ საქართველოს თავდაცვის ძალებს დღევანდელ წმინდა დღესასწაულს! წმინდა გიორგი იყოს თქვენი მფარველი! გასული ასწლეულის განმავლობაში ქართულმა ჯარმა არაერთგზის გმირულად იომა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად: 1918-21 წლებში, ჩვენი საამაყო გენერლების, გიორგი მაზნიაშვილისა და გიორგი კვინიტაძის მეთაურობით; 1921 წელს -  თბილისის მისადგომებთან, იუნკერების თაოსნობით; 1990-იანი წლების დასაწყისში - აფხაზეთსა და სამაჩაბლოში; 2008 წელს -  რუსული ჯარის წინააღმდეგ.

იუნკრების, შინდისის გმირების, გიორგი ანწუხელიძის მსგავსი გმირების მხრებზე იდგა და დგას ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ეროვნული თვითმყოფადობა! დღეს, ჩვენი სამხედრო ძალები იცავენ საქართველოს სახელს და ღირსებას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მისიებში. ჩვენს ჯარისკაცებს შეაქვთ უმნიშვნელოვანესი წვლილი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებაში, გლობალური მშვიდობის შენარჩუნებასა და საერთაშორისო ტერიტორიზმთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაში.

 საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გამტკიცება ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა - უნდა განახლდეს ქვეყნის თავდაცვის კონცეფცია; უნდა გაგრძელდეს თავდაცვის ძალების აღჭურვა თანამედროვე საბრძოლო ტექნიკითა და სამხედრო ტექნოლოგიებით; უნდა გაძლიერდეს ჯარისკაცის სტატუსი საზოგადოებაში; უნდა შეიქმნას ღირსეული პირობები ვეტერანებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც სიცოცხლეს წირავდნენ ქვეყნის დასაცავად.

ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანაა ჯარის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა. ჩვენი ჯარისკაცების ღირსებაზე მეტყველებს, რომ სხვადასხვა უღირსი მცდელობის მიუხედავად, ვერავინ შეძლო ჯარის პოლიტიკური ნიშნით დაყოფა და ჯარში რაიმე დაპირისპირების შეტანა. ქართული ჯარის ერთიანობის, ნეიტრალიტეტისა და სახელმწიფოს მიმართ ერთგულების ხელყოფას ვერავინ შეძლებს! ამის გარანტი იქნება თქვენი პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი. მე, როგორც თავდაცვის ძალების მომავალი უმაღლესი მთავარსარდალი, საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში, ვიქნები საქართველოს თავდაცვის ძალების ინტერესების გამტარებელი და დამცველი. ყველაფერს გავაკეთებ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის. კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართულ ჯარს და ჩვენს ჯარისკაცებს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს, გფარავდეთ მისი მადლი!

 

„ქართულმა ოცნებამ“ განხორციელა სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის უპრეცედენტო პროგრამები, რომლებმაც ადამიანებს წარმოების გაფართოებისა და მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა მისცა.

„ქართულმა ოცნებამ“ დანერგა მაღალმთიანი რეგიონების მხარდაჭერის უპრეცედენტო პროგრამა, რომლის მიზანია მთის გადარჩენა და რომლის უშუალო მოსარგებლე მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ჩვენი ათიათასობით თანამოქალაქეა.

„ქართულმა ოცნებამ“ 2013 წელს დანერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლითაც მოქალაქეებმა უკვე 4,8 მილიონჯერ ისარგებლეს!

„ქართულმა ოცნებამ“ დანერგა C-ჰეპატიტის პროგრამა, რომლის საფუძველზე უკვე 45 ათასი ადამიანი სრულად განიკურნა!

 

„ქართულმა ოცნებამ“ გააუმჯობესა სოციალური დაცვის  გარანტიები:

2,5-ჯერ (285 მილიონიდან 700 მილიონამდე) გაიზარდა სოციალური დახმარების ბიუჯეტი;

მთავრობის ახალი ინიციატივის საფუძველზე, ადამიანის დასაქმება ავტომატურად აღარ გახდება სოციალური დახმარების მოხსნის საფუძველი;

მთავრობის ახალი ინიციატივის საფუძველზე, თითოეულ ბავშვს სოციალურად დაუცველი ოჯახიდან დაენიშნა 50-ლარიანი დახმარება;

განხორციელდა სრული საგადასახადო ამნისტია 2012 წლამდე საგადასახადო დავალიანების მქონე პირებისათვის - განულდა მეწარმეებისა და სხვა მოქალაქეების დავალიანება 700 მილიონი ლარის ოდენობით;

სახელმწიფომ განსაკუთრებულ პრიორიტეტად დაისახა შშმ პირების უფლებებისა და ინტერესების რეალიზება.

 

2013 წლიდან, გრძელვადიანი განსახლებით დაკმაყოფილდა 16 ათასზე მეტი დევნილი ოჯახი, მათ შორის:

ახალაშენებულ და რეაბილიტირებულ კორპუსებში ბინა 6735 დევნილ ოჯახს გადაეცა;

სოფლად სახლისპროექტის ფარგლებში, სახელმწიფომ სახლი 2441 დევნილ ოჯახს შეუძინა;

სახელმწიფომ იპოთეკური სესხი 375 დევნილ ოჯახს დაუფარა;

სახელმწიფომ კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა და დევნილებს გადასცა 1579 ბინა;

სახელმწიფომ ინვესტორების თანადაფინანსებით ბინა შეუძინა 67 დევნილ ოჯახს;

წლის ბოლომდე დაგეგმილია ახალაშენებულ კორპუსებში ბინების გადაცემა 1921 დევნილი ოჯახისთვის;

2013 წლიდან შეწყდა დევნილების გამოსახლება.

 

სწავლა საბავშვო ბაღებში გახდა სრულიად უფასო!

დაინერგა უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა!

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია