საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
პირველად საქართველოს ისტორიაში საუკეთესო სომელიეს ტიტული თამაზ თამაზაშვილმა მოიპოვა
პირველად საქართველოს ისტორიაში საუკეთესო სომელიეს ტიტული თამაზ თამაზაშვილმა მოიპოვა
სულ ნანახია 247
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

 

სა­ქარ­თვე­ლოს სო­მე­ლი­ე­თა ასო­ცი­ა­ცი­ი­სა და გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნეობის სა­მი­ნის­ტროს ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ორ­გა­ნი­ზებით, „ღვი­ნობის თვის“ ფარ­გლებში, 20-21 ოქ­ტომბერს, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად გა­ი­მარ­თა კონ­კურ­სი„სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო სო­მე­ლიე - 2018“.

 

კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლეობდნენ ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სო­მე­ლი­ეები, რო­მელ­თაც სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტების შე­საბამი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს სო­მე­ლი­ე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის მი­ერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად აქვთ მი­ნი­ჭებული სო­მე­ლი­ეს ან ასის­ტენტ სო­მე­ლი­ეს სტა­ტუ­სი.

კონ­კურსს ჰყავ­და მა­ღალ­კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ჟიუ­რი, მათ შო­რის - უცხოუ­რი, ხოლო თავმჯდო­მა­რე იყო სა­ქარ­თვე­ლოს სო­მე­ლი­ე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, “მა­რა­ნი ხეცუ­რი­ა­ნი“-ს დამ­ფუძ­ნებელი, ბატო­ნი შალ­ვა ხეცუ­რი­ა­ნი.

20 ოქ­ტომბერს შედ­გა ფი­ნა­ლის­ტების შე­სარ­ჩე­ვი ტუ­რი, რომ­ლის შე­დე­გა­დაც 10 სო­მე­ლი­ე­დან ფი­ნალ­ში გა­და­ვი­და - სა­მი: თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი, კობა აბრა­მიშ­ვი­ლი და ჯაბა ძი­მის­ტა­რიშ­ვი­ლი.  ხოლო ფი­ნა­ლი გა­ი­მარ­თა 21 ოქ­ტომბერს Rep­ublic Event Hall-ში, სა­დაც გა­მოვ­ლინ­და  2018 წლის სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო სო­მე­ლიე - თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი.

გა­მარჯვებულს გა­და­ე­ცა „სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო სო­მე­ლიე“-ს  თა­სი. ასე­ვე - სხვა­დასხვა ღვი­ნის მწარ­მოებლის მი­ერ და­წე­სებული სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზები და­სა­ჩუქ­რები.

2018 წლის სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო სო­მე­ლიე მო­მა­ვა­ლი წლის მარ­ტში გა­ემ­გზავ­რება ბელ­გი­ა­ში, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს სახელით იას­პა­რე­ზებს კონ­კურ­სში „მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო სო­მე­ლიე - 2019“.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია