საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აქ­ტი­ურ ტუ­რის­ტულ სე­ზონს სა­ქარ­თვე­ლო კვლავ ძვე­ლი და მო­უგ­ვა­რებელი პრობლე­მებით ხვდება
აქ­ტი­ურ ტუ­რის­ტულ სე­ზონს სა­ქარ­თვე­ლო კვლავ ძვე­ლი და მო­უგ­ვა­რებელი პრობლე­მებით ხვდება
სულ ნანახია 275
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

ქვეყანა­ში ტუ­რის­ტთა და ვი­ზი­ტორ­თა რა­ო­დე­ნობა დი­ნა­მი­უ­რად იზ­რდება. ვხვდებით თუ არა მომ­ზა­დებულები აქ­ტი­ურ სე­ზონს?! პა­სუხი არის ცალ­სახად არა! ასეთ შე­ფა­სებას აკე­თებს ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია „რესთ ინ ჯორჯია“-ს ხელ­მძღვა­ნე­ლი, გა­მოც­დი­ლი გი­დი და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი ჯგუ­ფის „ინ­ფო გი­დებისათ­ვის“ ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი, ლე­ვან რე­ვა­ზიშ­ვი­ლი.

 

თა­ვის შე­ფა­სებას ლე­ვა­ნი კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტებით ამყარებს და იმ პრობლე­მების მოკ­ლე ჩა­მო­ნათ­ვალს აქ­ვეყნებს ჯგუ­ფში, რო­მე­ლიც დღემ­დე მო­უგ­ვა­რებელია და ტუ­რის­ტების­თვის საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრობლე­მას წარ­მო­ად­გენს. აი, ეს ჩა­მო­ნათ­ვა­ლიც:

1. სა­ზო­გა­დოებრი­ვი ტუ­ა­ლე­ტები კვლავ არ არ­სებობს;

2. მთა­ვა­რი გზების გას­წვრივ ისევ ყრია ნა­გა­ვი, რაც ძა­ლი­ან ცუდ შთაბეჭ­დი­ლებას ტო­ვებს ქვეყანა­ზე! უნ­და განხორ­ცი­ელ­დეს აქ­ტი­უ­რი პრო­პა­გან­და ნაგ­ვის დაყრის წი­ნა­აღ­მდეგ ტე­ლე­ვი­ზიებით და და­იდ­გას ურ­ნები, იქ სა­დაც ნაკ­ლებობაა!

3. ტუ­რის­ტების უსაფრთხოების პრობლე­მა კვლავ მო­უგ­ვა­რებელია!  „ციგ­ნები“ უკ­ვე არამარ­ტო ფულს თხოვენ, არა­მედ ხელით ეხებიან და ფულს აც­ლი­ან ტუ­რის­ტებს! რაც ყაჩა­ღობაა დღი­სით, მზი­სით, ქა­ლა­ქის ცენ­ტრში! ზაფხულ­ში ვიყავი ბაქო­ში ტურ­ზე, სა­დაც ერ­თი მათხოვა­რი ან  „ცი­გა­ნი“ ვერ ვნახე ხუთი ტუ­რის­ტუ­ლი ობიექ­ტი­დან ვერც ერ­თზე (თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე დღეა საქართველოს შსს-მ გააძლიერა მეთვალყურეობა იმ არასრულწლოვნებზე, რომლებიც ხელს უშლიან ტურისტებს).

4. ტუ­რის­ტებს აყაჩა­ღებენ ასე­ვე ღა­მის კლუბებში, აჩ­ვე­ნებენ ერთ მე­ნი­უს, სა­დაც შამ­პა­ნუ­რის ფა­სი არის 100 ლა­რი და ბოლოს გა­მო­აქვთ მე­ო­რე, სა­დაც 1000 წე­რი­ა, ხდება ზე­წო­ლა და და­ში­ნება დაც­ვის მი­ერ და იძუ­ლება თანხა გა­დაიხადონ! ირიბი ყაჩა­ღობა!

5. გა­ვა­უმჯობესეთ თუ არა სერ­ვი­სი და მომ­სახურეობა?! პა­სუხი არის არა, რად­გან ყვე­ლა, ვინც ავ­ტო­მობილ­ზე პლა­კატს გა­აკ­რავს, ატა­რებს ტუ­რებს და არ არ­სებობს არა­ნა­ი­რი კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მი!

6. უცხო ქვეყნის მო­ქა­ლა­ქეების და­საქ­მების მიზ­ნით ჩა­მომ­სვლელ­თა რა­ო­დე­ნობა იზ­რდება და არ ხორ­ცი­ელ­დება კონ­ტრო­ლი, ხშირ შემთხვე­ვა­ში, არ იხდი­ან გა­და­სახადებს..! ჩვენ ყოველ­დღი­უ­რად მოწ­მე­ნი ვართ, რო­გორ ადე­პორ­ტებენ სხვა­დასხვა ქვეყნებიდან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეებს, თუ არ გა­აჩ­ნი­ათ სა­მუ­შაო ვი­ზა და ნებარ­თვა! რა­ტომ არ უნ­და მო­ვითხოვოთ წეს­რი­გი აქ?!

7. ასე­ვე, რეს­ტორ­ნებში ხში­რად გა­მოიყენება უვარ­გი­სი პრო­დუქ­ტი და არ ხორ­ცი­ელ­დება ხარისხის შე­საბამი­სი კონ­ტრო­ლი, გან­სა­კუთ­რებით -რე­გი­ო­ნებში! არის სრუ­ლი ქა­ო­სი და გა­ნუ­კითხაობა!

8. სახელ­მწი­ფომ მე­ტად უნ­და გა­ი­თა­ვი­სოს რო­ლი, მთავ­რობის პირ­და­პი­რი მო­ვა­ლეობაა, და­იც­ვას უცხო და ჩვე­ნი ქვეყნის მო­ქა­ლა­ქე­თა უსაფრთხოება!

9. ასე­ვე მი­მაჩ­ნი­ა, რომ ტუ­რიზ­მი­დან შე­მო­სუ­ლი მი­ლი­არ­დებიდან უნ­და მოხდეს ინ­ვეს­ტი­რება, ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრობლე­მების მო­საგ­ვა­რებლად და ახალი ტუ­რის­ტუ­ლი ობიექ­ტების შე­საქ­მნე­ლად, რა­თა მთე­ლი დატ­ვირ­თვა არ ხდებოდეს რამ­დე­ნი­მე რე­გი­ონ­ზე და მე­ტად გა­ე­წი­ოს სხვა მხარეებს და კუთხეებს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია! სა­მუ­შაო იმა­ზე მე­ტი­ა, ვიდ­რე გვგო­ნია!

 

ლე­ვან რე­ვა­ზიშ­ვი­ლი მხოლოდ ერთ და­დებით ფაქ­ტზე ამახვი­ლებს ყურად­ღებას, რაც მთავ­რობის მი­ერ განხორ­ცი­ელ­და: „მთა­ვა­რი და­დებითი ფაქ­ტი, რაც განხორ­ცი­ელ­და, არის მცი­რე ბიზ­ნე­სის­თვის გა­და­სახადების ერთ პრო­ცენ­ტამ­დე დაყვა­ნა. ეს ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რია და უფ­რო მე­ტი შე­დე­გის მომ­ტა­ნი იქ­ნება რო­გორ კერ­ძო სექ­ტო­რის­თვის, ასე­ვე - სახელ­მწი­ფო ბიუჯეტის­თვის და ქვეყნის ეკო­ნო­მი­კის­თვის“.

ლე­ვა­ნის მსგავ­სად, ტუ­რიზ­მის სექ­ტორ­ში არ­სებულ სხვა­დასხვა პრობლე­მებზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბევ­რი მო­საზ­რება გავ­რცელ­და, რო­მელ­თა­გან რამ­დე­ნი­მე ცი­ტა­ტას შე­მოგ­თა­ვა­ზებთ:

 

ანუ­კი გი­ორ­გობია­ნი: „ჩა­მოთ­ვლი­ლი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ფიქ­რებს დაყაჩა­ღებები და უვარ­გი­სი საკ­ვებიიი.ეს დი­დი და მო­უგ­ვა­რებელი კა­ტას­ტრო­ფა­აა.“

და­ვით ნა­სა­რი­ძე: „გე­თანხმები... ბევ­რია სა­მუ­შაო ამ მი­მარ­თუ­ლებით ...ნაგ­ვის ურ­ნების დად­გმა არ შვე­ლის, ურ­ნებს იპა­რა­ვენ ან მა­ლე­ვე ნად­გურ­დება ...ასე­ვე სა­გან­გა­შო თე­მაა ცე­ლოფ­ნის პარ­კები ან აკ­რძა­ლონ ან ისე­თი და­ამ­ზა­დონ, რაც იშ­ლება ღია ცის ქვეშ... არა­სა­თა­ნა­დო ყურად­ღება ექ­ცე­ვა სხვა სფე­როებს, მე­დი­ცი­ნას, აბანოებს, ია­რა­ღის წარ­მოებას, მეაბრე­შუ­მეობას ...მარ­ტო ღვი­ნის ქვეყანა არ ვართ მოკ­ლედ.

მა­ია ჩა­დუ­ნე­ლი: „ბაქო­ში იმი­ტომ ვერ ნახე მათხოვ­რები,­ რომ კა­ნო­ნი მი­ი­ღეს და ყვე­ლა მათხოვა­რი ქვეყნი­დან გაყარეს. აბა, მიხვდი, სად ჩა­მო­ვიდ­ნენ ეს „ციგ­ნები“? საზ­ღვარ­ზე რო­გორ გად­მო­დი­ან პას­პორ­ტის გა­რე­შე? აი, ესაა სა­კითხავი“.

და­ვით ნა­სა­რი­ძე: „მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მაა ისიც, რომ არაბული სამყარო­დან თურ­ქე­თი­დან და რუ­სუ­ლე­ნოვ­ნები ჩა­მო­დი­ან ტუ­რის­ტებად და მე­რე აქ მუ­შაობენ და არ­სად ფიქ­სირ­დებიან გა­დამხდე­ლებად. შე­მო­სუ­ლი ფუ­ლი უკან გა­დის. ეს უნ­და იყოს რე­გუ­ლი­რებადი... ტუ­რის­ტი არი ტუ­რის­ტი და ტუ­რიზ­მში დას­ქმებული არა­კო­ნუ­რენ­ცი­ულ გა­რე­მოს არ უნ­და ქმნი­დეს რო­გორც „გი­დი დრა­ი­ვე­რი“ ან რეს­ტორ­ნის პერ­სო­ნა­ლი, თან ენაც არ იცი­ან და რას უყვებიან ჩვენ ქვეყანა­ზე თა­ვის მო­ქა­ლა­ქეებს, კაც­მა არ იცის“.

ნი­ნა­კა ხოტივ­რიშ­ვი­ლი: „ მე მა­ინც სახელ­მწი­ფოს მი­ერ აუ­ცი­ლებლად მო­საგ­ვა­რებელ სა­კითხად მი­მაჩ­ნი­ა, შე­მო­სუ­ლი 3 მი­ლი­არ­დი­დან (რომ­ლის შე­მო­ტა­ნა­შიც, ბევ­რი ჩვენ­თა­გა­ნის შრო­მა და უძი­ლო ღა­მე დევს) არაა რთუ­ლი, გა­მო­ნახო ამ სფე­როს გა­სა­ვი­თა­რებლად სა­ჭი­რო სახსრები, მი­თუ­მე­ტეს, რომ ეს "ტურიზმია".

ოთო ჯაფა­რი­ძე: „ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი კი იწყება, მაგ­რამ მე უკ­ვე სე­რი­ო­ზუ­ლი ეჭ­ვი მაქვს, რამ­დე­ნად უნ­და სახელ­მწი­ფოს ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რება! საქ­მე იმა­ში­ა, რომ რო­გორც ხდება ცნობილი, სვა­ნეთ­ში და კერ­ძოდ მეს­ტი­ის ირ­გვლივ თით­ქმის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან ტუ­რის­ტულ წერ­ტილ­ში ჰესი ან თით­ქმის აშე­ნებულია ან იგეგ­მება!“

ნი­კო­ლოზ ბერე­კაშ­ვი­ლი: „სწო­რად აღ­ნიშ­ნე სახელ­მწი­ფო­მო - ალბათ, რო­დე­საც გვექ­ნება ნამ­დვი­ლი სახელ­მწი­ფო, თა­ვი­სი ინ­სტი­ტუ­ტებით, მა­შინ მო­ევ­ლება ამ პრობლე­მებს. ქვეყანა­ში სრუ­ლი ვაგხანა­ლი­აა ყვე­ლა სფე­რო­ში ხელი­სუფ­ლების მხრი­დან, ასე რომ, მოც­და მოგ­ვი­წევს და იმე­დი მაქვს, დიდხანს არა

რუ­სა მჭედ­ლიშ­ვი­ლი: „ტუ­რიზ­მის ეროვ­ნულ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ რომ შეკ­რიბოს ტუ­რიზ­მში ჩახედუ­ლი გა­მოც­დი­ლი ხალხი, რომ­ლებსაც ყოველ­დღი­უ­რი კონ­ტაქ­ტი აქვთ ტუ­რის­ტებთან და მო­ის­მი­ნოს თუ რა პრობლე­მებს ვაწყდებით თუნ­დაც ჩვენ და რო­გორ ვცდი­ლობთ ჩვე­ნი­ვე თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეების „მი­ქა­რუ­ლის“ გა­მოს­წო­რებას? კარ­გი იქ­ნებოდა. შემ­დეგ გა­მო­სა­ვალ­ზეც და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებზეც მარ­ტი­ვი იქ­ნებოდა მსჯელობა, რო­ცა ზუს­ტად იცი რო­მელ კუთხეს რა უჭირს და რა არის მო­საგ­ვა­რებელი. ხოლო რაც შეეხება „ციგ­ნებს“, მარ­ტო ტუ­რის­ტებს კი არა, ჩვენც გვძარ­ცვა­ვენ და რა­ტომ არა­ვინ არ იღებს ზო­მებს?“

 

ლე­ვან რე­ვა­ზიშ­ვი­ლის აზ­რით, მთა­ვა­რი პრობლე­მა მა­ინც ისა­ა, რომ ტუ­რიზ­მში არ არ­სებობს რამ­დე­ნი­მე წელ­ზე გათ­ვლი­ლი სტრა­ტე­გია! რას ვა­პი­რებთ და სად მივ­დი­ვართ ხუთ ან ათ წე­ლი­წად­ში.

მი­სი­ვე თქმით,  ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტებზე მათ ტუ­რიზ­მის ეროვ­ნულ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თა­ნაც ღი­ად უსაუბრი­ათ, ყვე­ლა პრობლე­მა­ზე მი­უ­წო­დებიათ ინ­ფორ­მა­ცი­ა, მაგ­რამ, სამ­წუხაროდ, ტუ­რიზ­მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­საც არ აქვს შე­საბამი­სი ბერ­კე­ტები, და­მო­უ­კი­დებლად მო­აგ­ვა­როს ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი. ყვე­ლა­ფე­რი უფ­რო მა­ღალ დო­ნე­ზე უნ­და გა­დაწყდეს...

 

 ნა­ტა ლუ­ტი­ძე

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია