დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ფიცი გვწამს, ფაქტები გვაკვირვებს
ფიცი გვწამს, ფაქტები გვაკვირვებს
სულ ნანახია 719
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

2015 წლის 1 ივლისს, დღის 1300 საათზე, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა შეხვედრა რომელსაც ესწრებოდნენ - საზედამხედველო კომპანია „ეპტისა“, კონტრაქტორი კომპანია    SMK“, ქუთაისის წყალმომარაგების სერვისცენტრის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები - ასა, საია, საეა და სამართლიანი არჩევნების ქუთაისის წარმომადგენლობა.

 

შეხვედრის მიზანი იყო „ეპტისას“ წარმოედგინა მიმოხილვა ახლად დაწყებული პროექტის KUT-01-ის, მისი შემსრულებელი (კონტრაქტორი) თურქული კომპანია SMK, ფინანსური წყაროს - აზიის განვითარების ბანკისა და დამკვეთის - საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ურთიერთშეთანხმებით გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ, სადაც აღიარებულია, რომ მუშაობა დაიწყეს 2015 წლის 8 ივნისს და მუშაობა დამთავრდება 2018 წლის 7 ივნისს, რასაც „ეპტისა“ დააკვირდება, ჩაიწერს და წარადგენს ანგარიშს: ხარისხი, ხარჯები თუ პროექტის დამკვეთისათვის დროულად ჩაბარების საკითხი. აქვე აღნიშნულია, რომ „ეპტისა“ მჭიდრო კოორდინაციაშია დამკვეთთან, რათა შესრულდეს ყველა დაკისრებული მოვალეობა საერთაშორისო წესებისა და რეგულაციების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ არაფერია ნათქვამი საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამაზე. ეს ყველაფერი მიეწერება 2015 წელს და ჩვენი ეპიზოდური ჩართვებიც მთავრდება სიტყვებით _ „ყველაფერი იქნება თავის დროზე“.

ჩვენ ახლა ვაკეთებთ შემდეგ განცხადებას:

გავიდა ჩაბარების თარიღი _ 07.06.2018 წელი - როდისაა მომავალი ჩაბარების თარიღი?

რა ეშველება 2X4000 მ3 რეზერვუარებს, რომელთა სამშენებლო ნაწილი მხოლოდ 25:-თაა შესრულებული, მშენებლობა კი დაიწო 2017 წლის შემოდგომაზე.

რამდენი თვე მოუნდება 30 000 აღრიცხვის ბლოკის მონტაჟს მაღალსართულიან საცხოვრებელ ბინებში, რომელთა დაყენებაც თავის დროზე ითავა ესპანურმა კომპანიამ „კობრამ“ და დაიწყო კიდეც ნიკეას ქუჩაზე.

მოკლედ, შეკითხვები საკმაოდ დაგროვდა და მას განსაკუთრებით უნდა მიაქციოს ყურადღება პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა ქუთაისიდან და ქუთაისის თვითმმართველობამ (მერია, საკრებულო). განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ იმ საკითხს, რომელიც ბოლო დროს აიწია, საფელ მაღლაკის მცხოვრებთათვის სასმელი წყლის მიწოდების შესახებ ქუთაისის პროექტიდან, რაც გამოიწვევს თანხის არამიზნობრივ ხარჯვას.

და საბოლოოდ, ხომ არ დადგა დრო, ქუთაისში განსაკუთრებული პროექტის შესახებ ვიღაცა გამოვიდეს ანგარიშით და საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს გასცეს პასუხი, თუ ის მას აქვს, ახსნას ის მოვლენა, თუ რას, რატომ და როგორ მოხმარდა აზიის ბანკიდან ნასესხები მილიონები.

თითქოს გაიგონეს ჩვენი ოხვრა და თბილსში ინტერნეტ-გამოცემით გავრცელდა ინფორმაცია საკმაოდ ლიბერალური სათაურით „ქუთაისის 24-საათიანი წყალმომარაგების დასრულების ვადა შეიცვალა“. ავტორი, ბატონი ზაზა სიხარულიძეზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ ძირითადი სამუშაოები 2018 წლის ბოლოს დამთავრდება და ახალ დანახარჯებს არ ითვალისწინებს. ბატონმა ზაზა სიხარულიძემ განაცხადა - „პროექტმა ცვლილებები განიცადა და დამატებითი სამუშაოები, სავარაუდოდ, 2019 წლის ნახევარში დასრულდება“.

აქ ნამდვილად გვიჩნდება შეკითხვები:

რა დამატებითი უბნები, რამდენი დასახლების წყალმომარაგების მოწყობა პროექტის დარღვევით?

პროექტის შესაბამისი სამუშაოთა წარმოების გეგმა სად არის და როგორ შეგვიძლია მისი მიღება?

დასაწყისიდან გაკეთებული გათვლების თანახმად, პროექტი უნდა დამთავრებულიყო 2018 წლის 7 ივლისს, რა მოხდა?

რატომ ქვეყნდება ინფორმაცია ცენტრალურად და არაფერი იცის ამის შესახებ ქუთაისელმა მომხმარებლებმა?

 

ასოციაცია ასა-ს თავმჯდომარე

ზაზა ხელაძე

ქუთაისი, ივნისი 2018 წელი

 

სტატია დამუშავდა პროექტის „ქუთაისელი ამომრჩევლების შეხედულება თვითმმართველობისადმი  ფარგლებში, რომელიც სრულდება იმერეთის რეგიონის ახალგაზრდული სამეცნიერო-საინფორმაციო ასოციაციის მიერ ფრიდრიხ ებერტის ფონდთან პარტნიორობით, რასაც დიდი მადლიერების გრძნობით აღვნიშნავთ.    

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია