საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ქუთაისში ტურისტებს პრობლემებს უქმნის საზოგადოებრივი საპირფარეშოების არარსებობა
სულ ნანახია 184
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

ქუთაისის ტურიზმის ცენტრმა ერთწლიანი  ანგარიში წარადგინა.

 

როგორც ცენტრის დირექტორი ტატო ლილუაშვილი ამბობს „მოვაწესრიგეთ და კომფორტული გავხადეთ შენობა ტურისტებისთვის,ამის გარდა შევძელით გადავლაგებულიყავით  ევროპის მიმართულებით საერთაშორისო გამოფენებით და დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის გაგვეცნო ჩვენი ქალაქის ტურისტული პოტენციალი.

წელს უკვე გვქონდა 8 საერთშორისო  მედიატური,სამომავლოდ გვაქვს გეგმები, რომ გავაძლიეროთ მიმართულება  საერთაშოსიო გამოფებების საშუალებით,ბოლო ექვი თვის განმავლობაში დაახლოებით 6600 ტურისტს მოვემსახურეთ“.

რაც შეეხება პრობლემებს, რომელიც ტურისტებს ექმნებათ, ეს არის ძირითადად სველი წერტილების არ არსებობა და ინფრასტრუქტურული პრობლემები.

აღნიშნულთან დაკავშირებით ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია აღნიშნავს:„ მოგეხსენებათ, ტურიზმი ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,ჩვენ ჩვენის მხრივ ვემზადებით ინფრასტრუქტურული მიმართულებით,ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებს, რომ ტურისტებისთის უფრო მიმზიდველი იყიოს ჩვენი ქალაქი,რაც უფრო მეტ ხანს გავაჩერებთ ტურისტებს  ქალაქში ,მით უფრო  მომგებიანი იქნება ქალაქისათვის .“

 

ლიკა კაკუშაძე

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია