საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
უსაფრთხო სკო­ლის უზ­რუნ­ველ­საყოფად მან­და­ტუ­რის სამ­სახურის გა’­ლი­ე­რება იგეგ­მება
უსაფრთხო სკო­ლის უზ­რუნ­ველ­საყოფად მან­და­ტუ­რის სამ­სახურის გა’­ლი­ე­რება იგეგ­მება
სულ ნანახია 152
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

 

უსაფრთხო სას­კო­ლო გა­რე­მოს შექ­მნა გა­ნათ­ლებისა და მეც­ნი­­რების სა­მი­ნის­ტროს მთა­ვა­რი პრი­­რი­ტე­ტია სწო­რედ ამ თე­მას მი­ეძ­ღვნა დღეს გა­მარ­თუ­ლი კონ­ფე­რენ­ცია, რო­მე­ლიც  გა­ნათ­ლებისა და მეც­ნი­ე­რების მი­ნის­ტრმა მიხეილ ჩხენ­კელ­მა გახსნა. მი­ნის­ტრმა  ვრცლად ისაუბრა იმ პრო­ექ­ტებზე, რაც აუ­ცი­ლებელია სკო­ლებში უსაფრთხო და პო­ზი­ტი­უ­რი გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­საყოფად, რა­თა მოს­წავ­ლეებს სა­შუ­ა­ლება ჰქონ­დეთ სრუ­ლად გა­მო­ავ­ლი­ნონ პო­ტენ­ცი­ა­ლი, გახდნენ აქ­ტი­უ­რი  მო­ქა­ლა­ქეები და მო­ნა­წი­ლეობა მი­ი­ღონ ქვეყნის გან­ვი­თა­რებაში.

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნა ახალი ინ­ტე­რა­ქი­უ­ლი ვებპორ­ტა­ლიიყავი მე­გობარი“, რო­მე­ლიც დაეხმა­რება მოს­წავ­ლეებს, მათ მშობლებს, მას­წავ­ლებლებს, ფარ­თო სა­ზო­გა­დოებას მი­ი­ღონ პა­სუხები მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­კითხებზე.

ასე­ვე წარ­დგე­ნი­ლი იქ­ნა უსაფრ-თხო სას­კო­ლო გა­რე­მოს შექ­მნის მიზ­ნით, სა­მი­ნის­ტროს მი­ერ და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვობების გეგ­მა. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით აღი­ნიშ­ნა,  რომ   ყვე­ლა გა­დაწყვე­ტი­ლება, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში ან სკო­ლას­თან და­კავ­ში­რებით მი­ი­ღება, მხოლოდ ბავ­შვის ინ­ტე­რე­სებზე არის და იქ­ნება მორ­გებული.

რაც შეეხება სიახლეებს  - ამოქ­მედ­და და მიმ­დი­ნა­რეობს  მოს­წავ­ლეებთან შეხვედ­რების ციკ­ლიმო­ვუს­მი­ნოთ მოს­წავ­ლეებს“, სა­დაც მო­ზარ­დები სას­კო­ლო ცხოვ­რებას­თან და­კავ­ში­რებულ პრობლე­მებზე და მა­თი გა­დაჭ­რის გზებზე მი­ნის­ტრთან, სა­მი­ნის­ტროს სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებთან და ფსი­ქო­ლო­გებთან პი­რის­პირ საუბრობენ. ანა­ლო­გი­უ­რი შეხვედ­რები იმარ­თება მშობლებთან და პე­და­გო­გებთან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ  მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნად გა­ი­ზარ­და სა­ზო­გა­დოების, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა - მშობელ­თა ჩარ­თუ­ლობა სას­კო­ლო ცხოვ­რებაში და მა­თი  მო­ნა­წი­ლეობა სა­სურ­ვე­ლი გა­რე­მოს ფორ­მი­რებაში. ძა­ლა­დობისა და ბულინ­გის შე­სახებ სა­ზო­გა­დოებრი­ვი ცნობიე­რების ასა­მაღ­ლებლად, და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ი­სათ­ვის და მსხვერ­პლთა და­სახმა­რებლად, შე­მუ­შავ­და კონ­კრე­ტუ­ლი რე­კო­მენ­და­ციები მშობლების­თვის, მოს­წავ­ლეებისა და მას­წავ­ლებლების­თვის.

გან­სა­კუთ­რებულ რო­ლი ენი­ჭება სპე­ცი­ა­ლის­ტთა, პირ­ველ რიგ­ში, ფსი­ქო­ლოგ­თა მო­ნა­წი­ლეობას რო­გორც კონ­ფლიქ­ტების პრე­ვენ­ცი­ა­ში ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე ჩა­რე­ვის გზით, ასე­ვე უშუ­ა­ლოდ კონ­ფლიქ­ტების დროს. ამი­ტომ, გაძ­ლი­ერ­დება და ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნება ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სერ­ვი­სები. გაძ­ლი­ერ­დება ფსი­ქო­ლოგ­თა რო­ლი უშუ­ა­ლოდ კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ციების დროს.  ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრი ეც­დება მარ­თოს კონ­ფლიქ­ტი და თა­ვი­დან აი­ცი­ლოს მი­სი გამ­წვა­ვება.

ერთ-ერ­თი ახალი ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ­ლის დახვე­წაც ახლა მიმ­დი­ნა­რეობს, არისკრი­ზი­სუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის ჯგუ­ფისპრო­ექ­ტი. ფსი­ქო­ლოგ­თა, სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკ­თა და სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტთა ამო­ცა­ნა იქ­ნება სკო­ლებში სწრა­ფი რე­ა­გი­რების აუ­ცი­ლებლობისას ად­გილ­ზე შე­ის­წავ­ლოს მდგო­მა­რეობა, გა­ერ­კვეს სა­ჭი­როებებში და შე­საბამი­სი კონ­სულ­ტა­ციები გა­უ­წი­ოს სკო­ლას და ყვე­ლა მხარეს.

სკო­ლებში უსაფრთხო და და­ცუ­ლი გა­რე­მოს შექ­მნის მიზ­ნით გა­ნათ­ლებისა და მეც­ნი­ე­რების სა­მი­ნის­ტრო­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს უწყებათა­შო­რი­სი ჯგუ­ფის მი­ერ მომ­ზად­და „ზო­გა­დი გა­ნათ­ლების შე­სახებსა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლებების პრო­ექ­ტი.

პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია მან­და­ტუ­რის სამ­სახურის გაძ­ლი­ე­რება და სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნოებთან კო­ორ­დი­ნი­რებული თა­ნამ­შრომ­ლობის ხელ­შეწყობათი­თო­ე­უ­ლი ბავ­შვის დაც­ვა, რო­გორც სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ასე­ვე მის ფარ­გლებს გა­რე­თაც.

 

კა­ნონ­ში ცვლი­ლებათა მიხედ­ვით:

P შე­მუ­შავ­დება სკო­ლებში უსაფრთ-ხოებისა და სა­ზო­გა­დოებრი­ვი წეს­რი­გის დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი წე­სი.

P შე­იც­ვლება მან­და­ტუ­რის დაქ­ვემ­დებარება. მას და­ნიშ­ნავს და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს მან­და­ტუ­რის სამ­სახური.

გაძ­ლი­ერ­დება ვი­დეო მეთ­ვალყურეობის სის­ტე­მა, რო­გორც სკო­ლის პე­რი­მეტ­რის შიგ­ნით, ასე­ვე გა­რეთ.

P მან­და­ტუ­რის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას­თან და ასაკ­თან და­კავ­ში­რებით შე­იც­ვლება მოთხოვ­ნები. სა­ვალ­დებულო გახდება უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლება ან ზო­გა­დი და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლება ერ­თად

P მან­და­ტუ­რების მო­სამ­ზა­დებელი კურ­სი გახან­გრძლივ­დება და გაძ­ლი­ერ­დება. თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას­თან ერ­თად, კურსს და­ე­მა­ტება ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დებისა და პრაქ­ტი­კის კომ­პო­ნენ­ტები. თე­ო­რი­უ­ლი კურ­სის ში­ნა­არ­სში გან­ვი­თარ­დება ბავ­შვთა ასა­კობრი­ვი კა­ნონ­ზო­მი­ე­რებების, კონ­ფლიქ­ტების მარ­თვი­სა და მე­დი­ა­ცი­ის მო­დუ­ლები.

P მკა­ფიო გახდება თა­ნამ­შრომ­ლობის სქე­მები მან­და­ტუ­რებსა და სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, მან­და­ტურ­სა და პატ­რულს შო­რის.

P კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ციების დე­ეს­კა­ლა­ცი­ის მიზ­ნით კა­ნონ­ში გაჩ­ნდება უსაფრთხოების დაც­ვის ახალი მე­ქა­ნიზ­მიგან­ცალ­კე­ვება“. იმ შემთხვე­ვა­ში თუ სკო­ლი­დან გას­ვლის შემ­დეგ მოს­წავ­ლის სი­ცოცხლის ან ჯან­მრთე­ლობის რის­კებთან და­კავ­ში­რებით გაჩ­ნდება ეჭ­ვი, მან­და­ტურს უფ­ლება ექ­ნება მოახდი­ნოს მო­ზარ­დის გან­ცალ­კე­ვება, მშობლის ან ოჯახის სხვა რო­მე­ლი­მე წევ­რის მოს­ვლამ­დე. ამ პე­რი­ოდ­ში მოს­წავ­ლე ჩარ­თუ­ლი იქ­ნება სხვა­დასხვა სას­კო­ლო აქ­ტი­ვობაში და მას მეთ­ვალყურეობას გა­უ­წევს სკო­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი

 

და ბოლოს,  სკო­ლებში ძა­ლა­დობის შე­სამ­ცი­რებლად ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი ბერ­კე­ტი­ა  მო­ზარ­დთა ფი­ზი­კუ­რი­გან­ვი­თა­რება და  ჯან­სა­ღი ცხოვ­რების წე­სის დამ­კვიდ­რება. ამი­ტომ, სკო­ლებში ფი­ზი­კუ­რი აღ­ზრდის გაძ­ლი­ე­რება, მო­ზარ­დთა სპორ­ტუ­ლი და შე­მოქ­მე­დებითი აქ­ტი­ვობების წახალი­სება და შე­საბამი­სი ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის სრულყოფა სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტია.  

ამ მიზ­ნით გა­ორ­მაგ­და ბიუჯეტი სას­კო­ლო სპორ­ტულ ღო­ნის­ძიებათა მხარ­და­სა­ჭე­რად.

სა­მი­ნის­ტრო  ეროვ­ნულ დო­ნე­ზე ჩა­ა­ტა­რებს სას­კო­ლო სპორ­ტულ ოლიმ­პი­ა­დას. მის საწყის ეტაპ­ზე ჩარ­თვა სპორ­ტუ­ლი მო­ნა­ცე­მების მიუხედა­ვად, ყვე­ლა მსურ­ველს შე­უძ­ლია

ოლიმ­პი­ა­დები მო­ი­ცავს მთელ სა­ქარ­თვე­ლოს, 1700-ზე მეტ საჯარო და კერ­ძო სკო­ლას,  100 000-ზე მე­ტი მოს­წავ­ლეს,  ხოლო ად­გი­ლობრივ ოლიმ­პი­ა­დებში გა­მარჯვებული მოს­წავ­ლეები სა­ერ­თა­შო­რი­სო სას­კო­ლო სპორ­ტულ შეჯიბრებებში და გიმ­ნა­ზი­ა­დებში მი­ი­ღებენ მო­ნა­წი­ლეობას.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია