დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სო­მე­ლიე მი­რან­და დო­ლაბერი­’ე: „ბედნიერი ვარ, რომ იტალიური ღვინის ოსკარზე გამარჯვებული ვინოების გამოვლენაში მეც ვმონაწილეობდი“
სო­მე­ლიე მი­რან­და დო­ლაბერი­’ე: „ბედნიერი ვარ, რომ იტალიური ღვინის ოსკარზე გამარჯვებული ვინოების გამოვლენაში მეც ვმონაწილეობდი“
სულ ნანახია 953
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

Oscar del VIno 2018“ - ამ სახელ­წო­დებით  იტა­ლი­უ­რი ღვი­ნოების მე-19 დაჯილ­დოება გა­ი­მარ­თა იტა­ლი­ის დე­და­ქა­ლაქ რომ­ში, HOTEL ROME CAVALIERI -ში. „ოს­კა­რის“ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი გახლდათ FONDAZIONE ITALIANA SOMMELIER.

ამ იტა­ლი­უ­რი ღვი­ნის დღე­სას­წა­ულ­ში ერ­თი ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი სო­მე­ლიე გო­გო­ნაც მო­ნა­წი­ლეობდა - მი­რან­და დო­ლაბერი­ძე, რო­მე­ლიც ამ პრო­ფე­სი­ას სწო­რედ იტა­ლი­ა­ში და­ე­უფ­ლა და მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს, სამ­შობლო­ში დაბრუ­ნებამ­დე პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლებაც მი­ი­ღოს.

მი­რან­და დღეს ჩვე­ნი სტუ­მა­რია და მას­თან ინ­ტერ­ვი­უს გთა­ვა­ზობთ.

- მი­რან­და, ვი­ცი, რომ ემო­ცი­უ­რად დატ­ვირ­თუ­ლი ხარ, შე­გიძ­ლი­ა, რომ სიტყვებით გაგ­ვი­ზი­ა­რო შე­ნი ემო­ცია? გვი­ამბო შე­ნი შთაბეჭ­დი­ლებები?

- დი­დი სი­ა­მოვ­ნებით. წელს მე­სა­მედ მქონ­და ბედ­ნი­ე­რება, რომ დავ­სწრებოდი იტა­ლი­უ­რი ღვი­ნის არაჩ­ვე­უ­ლებრივ „დღე­სას­წა­ულს“, ოს­კა­რის დაჯილ­დოების ცე­რე­მო­ნი­ალს. უფ­რო მე­ტიც, მე, ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი სო­მე­ლიე გო­გო­ნა, ვმო­ნა­წი­ლეობდი კი­დეც იტა­ლი­უ­რი ღვი­ნოების შე­ფა­სებაში. ეს ჩე­მი ცხოვ­რების ამ ეტაპ­ზე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნად მი­მაჩ­ნია. ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ ჩემს თა­ნა­მე­მა­მუ­ლეებს მინ­და, ვუ­ამბო ამ დღე­სას­წა­ულ­ზე გან­ცდი­ლი ემო­ცი­ის შე­სახებ, რად­გან უდი­დე­სი სურ­ვი­ლი მაქვს, რომ ჩემს სამ­შობლო­ში, სა­ქარ­თვე­ლო­შიც ვიხილო ღვი­ნის ასე­თი „ოს­კა­რი“. სა­ქარ­თვე­ლო ხომ მსოფ­ლი­ომ უკ­ვე აღი­ა­რა ვა­ზი­სა და ღვი­ნის სამ­შობლოდ, თუმ­ცა ჯერ კი­დევ ბევ­რის სწავ­ლა მო­უ­წევს ევ­რო­პის­გან და მათ შო­რის - იტა­ლი­ის­გან.

ღვი­ნო მხოლოდ ალ­კოჰოლუ­რი მათ­რობელა სას­მე­ლი არ არის... რა­ტომ?   ჩვენს ეპო­ქა­ში იგი ხელოვ­ნების და ის­ტო­რი­ის უდი­დე­სი ნა­წი­ლია. ეს კი­დევ ერთხელ გან­სა­კუთ­რებულად ვიგ­რძე­ნი „იტა­ლი­უ­რი ღვი­ნის ოს­კარ­ზე“.

- იქ­ნებ  „ღვი­ნის ოს­კა­რის“ ცე­რე­მო­ნი­ის დე­ტა­ლებიც გაგ­ვიმხილო...

- სა­გე­დუს­ტა­ციო დარბაზის ელე­გან­ტუ­რობის აღ­სა­წე­რად სიტყვები არას­დროს მყოფ­ნის...

შე­ვეც­დები, სხვა დე­ტა­ლები მო­გიყვეთ: „ოს­კა­რის“ სა­ღა­მოს პრე­ზენ­ტა­ტო­რი იყო თვით FONDAZIONE ITAIANA SOMMELIER-ს პრე­ზი­დენ­ტი ფრან­კო მა­რია რი­ჩი. სა­ღა­მოს გახსნი­ლად გა­მოცხადების შემ­დეგ გა­ის­მა სა­ოც­რად ამა­ღელ­ვებელი ემო­ცი­უ­რი მუ­სი­კა (მე­გო­ნა, გლა­დი­ა­ტო­რები იწყებდნენ შე­მოს­ვლას) და სო­მე­ლი­ე­თა გუნდს წინ შე­მო­უძ­ღვა სო­მე­ლი­ეების მთა­ვარ­სარ­და­ლი, უბალ­დო პი­ცინ­გრი­ლი... თი­თო­ე­ულ სო­მე­ლი­ეს მარცხენა ხელ­ში ეჭი­რა ამ სა­ღა­მოს­თვის გან­კუთ­ვნი­ლი თი­თო ბოთ­ლი ღვი­ნო.

რაც შეეხება ღვი­ნის ნო­მი­ნა­ციებს, იგი იყოფო­და 9 ეტა­პად და თი­თო ნო­მი­ნა­ცი­ი­დან წარ­მოდ­გე­ნი­ლი და და­გე­მოვ­ნებული იყო სამ-სა­მი ღვი­ნო. თი­თო­ელ  ნო­მი­ნა­ცი­ას ჰყავ­და მომხსე­ნებელი ანუ ღვი­ნის წარ­მდგე­ნი სო­მე­ლი­ე, რო­მე­ლიც ზო­გა­დად საუბრობდა  და აც­ნობდა დამ­სწრე სა­ზო­გა­დეობას წარ­დგე­ნილ და და­სა­გე­მოვ­ნებლად გამ­ზა­დებულ ღვი­ნოს. კარ­გად რომ წარ­მო­იდ­გი­ნოთ, სო­მე­ლიე ყვება კონ­კრე­ტუ­ლი ღვი­ნის ის­ტო­რი­ას, ეხება ვა­ზის ჯიშს და ტე­რუ­ა­რის ად­გილ­მდებარეობას.. გარ­და ამი­სა, საუბარს აგ­რძე­ლებს ბოკალ­ში ჩა­მოსხმუ­ლი ღვი­ნით,  ანუ ღვი­ნის შე­ფა­სება იწყება თვა­ლის ანა­ლი­ზით - ფე­რის შე­ფა­სება, შემ­დეგ გა­და­დის ყნოს­ვით შე­ფა­სებაზე და შემ­დეგ უკ­ვე ხდება და­გე­მოვ­ნება ანუ ღვი­ნის ორ­გა­ნო­ლეპ­ტი­კის შე­ფა­სება, საბოლო­ოდ არის დას­კვნა და „აბინა­მენ­ტო“ - ზო­გა­დი რჩე­ვები, თუ რა კერ­ძი შე­იძ­ლება, შე­ვუხამოთ შე­მოთ­ვა­ზებულ ღვი­ნოს... თი­თო­ე­უ­ლი ამ ეტა­პის მოს­მე­ნა ღვი­ნის წარ­მდგე­ნი სო­მე­ლი­ეს­გან გა­მოგ­ზა­უ­რებს გა­მოც­დი­ლებით სავ­სე ღვი­ნის არა მარ­ტო ის­ტო­რი­ა­ში, არა­მედ გაგ­რძნობინებს ღვი­ნოს ხელოვ­ნების დო­ნე­ზე. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი დამ­გე­მოვ­ნებელ­მა ბოკალ­ში ჩასხმუ­ლი 50 გრა­მი ღვი­ნით უნ­და შე­ა­ფა­სოს.

- ეს დაჯილ­დოება 19 წე­ლია ტარ­დება, წელს რა სიახლეები იყო?

- გა­სუ­ლი წლების­გან განსხვა­ვებით,  წელს  Oscar del vino 2018-ზე შე­ფა­სებას ახდენ­და არა მხოლოდ ჟიუ­რი, არა­მედ დარბაზ­ში დამ­სწრე 700 კა­ცი­ა­ნი სა­ზო­გა­დოება (აქ შეხვდებოდით: „ოს­კარ­ზე“ წარ­დგე­ნი­ლი ღვი­ნოების მწარ­მოებლებს, ენო­ლო­გებს, ცნობილ ჟურ­ნა­ლის­ტებს პრე­სი­დან თუ ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან, რეს­ტო­რა­ტო­რებს, რი­გით სო­მე­ლი­ეებს თუ ღვი­ნის მოყვა­რუ­ლებს. მათ შო­რის ვიყავი მეც.

ხმის მი­ცე­მა ხდებოდა  მობილუ­რების სა­შუ­ა­ლებით, თი­თო­ე­ულ დამ­სწრეს გა­აჩ­ნდა სა­კუ­თა­რი კო­დი, რომ­ლი­თაც რე­გის­ტრირ­დებოდ­ნენ  www.bibenda.it სა­იტ­ზე და ამ­გვა­რად აფიქ­სი­რებდნენ ღვი­ნის თვითშე­ფა­სებას. მე­ა­მაყება, რომ ჩემს მი­ერ შე­ფა­სებული ღვი­ნოებიდან ოთხმა გა­ი­მარჯვა.

- თუ შე­გიძ­ლი­ათ, გაგ­ვა­ცა­ნით სხვა­დასხვა ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მარჯვებული იტა­ლი­უ­რი ღვი­ნოები.

- დი­დი სი­ა­მოვ­ნებით. აი, სხვა­დასხვა ნო­მი­ნა­ციებში გა­მარჯვებული ღვი­ნოები:

ნო­მი­ნა­ცია 1. სა­უ­კე­თე­სო შუშხუნა ღვი­ნო. მომხსე­ნებელი ლუ­ჩი­ა­ნო მა­ლო­ცი

Franciacorta Dosage Zero Noir vinta­ge Colle­ction 2007. Ca Del Bosco

ნო­მი­ნა­ცაი 2. სა­­კე­თე­სო თეთ­რი ღვი­ნო.  მომხსე­ნებელი ჯოვა­ნი ლაი

Langhe RIeslIng Herzu 2014. Et­to­re Germano

ნო­მი­ნა­ცია 3. სა­­კე­თე­სო ვარ­დის­ფე­რი ღვი­ნო. მომხსე­ნებელი  ალე­სია ბორე­ლი

Etna Rosato Arcuria 2016. Calcagno

ნო­მი­ნა­ცია 4. სა­­კე­თე­სო წი­თე­ლი ღვი­ნო. მომხსე­ნებელი მა­სი­მო ბილე­ტო

Amarone della valpolicella Classico Ca Florian Riserva 2010.  Tommasi

ნო­მი­ნა­ცია 5. სა­­კე­თე­სო ტკბილი ღვი­ნო. მომხსე­ნებელი და­ნი­­ლე მა­ეს­ტრი

A.A. Mosacato Giallo Passito Barones­se Baron Salvadori 2014. Nails Margreid

ნო­მი­ნა­ცია 6. სა­­კე­თე­სო ღვი­ნის სა­­კე­თე­სო მწარ­მოებელი. მომხსე­ნებელი პა­­ლო ლა­­ჩა­ნი

Sagrantino di Mont­e­falco 25 Anni 2013.   Arnaldo Caprai

ნო­მი­ნა­ცია 7. სა­­კე­თე­სო ღვი­ნო ხარისხის და ფა­სის გათ­ვა­ლის­წი­ნებით. მომხსე­ნებელი ჯული­­ნო ლე­მე

ver­me­ntIno di Toscana Belvente 2016. Pe­tra

ნო­მი­ნა­ცია 8. სა­­კე­თე­სო მო­მავ­ლის ღვი­ნო (რომ­ლებიც ახალი­, მაგ­რამ ხარისხით არ ჩა­მო­­ვარ­დება ის­ტო­რი­ულ და წარ­მა­ტებულ ღვი­ნოებს)

Brunello di Montalcino Paesaggio inat­t­eso 2012.  Camigliano

ნო­მი­ნა­ცია 9. სა­­კე­თე­სო პრე­მია ჟიუ­რის­გან

Cervaro della Sala 2011. Cast­ello della Sala.

Bolgheri Sassicaia 2014. Ten­uta San Guido

Masse­to 2014. OrnellaIa e Masse­to

Brunello di Montalcino Riserva 2011. Biondi Santi

მე-9 ნო­მი­ნა­ცი­­ში იტა­ლი­ის სა­­კე­თე­სო ღვი­ნოები იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ამი­ტომ ჟიუ­რის გა­დაწყვე­ტი­ლებით, ოთხივე ნო­მი­ნან­ტი ღვი­ნო დაჯილ­დოვ­დაოს­კა­რით“, სა­კუ­თარ მწარ­მოებლებთან ერ­თად.

ღვი­ნოების გარ­და, და­სახელ­და სა­­კე­თე­სო ენო­ლო­გის, სა­­კე­თე­სო ღვი­ნის ჟურ­ნა­ლის­ტის  და  სა­­კე­თე­სო ღვი­ნის  მარ­კე­ტინგ-მე­ნეჯერის  ნო­მი­ნა­ციებიც.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­, რომ წლის სა­­კე­თე­სო იტა­ლი­­რი ღვი­ნოების ოს­კა­რი/დე­გუს­ტა­ცია 6 სა­­თი გრძელ­დებოდა, მას­ში მო­ნა­წი­ლეობას იღებდა 50 სო­მე­ლი­, წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ღვი­ნის 28 ეტი­კე­ტი,  ღვი­ნის ბოთ­ლების გან­ლა­გება დაყოფი­ლი იყო 4 ძი­რი­თად დახლად და თი­თო დახლს ჰქონ­და  28 ეტი­კე­ტის 10-10 ბოთ­ლი ღვი­ნო. ანუ სა­ერ­თოდ ღვი­ნოების რა­­დე­ნობა  1200 ბოთლს შე­ად­გენ­და.

იტა­ლი­­რი ღვი­ნის ოს­კა­რი“-ს სა­ღა­მომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ ჩა­ი­ა­რა.  წლი­დან წლამ­დე ესე და­უ­ღა­ლა­ვად მუ­შაობენ იტა­ლი­ე­ლი სო­მე­ლი­ეები და არა მარ­ტო ისი­ნი, სიახლებიის ძიებაში... ამი­ტომ სა­ზო­გა­დოების­გან  შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ რჩებიან და მათ­გა­ნაც დიდ პა­ტი­ვის­ცე­მას, თა­ნად­გო­მას  იღებენ.

მე თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, ღვი­ნო, რო­გორც ხელოვ­ნების ნი­მუ­შიკონ­კრე­ტუ­ლად ამ იტა­ლი­ურ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ FONDAZIONE ITALIANA SOMMELIER-მა, მის­მა კო­ლექ­ტივ­მა და ეხლა უკ­ვე ჩემ­მა კო­ლე­გებმა შე­მაყვა­რეს. ვე­რა­სო­დეს  წარ­მო­მედ­გი­ნა, ცო­ტა­­დე­ნი ღვი­ნის და­გე­მოვ­ნებით თუ შე­იძ­ლებოდა, ყოფი­ლიყავი ბედ­ნი­­რი, კმაყოფი­ლი და პრო­ფე­სი­­ლად გაზ­რდი­ლი.

- დი­დი მად­ლობა, მი­რან­და, სა­ინ­ტე­რე­სო საუბრი­სათ­ვის. წარ­მა­ტებებს გი­სურ­ვებთ და გე­ლო­დებით სამ­შობ-ლო­ში.

 

ნა­ტო გუბელა­ძე

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია