საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ასოცირების ხელშეკრულების შესრულება არ არის საქართველოს ეკროკავშირში გაწევრიენების წინაპირობა
ასოცირების ხელშეკრულების შესრულება არ არის საქართველოს ეკროკავშირში გაწევრიენების წინაპირობა
სულ ნანახია 194
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

ბოლო კვლევების მიხედვით, 2017 წელს საქართველოს მთავრობის ყველაზე დიდი მიღწევა ვიზალიბერალიზაცია იყო. ამ მაჩვენებლიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების მომხრეა, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წინა კვლევებთან შედარებით, მომხრეთა რაოდენობა კლებულობს.

 

ვიზალიბერალიზაცია რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა, ამ აზრს ექსპერტებიც მეტწილად იზიარებენ. მოსახლეობის დადებითი განწყობა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის მიმართ რამდენიმე ასპექტით არის განპირობებული. მათ შორის, ახალგაზრდები თვლიან, რომ ვიზალიბერალიზაცია მათ ხელს შეუწყობს, რომ მოკლევადიან საგანმანათლებლო პროექტებში ჩაერთონ და მიიღონ მონაწილეობა.

ვიზალიბერალიზაცია, რომელიც ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვე- ყნებში უვიზოდ მიმოსვალას ითვალისწინებს, მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, ბიომეტრიული პასპორტით 90 დღის განმავლობაში ვიზის გარეშე განახორციელონ ვიზიტი. შენგენის ქვეყნებში 90 დღიანი პერიოდით ყოფნის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს შენგენის ზონა. უვიზო რეჟიმი არ ეხება გრძელვადიან ვიზიტებს და ეს არ ნიშნავს ევროკავშირში უპირობო გაწევრიანებას. ისევე, როგორც ასოცირების ხელშეკრულება არ ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანებას.

ექსპერტი ვანო ჩხიკვაძე ამბობს: „ასოცირების ხელშეკრულება ღიად ტოვებს გაწევრიანების საკითხს. ხელშეკრულების შესრულება არ არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობა. ხოლო თუ რამდენად ქმედითია სახელმწიფო საგარეო პოლიტიკა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, გეტყვით, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია 2015-2018 წლებისთვის არ ითვალისწინებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. დოკუმენტში საუბარია გაერთიანებაში ინტეგრაციაზე, რომელიც არ შეიძლება პირდაპირ აღქმული იქნას, როგორც გაერთიანებაში წევრობა.“

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა „ექსპერტპოლის“ პროექტის ფარგლებში, 2017 წლის შემაჯამებელი გამოკითხვა ჩაატარა. გამოიკითხა 20 ქართველი და უცხოელიმიმომხილველი, რომელიც ქვე-                                               ყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების და სამომავლო პერსპექტივებს შეაფასებდა. ქართველ და უცხოელ ექსპერტთა მოსაზრებები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მეტწილად იდენტური იყო და კარგად ასახავს საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეულ შედეგებს დემოკრატიზაციის, საგარეო პოლიტიკის, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით. თუმცა ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ სახელმწიფოს დასავლეთისკენ სწრაფვის გზაზე კომპლექსური და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება.

„დასავლეთისაკენ სწრაფვა გულისხმობს თანმიმდევრულ, მწყობრ, აქტიურ საგარეო პოლიტიკას და საშინაო რეფორმებს, რომელიც უნდა იყოს მიმართული ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისაკენ და ინსტიტუტების განმტკიცებისა და სამოქალაქო თანხმობის უზრუნველყოფისაკენ. მევფიქრობ,რომ ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს და გატარებული პოლიტიკა, რბილად რომ ვთქვათ, არაა ეფექტური.

საქართველოსადმი დასავლეთის ინტერესი პროპორციულია ჩვენი უნარისა, დავამტკიცოთ, რომ მსოფლიოს ამ ნაწილში შესაძლებელია იყოს დემოკრატიული, თავისუფალი სახელმწიფო , არაკორუმპირებული ინსტიტუტებით და ეფექტური მმართველობის სისტემით.

ჩვენი მთავარი სისტემური პრობლემები თვალშისაცემია: არაფორმალური მმართველობა, სასამართლო სისტემა, პლურალისტული პოლიტიკური სისტემის სისუსტე, მედიის თავისუფლების ხარისხი. ამასთანავე, ისეთი მძიმე საკითხები, როგორც მაგალითად, მუხთარლის საქმეა, ერთი მხრივ, წარმოაჩენს ადამიანის უფლებების პრობლემას, მეორე მხრივ კი , სერიოზულ კითხვებს ბადებს სახელმწიფო მმართველობის სისტემისადმი, რაც დამაზიანებელია საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის.

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც მცირეა და ბოლო წლებია, არა ღემატება 3%. ეს უაღრესად მცირე ციფრებია ისეთი ეკონომიკისათვის, როგორიც საქართველოა. აშკარაა, რომ საქმე ქვეყანაში გარკვეულ სტაგნაციასთან გვაქვს. რაც შეეხება ჩვენს საგარეო პოლიტიკურ აქტივობას - მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველო მხოლოდ უნდა ელოდოს შესაბამის საერთაშორისო გარემოს, საკუთარი უსაფრთხოების დღის წესრიგის წინ წაწევისთვის.

აუცილებელია აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარება იმისათვის, რომ საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფუნდამენტური საკითხები მუდმივად იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში. ეს საქართველოსათვის განვითარების და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის უმნიშვნელოვანესია. მთავრობის დღევანდელი ძალისხმევა არასაკმარისია.“- ამბობს ექსპერტი დავით სიხარულიძე.

კვლევაში მონაწილე ექსპერტთა 40: საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკას დადებითად აფასებს, 25: უარყოფითად, თუმცა 30: არც დადებითად და არც უარყოფითად. კვლევა 2017 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა და მნიშვნელოვანია, თუ რამდენად იქნება ეს მონაცემები გათვალისწინებული სახელმწიფო უწყებების მიერ საგარეო პოლიტიკის მართვის საკითხებში. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი მარიამ გრიგალაშვილი თვლის, რომ საგარეო პოლიტიკის დადებითი მაჩვენებელი 28 მარტს მიღებული ვიზალიბერალიზაციის  შედეგია და ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც კვლევაში მონაწილე ექსპერტების დადებითი შეფასება გამოიწვია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების მეორე წარმატებულ ნაბიჯად აშშ-სთან ურთიერთობების განმტკიცება სახელდება, რაც ორმხრივი თანამშრომლობით იქნა გამოხატული.

 

მარიკა ეფრემიძე

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია