დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუთაისის მუნიციპალიტეტების თანამშრომლები მერიას ხელფასის ერთი დღით დაგვიანებას არ პატიობენ
ავტორი: მარიამ პატარაია
სულ ნანახია 1709
ავტორი:
მარიამ პატარაია
მსგავსი სიახლეები

ქუთაისის მუნიციპალიტეტების თანამშრომლები მერიას ხელფასის ერთი დღით დაგვიანებას არ პატიობენ

 

ქუთაისის სამი მუნიციპალიტეტის „უქიმერიონის“, „ქალაქ-მუზეუმისა“ და ნიკეას მუნიციალიტეტების თანამშრომლები კუთვნილი ხელფასის ერთი დღით დაგვიანებას აპროტესტებენ. 25 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, ტერიტორიული მართვის ორგანოების თანამშრომლებმა მომხდარის შესახებ ისაუბრეს და განაცხადეს, რომ მათთვის უცნობია როდის აიღებენ ხელფასს.


„გუშინ უნდა აგვეღო ხელფასი და რომ არ დაგვერიცხა, გადავამოწმეთ ბუღალტერიაში და გვითხრეს, რომ ბიუჯეტში თანხები არ არის და არ ვიცით როდის მოგცემთო,“ - აცხადებს „უქიმერიონის“ ტერიტორიული მართვის ორგანოს თანამშრომელი მალხაზ ესებუა.


მომხდარს გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი თევდორაძე. მისი თქმით, ეს ფაქტი არის პირველი სიგნალი იმისა, რომ ქალაქის ბიუჯეტი არის კრიზისში, რაც მიგვიყვანს ეკონომიკურ კოლაფსამდე.


„როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ქუთაისის მერია დაკავებულია ძვირადღირებული ტექნიკის შეძენით და სარემონტო სამუშაოებით, მაშინ, როცა მის თანამშრომლებს ხელფასს ვერ უხდის. ასეთი რამ ბოლო 10 წლის განმავლობაში არ მომხდარა,“ განაცხადა გიორგი თევდორაძემ.


ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურში მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის ხელფასის დარიცხვას დაგვიანებულად არ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ყველა მათგანი კუთვნილ ხელფასს მალე მიიღებს.


„ყოველთვის ხდება ასეთი რაღაც, რომ ერთი დღის განმავლობაში ყველა ვერ იღებს ხელფასს. რაღაც პროცედურებია დასაცავი და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. საბიუჯეტო კრიზისი კი აქ არაფერ შუაშია. პრობლემები მართლაც აქვს ბიუჯეტს, მაგრამ ეს იმიტომ, რომ 5 თვის განმავლობაში სწორედ „ნაციონალები“ უქმნიდნენ პრობლემებს ბიუჯეტს. „ნაციონალებს“ შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, ყველა აიღებს ხელფასს,“ - ამბობს საფინანსო სამსახურის უფროსი ირაკლი ავალიანი.

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია