დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ღია კარის დღე“ სამხედრო ნაწილში
„ღია კარის დღე“ სამხედრო ნაწილში
სულ ნანახია 689
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულისგუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით, სამხედრო ნაწილში ,,ღია კარის დღე“ მოეწყო. რეგიონის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლის მე11 მე12 კლასის მოსწავლეებმა ერთი დღე ქუთაისის მე3 ქვეით ბრიგადაში გაატარეს. ბავშვებთან ერთად სამხედრო ბაზას იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი სტუმრობდა. სკოლის მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ე.წ. ყაზარმები დაეთვალიერებინათ და საკუთარი თვალით ენახათ ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობები, მათ ასევე, ლაზარეთი და სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს. ბავშვებმა მე3 ქვეითი ბრიგადის სიმულაციის ოთახებში იარაღის სროლაშიც მოსინჯეს საკუთარი შესაძლებლობები. აღნიშნული ინიციატივა ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციას და შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახურში წამსვლელთა რაოდენობის ზრდას ისახავს მიზნად.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის პროექტი ,,ღია კარის დღე“ სხვადასხვა სამხედრო ნაწილშიც გაგრძელდება და მოსწავლეები ადგილზე გაეცნობიან, როგორია ჯარისკაცის ერთი ჩვეულებრივი დღე. პროექტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ასევე, იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა მოსწავლეებთან ერთად საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა გმირების მომორიალი გვირგვინით შეამკო.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია