საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ა­ლო­მე ზუ­რაბიშ­ვი­ლი: სა­ქარ­თვე­ლო­ში იწყება ახალი დიდ­გო­რი/ რაც ნიშ­ნავს7 რომ ქვეყანა­ში აღარ იყოს სი­ძულ­ვილ­ზე/ რე­ვან­შზე და­ფუძ­ნებული და­პი­რის­პი­რება
ა­ლო­მე ზუ­რაბიშ­ვი­ლი: სა­ქარ­თვე­ლო­ში იწყება ახალი დიდ­გო­რი/ რაც ნიშ­ნავს7 რომ ქვეყანა­ში აღარ იყოს სი­ძულ­ვილ­ზე/ რე­ვან­შზე და­ფუძ­ნებული და­პი­რის­პი­რება
სულ ნანახია 140
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

„სა­ქარ­თვე­ლო სტაბილუ­რი ქვეყანა­ა, მაგ­რამ ბევ­რი რა­მაა გა­სა­კე­თებელი, რა­თა კავ­კა­სი­ა­ში, ევ­რო­პა­ში, მსოფ­ლი­ო­ში ჩვენ­მა ქვეყანამ თა­ვი­სი ად­გი­ლი დაიბრუ­ნოს“, ამის შე­სახებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტობის და­მო­უ­კი­დებელ­მა კან­დი­დატ­მა, სა­ლო­მე ზუ­რაბიშ­ვილ­მა  ამომ­რჩე­ველ­თან შეხვედ­რი­სას გა­ნაცხადა.

სა­ლო­მე ზუ­რაბიშ­ვი­ლის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის იწყება ახალი დიდ­გო­რი და “ჩვენ ამ ბრძო­ლის წი­ნა­შე ვდგა­ვართ“.

„ბევ­რი რამ გა­კეთ­და წი­ნა წლებში, დღეს სა­ქარ­თვე­ლო სტაბილუ­რი ქვეყანა­ა, მაგ­რამ ბევ­რი რა­მაა გა­სა­კე­თებელი, რომ კავ­კა­სი­ა­ში, ევ­რო­პა­ში, მსოფ­ლი­ო­ში ჩვენ­მა ქვეყანამ თა­ვი­სი ად­გი­ლი დაიბრუ­ნოს. არ უნ­და და­ვიჯეროთ, რომ რად­გან სა­ქარ­თვე­ლო პა­ტა­რა ქვეყანაა და ბევ­რი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე საზ­ღვარ­გა­რე­თაა წა­სუ­ლი, ის ვერ მო­ი­პო­ვებს თა­ვის ად­გილს მსოფ­ლიო რუ­კა­ზე. დიდ­გო­რი პირ­ველ რიგ­ში, რა­საც ნიშ­ნავს, ეს არის ჩვენ­ში გა­ერ­თი­ა­ნება, რომ აღარ იყოს ამ ქვეყანა­ში ისე­თი და­პი­რის­პი­რება, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნებულია სი­ძულ­ვილ­ზე, რე­ვან­შზე. გა­უ­თა­ვებელ­მა და­პი­რის­პი­რებამ ქვეყანა შე­იძ­ლება, გახლი­ჩოს, გა­ნაცხადა სა­ლო­მე ზუ­რაბიშ­ვილ­მა.

რო­გორც და­მო­უ­კი­დებელ­მა საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო არის ქვეყანა, რო­მელ­მაც შეძ­ლო სხვა­დასხვა ეროვ­ნების, კულ­ტუ­რის, რე­ლი­გი­ის მიუხედა­ვად, ადა­მი­ა­ნების თა­ნაცხოვ­რება ისე, რომ შიგ­ნით არას­დროს მომხდა­რა და­პი­რის­პი­რება.

„ჩვენ ვართ ქვეყანა, რო­მელ­ზეც მა­გა­ლი­თად ის­რა­ელ­ში ამბობენ, რომ თუ რო­მე­ლი­მე ქვეყანა არის მსოფ­ლი­ო­ში, რო­მელ­საც არ აქვს ბოდი­ში მო­სახდე­ლი ის­რა­ე­ლი­სა და ებრა­ე­ლების მი­მართ, ეს არის სა­ქარ­თვე­ლო, რად­გან და­ნა­შა­უ­ლი ამ კუთხით მას არას­დროს ჩა­უ­დე­ნია. ეს არის ძა­ლი­ან დი­დი იშ­ვი­ა­თობა მსოფ­ლი­ო­ში, რად­გან პრაქ­ტი­კუ­ლად ყველ­გან იყო ასე­თი გა­მოვ­ლი­ნებები. ასე­ვე, ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან დი­დი ის­ტო­რი­უ­ლი გან­ძი, რომ­ლი­თაც მოვ­დი­ვართ. ყვე­ლა გა­მოვ­ლი­ნება, ძა­ლა­დობის, სი­ძულ­ვი­ლის, და­პი­რის­პი­რების არის ამ გან­ძის მი­მართ და­ნა­შა­უ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს იდენ­ტობის მი­მართ და­ნა­შა­უ­ლი. დღეს ვართ, ად­გილ­ზე, სა­დაც სხვა­დასხვა წარ­მო­შობის ადა­მი­ა­ნები ცხოვ­რობენ ერ­თად. ჩვენ ამით ტო­ლე­რან­ტობის და ერ­თმა­ნე­თის პა­ტი­ვის­ცე­მის გზა­ზე მივ­დი­ვართ. ჩვენ არ უნ­და და­ვიხიოთ უკან, არ უნ­და და­ვუბრუნ­დეთ წარ­სულს. პი­რი­ქით, ამა­ზე უნ­და ავა­შე­ნოთ მო­მა­ვა­ლი სა­ქარ­თვე­ლო. მი­მაჩ­ნი­ა, რომ ეს არ­ჩევ­ნები ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვეყნის­თვის. ეს ბრძო­ლაა არამხოლოდ კონ­კუ­რენ­ტებს შო­რის, არა­მედ ბრძო­ლაა დიდ­გო­რის, გა­დამწყვე­ტი ბრძო­ლა­ა, სტაბილუ­რობის­თვის, მშვი­დობის­თვის. ეს არ­ჩე­ვა­ნი ყვე­ლას გა­სა­კე­თებელი­ა, თქვენ თვი­თონ უნ­და გა­დაწყვი­ტოთ, რო­გო­რი ქვეყანა გინ­დათ თქვე­ნი შვი­ლების­თვი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლების­თვის. მე ამ სტაბილუ­რობის გა­რან­ტი ვიქ­ნები, თუ თქვენს ნდობას და­ვიმ­სახურებ, რის­თვი­საც წი­ნას­წარ გიხდით მად­ლობას. დარ­წმუ­ნებული ვარ, ჩვენ ვიქ­ნებით ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს­თვის , გა­ნაცხადა სა­ლო­მე ზუ­რაბიშ­ვილ­მა.

და­მო­უ­კი­დებელ­მა კან­დი­დატ­მა მო­სახლეობას­თან შეხვედ­რი­სას გან­სა­კუთ­რებული ყურად­ღება ქვეყნის და­მო­უ­კი­დებლობის სა­კითხს და­უთ­მო. მი­სი თქმით, რო­გორც მთა­ვარ­სარ­და­ლი, ის იქ­ნება სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებლობის დამ­ცვე­ლი, ვი­ნა­ი­დან  წი­ნაპ­რებმა და­უ­ტო­ვეს ძა­ლი­ან დი­დი ვალ­დებულება-ქვეყნის­თვის რა­მე ღი­რებული  გა­ე­კე­თებინა.

„ასე იყო პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან, რო­ცა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებლობა ბევ­რის­თვის მი­თი და მი­უღ­წე­ვა­დი მი­ზა­ნი იყო. არა მხოლოდ ოჯახი, არა­მედ ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვის­თა­ნაც ვიზ­რდებოდი,  იყვნენ ამ რწმე­ნით, რომ და­მო­უ­კი­დებლობა დაბრუნ­დება და იმ დღის­თვის უნ­და იყო მზად, იმ დღის­თვის უნ­და ის­წავ­ლო და მი­აღ­წიო ყვე­ლა­ფერს, ამ ქვეყნის სამ­სახურ­ში ჩად­გე, სა­თა­ვე­ში კი არა (ამა­ზე ვინ ფიქ­რობდა მა­შინ), არა­მედ სამ­სახურ­ში, რომ გა­მო­ად­გე, რა­ღა­ცა გა­უ­კე­თო ქვეყანას.

ეს არის ის, რაც მა­მოძ­რა­ვებს,”– გა­ნაცხადა სა­ლო­მე ზუ­რაბიშ­ვილ­მა.

რო­გორც და­მო­უ­კი­დებელ­მა საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­მა აღ­ნიშ­ნა, ქვეყნის და­მო­უ­კი­დებლობა არის რთუ­ლი და მის და­სა­ცა­ვად მუდ­მი­ვად ბრძო­ლაა სა­ჭი­რო.

„ახლა, რო­ცა ჩვენ ვზე­ი­მობთ  ასი წლის და­მო­უ­კი­დებლობას, ისიც უნ­და ვი­ცო­დეთ, რომ და­მო­უ­კი­დებლობა არის რთუ­ლი და მუდ­მი­ვად საბრძოლ­ვე­ლი. ამ ქვეყნის­თვის, მი­სი გა­რე­მოც­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძა­ლი­ან რთუ­ლი­ა, იფიქ­რო, რომ ეს არის სა­მუ­და­მო მო­ცე­მუ­ლობა. ჩვენ უნ­და ვი­ცო­დეთ, რომ ეს არის საბრძოლ­ვე­ლი, მუდ­მი­ვად და­სა­ცა­ვი და რო­გორც მთა­ვარ­სარ­და­ლი, მე ვიქ­ნები ამის დამ­ცვე­ლი“, გა­ნაცხადა სა­ლო­მე ზუ­რაბიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს გამ­თლი­ა­ნებამ­დე ძა­ლი­ან რთუ­ლი გზა აქვს გა­სავ­ლე­ლი, ამი­ტომ მხარ­დამ­ჭე­რებს ერ­თად მუ­შაობის­კენ მო­უ­წო­და.

„ჩვენ უნ­და და­ვიწყოთ მუ­შაობა ერ­თად, რად­გან ძა­ლი­ან რთუ­ლი არის ის გზა, რაც გვაქვს გა­სავ­ლე­ლი გამ­თლი­ა­ნებამ­დე.

ეს არის უწყვე­ტი ის­ტო­რი­ა, რომ­ლის ერთ-ერ­თი მო­ნა­წი­ლეც მე ვარ, მე ვიქ­ნები ამ გზის და თქვე­ნი ერ­თგუ­ლი ბოლომ­დე“, გა­ნაცხადა სა­ლო­მე ზუ­რაბიშ­ვილ­მა.

კი­დევ ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მა, რო­მელ­ზე­დაც და­მო­უ­კი­დებელ­მა კან­დი­დატ­მა ისაუბრა, ქვეყანა­ში სტაბილუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის არ­სებობაა. სა­ლო­მე ზუ­რაბიშ­ვი­ლის თქმით, „ვი­ღა­ცებს აქვთ იმე­დი, რომ ეს არ­ჩევ­ნები გა­და­ვა არას­ტაბილურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და ამის­თვის ემ­ზა­დებიან კი­დე­ვაც საზ­ღვრის გა­რე­დან“.

„მრა­ვა­ლე­როვ­ნება, მრა­ვა­ლე­ნოვ­ნება ეს ყვე­ლა­ფე­რი არის ის, რაც ქმნის სა­ქარ­თვე­ლოს სიძ­ლი­ე­რეს, სა­ქარ­თვე­ლოს სიმ­დიდ­რეს, მაგ­რამ ეს არ უნ­და იყოს სა­ფუძ­ვე­ლი დაშ­ლის და ჩვენ ძა­ლი­ან ფრთხილი უნ­და ვიყოთ, რად­გან ჩვენს ირ­გვლივ ძა­ლი­ან რთუ­ლი რე­გი­ო­ნია. ერ­თი ვი­ცით, ვინც არის ჩვე­ნი ორი ტე­რი­ტო­რი­ის ოკუ­პან­ტი, მაგ­რამ ასე­ვე, რთუ­ლია სა­ერ­თოდ, რე­გი­ო­ნი. აქეთ ტე­რო­რიზ­მი, იქეთ არას­ტაბილუ­რობა და ჩვენ ვართ რა­ღაც­ნა­ი­რი კუნ­ძუ­ლი ამ რთულ რე­გი­ონ­ში, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ღი­რებულია ჩვე­ნი პარ­ტნი­ო­რების­თვის. ამი­ტომ, შეგ­ვიძ­ლი­ა, უფ­რო მე­ტი მო­ვითხოვოთ და უფ­რო სხვა­ნა­ი­რად, მე ამის დი­დი იმე­დი მაქვს, წარ­ვმარ­თოთ მო­ლა­პა­რა­კებები მათ­თან, რომ ცო­ტა უფ­რო კონ­კრე­ტუ­ლი და უფ­რო სწრა­ფი ნაბიჯებით მივ­დი­ო­დეთ იმ ერ­თა­დერთ გზა­ზე, რო­მე­ლიც არის ჩვე­ნი გზა ევ­რო­პას­თან შე­ერ­თებისა, მაგ­რამ ჩვენ შიგ­ნით უნ­და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ჯერ ეს სტაბილუ­რობა. ვი­ღა­ცებს აქვთ იმის იმე­დი, რომ ეს არ­ჩევ­ნები გა­და­ვა რა­ღაც არას­ტაბილურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და ვი­ღა­ცები ამის­თვის ემ­ზა­დებიან კი­დე­ვაც საზ­ღვრის გა­რე­დან; რა­ღა­ცას გვეუბნებიან, რომ შე­იძ­ლება მოხდეს და უნ­და მოხდეს რე­ვო­ლუ­ცია და ყვე­ლაფ­რის­თვის მზად უნ­და ვიყოთ. უნ­და ვიყოთ მზად სტაბილუ­რობის­თვის ეს იქ­ნება ჩე­მი პირ­ვე­ლი და მთა­ვა­რი და­ნიშ­ნუ­ლება“, გა­ნაცხადა სა­ლო­მე ზუ­რაბიშ­ვილ­მა.

ამას­თან, და­მო­უ­კი­დებელ­მა კან­დი­დატ­მა,  სახელ­მწი­ფო ენის მნიშ­ვნე­ლობასა და მი­სი შე­ნარ­ჩუ­ნების აუ­ცი­ლებლობაზე ისაუბრა.

 „სახელ­მწი­ფო ენა, რო­გორც აუ­ცი­ლებელი წარ­მა­ტების გზა ამ რე­გი­ო­ნის­თვი­სა და ადა­მი­ა­ნების­თვის კულ­ტუ­რას­თან, იდენ­ტობას­თან, ტრა­დი­ციებთან ერ­თად შე­ნარ­ჩუ­ნებული უნ­და იყოს. თუ ამ რე­გი­ონ­ში ადა­მი­ა­ნებს უნ­დათ გან­ვი­თა­რების ძრა­ვა გახდნენ, სახელ­მწი­ფო ენა უნ­და გა­მოიყენონ, ასე გა­ი­გებენ რა პროგ­რა­მები არ­სებობს და რო­გორ შე­იძ­ლება თა­ვი­ან­თი რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რება“,-აღ­ნიშ­ნა მან.

სა­ლო­მე ზუ­რაბიშ­ვი­ლის თქმით­ვე, საუბრობენ, რომ ქარ­თუ­ლი ენა არ იცის, მაგ­რამ არ ახსოვთ, რომ ლავ­როვს სწო­რედ ქარ­თუ­ლად ელა­პა­რა­კა.

„ჩემ­ზე ყვე­ლა­ფერს ამბობენ და იგო­ნებენ. საუბრობენ, რომ ქარ­თუ­ლი ენა არ ვი­ცი, მაგ­რამ არ ახსოვთ, რომ ლავ­როვს ქარ­თუ­ლად ვე­ლა­პა­რა­კე. მგო­ნი, ჩემ გარ­და, არც ერთ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს, პრე­ზი­დენტს, არც მო­ლა­პა­რა­კებებზე და არც შეხვედ­რებზე ქარ­თუ­ლად არ ულა­პა­რა­კი­ათ. შე­იძ­ლება, შეც­დო­მით ვსაუბრობ ხოლ­მე, მე არ მაქვს პრე­ტენ­ზი­ა, რომ ჩე­მი ქარ­თუ­ლი უშეც­დო­მო­ა, მათ შო­რის ჩე­მი შვი­ლების მეტყვე­ლება, მაგ­რამ ძა­ლი­ან ამაყი ვარ, რომ ისი­ნი ქარ­თუ­ლად საუბრობენ, გა­ნაცხადა სა­ლო­მე ზუ­რაბიშ­ვილ­მა.

რო­გორც და­მო­უ­კი­დებელ­მა საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­მა აღ­ნიშ­ნა,  ყვე­ლას წარ­სუ­ლი ცნობილი­ა, თუმ­ცა მი­სი მი­ზა­ნი ვი­ღა­ცის ლან­ძღვა და ფაქ­ტების გახსე­ნება არ არის.

„შე­უძ­ლებელია ჩვე­ნი დრო­ის ხარჯვა იმა­ზე, რომ და­ვიწყო მტკი­ცება, რას წარ­მო­ვად­გენ რომ ვარ სა­ლო­მე და არა გრი­გო­ლი. ამ ყვე­ლაფ­რის ერთ-ერ­თი და­ნიშ­ნუ­ლებაც სწო­რედ ის არის, რომ და­ვიწყო თა­ვის მარ­თლება ან ვი­ღა­ცის ლან­ძღვა, ფაქ­ტების გახსე­ნება და ა.შ. ყვე­ლას შეგ­ვიძ­ლია ამის გა­კე­თება, რად­გან ყვე­ლას წარ­სუ­ლი არის ცნობილი, თუმ­ცა ეს არ არის ჩე­მი მი­ზა­ნი და არც იქ­ნება არა­სო­დეს, ამის­თვის მე დრო არ მაქვს. ამ ყვე­ლაფ­რის მე­ო­რე მი­ზა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე წი­ნას­წარ ჩე­მი დის­კრე­დი­ტა­ცი­აა. ვი­თომ, ამ ყვე­ლაფ­რით ხელი შე­მეშ­ლება, რომ გან­ვახორ­ცი­ე­ლო ჩე­მი გეგ­მები, რო­ცა ვიქ­ნები სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი.

ესეც არ იმუ­შა­ვებს, რად­გან ძა­ლი­ან კარ­გად მიც­ნობენ, ბოლოს და ბოლოს მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლობაში ბევრ სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე ვმოვ­ღვა­წეობდი. ამე­რი­კე­ლებსაც და ევ­რო­პე­ლებსაც ძა­ლი­ან კარ­გად შე­უძ­ლი­ათ, გა­არ­კვი­ონ, ვინ ვინ არის და წარ­სულ­ში ვინ რას იცავ­და.

შე­საბამი­სად, ამის მტკი­ცებაც არ არის სა­ჭი­რო. დღეს რაც არის სა­ჭი­რო, არის ის, რომ თქვენ კარ­გად იცო­დეთ, რის­თვის მოვ­დი­ვარ პრე­ზი­დენ­ტად; თუ, რო­მე­ლი არის ბრალ­დება და რო­მე­ლი არის სწო­რი, თქვენც შე­გიძ­ლი­ათ გა­არ­კვი­ოთ“, გა­ნაცხადა სა­ლო­მე ზუ­რაბიშ­ვილ­მა.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია