დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, სოფ. ზოდ­ში მდებარე გამყრე­ლი­ძეების სახლს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რეობის უძ­რა­ვი ძეგ­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა.
სულ ნანახია 738
ავტორი:

 

სახლი ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნია, გვი­ა­ნი გა­და­კე­თებებით. ეზოს მხრი­დან ერ­თი სარ­თუ­ლია, რომ­ლის ფა­სა­დი შუ­შაბან­დია, ხის ჩუ­ქურ­თმებით გა­ფორ­მებული. მთა­ვა­რი შე­სას­ვლე­ლი ეზოს მხრი­და­ნაა.

სახლს არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ღი­რებული არ არის, მას კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რეობის თვალ­საზ­რი­სით მხოლოდ მე­მო­რი­ა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლობა აქვს. მას­თან და­კავ­ში­რებულია რამ­დე­ნი­მე გა­მო­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნის სახელი: სახლი აა­შე­ნა აზ­ნა­ურ­მა კა­ცია მალხაზის ძე გამყრე­ლი­ძემ (1864-1945).

სახლი სა­ვა­რა­უ­დოდ აშე­ნებულია მე-19 სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებში. კა­ცია გამყრე­ლი­ძის ვაჟი მიხეილ გამყრე­ლი­ძე (1885-1961) იყო ჭი­ა­თუ­რის მან­გა­ნუ­მის შა­ვი ქვის მრწე­ველ­თა სა­აქ­ცი­ო­ნე­რო სა­ზო­გა­დოების ნამ­დვი­ლი წევ­რი. ამა­ვე სახლში დაიბადა გრი­გოლ (გი­ორ­გი) გამყრე­ლი­ძე (1903-1974), რო­მე­ლიც წერ­და გრი­გოლ ზო­დე­ლის ფსევ­დო­ნი­მით. იყო ცის­ფერყან­წელ­თა თა­ნა­მო­აზ­რე. 1922 წლი­დან ემიგ­რა­ცი­ა­შია, სა­დაც 1975 წელს გარ­და­იც­ვა­ლა კი­დეც. იყო არა­ერ­თი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი თარ­გმა­ნის ავ­ტო­რი.

მიხეილ გამყრე­ლი­ძეს და მის მე­უღ­ლეს, მა­რი­ამ ღო­ღობერი­ძეს გარ­და გრი­გო­ლი­სა ყავ­დათ სა­მი ქა­ლიშ­ვი­ლი: თი­ნა, რომ­ლის მე­უღ­ლეც იყო ცნობილი მწე­რა­ლი და ბელეტ­რის­ტი აკა­კი ბელი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ასე­ვე ხში­რად სტუმ­რობდა ზო­დის სახლს; მა­რი­ა­მი (მე­რი) და ქე­თე­ვა­ნი, რომ­ლის ქა­ლიშ­ვი­ლიც, და­ლი ლო­ლუა იყო სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სახურ­დი­ას მე­უღ­ლე. შე­საბამი­სად, ზო­დის სახლს ხში­რად სტუმ­რობდნენ კონ­სტან­ტი­ნე და ზვი­ად გამ­სახურ­დიები, ასე­ვე ეროვ­ნუ­ლი გმი­რი მე­რაბ კოს­ტა­ვა.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია