დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი შენგელია: „ექიმობს ნიშნავს ზრუნვას და მეტ ჰუმანურობას“
ირაკლი შენგელია: „ექიმობს ნიშნავს ზრუნვას და მეტ ჰუმანურობას“
სულ ნანახია 754
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

საზოგადოებრივი ფონენდოსკოპის კვირის სტუმარია ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, თავმჯდომარის მოადგილე, ექიმი-რადიოლოგი ირაკლი შენგელია.

 

პროლოგის მაგიერ

ირაკლი შენგელია დაიბადა 1984 წლის  8 ოქტომბერს  მოსკოვში.  საშუალო განათლება მიიღო ქუთაისის მე-3-ე საჯარო სკოლაში. 3 წელი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო-სამედიცინო კოლეჯში. უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში.  ერთი წელი მუშაობდა ღუდუშაურის კლინიკაში სამედიცინო ხარისხის მართვის დეპარტამენტში, კოტე ბარქაიასთან ერთად. ამბობს, რომ ეს პერიოდი მის ცხოვრებაში ძალიან ნაყოფიერი იყო, რადგან მნიშვნელოვანი სამედიცინო კანონმდებლობის  მიღებასა და  დახვეწაში მონაწილეობდა.  სამედიცინო განათლების შემდეგი საფეხური, ორდინატურა,  გაიარა ბელორუსიის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში; მაგისტრატურაც ამავე უნივერსიტეტში დაამთავრა. ამ ეტაპზე კი არის ბელორუსიის სამედიცინო აკადემიის ასპირანტი და დატვირთული პოლიტიკური-სამედიცინო მოღვაწობის გამო აკადემიური შვებულებით სარგებლობს.

დღემდე არის ექიმი-რადიოლოგი სამედიცინო კორპორაცია „EVEX”-ის იმერეთის რადიოლოგიური ერთეულში.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნევნებში ირაკლი შენგელია აირჩიეს გამარჯვების ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად. ამავე წელს დაინიშნა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ.

ჰყავს მეუღლე და 3 შვილი.

 

დიალოგი:

- ბატონო ირაკლი, რატომ დაუკავშირეთ თვენი ცხოვრება მედიცინას?

-ყოველთვის მომწონდა ეს სფერო და საქმიანობა. ამასთანავე, ექიმების ოჯახში გავიზარდე. ამ გარემომაც  განაპირობა ჩემი მედიცინასთან დაკავშირება.

- რას ნიშნავავს თქვენთვის „პროფესია ექიმი“?

- ექიმობა მოითხოვს განსაკუთრებულ მზაობას,  რომელსაც სჭირდება შინაგანი მოწოდება და ბევრი შრომა. ექიმობა, პირველ რიგში, ნიშნავს ზრუნვას და მეტ ჰუმანურობას.

-ქუთაისი ტრადიციულად ითვლებოდა სამედიცინო მნიშვნელობის ქალაქად. თქვენ როგორ ფიქრობთ,  დღეს რა როლს ასრულებს ის რეგიონში?

- ქუთაისი სამედიცინო მიმართულების მიხედვით დიდი  ისტორიის მქონეა. ამის მაგალითია თუნდაც კლინიკური საავადმყოფოს 65წლიანი  არსებობა, რომლსაც  იუბილე აქვს მალე. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ვულოცავ!

კლინიკური საავადმყოფო იყო  რესპუბლიკური მნიშვნელობის ცენტრი, სადაც ბევრმა დარგმა  ჰპოვა განვითარება.  მათ შორის, ენდოსკოპიურმა, თანამედროვე ქირურგიულმა, ნერვოლოგიურმა მიმართულებებმა  და ა.შ. ეს საავადმყფო დღესაც აქტიურად აგრძელებს პროგრესულ საქმიანობას.

ქუთაისის სამედიცინო სერვისის  განვითარებაში ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თანამედროვე ასპექტების დანერგვამ, მაგალითად,  დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრისა და  ონკოლოგიის ახალი ცენტრის გახსანამ. ამ  სიახლეებმა სამედიცინო საზოგადოებაში ახლი შესაძლებლობები  გახადა ხელმისაწვდომი, როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული კუთხით, ხოლო მოსახლეობას კი ქალაქიდან გაუსვლელად უფრო მრავალფეროვანი და დახვეწილი მომსახურების მიღება შეუძლია.

-  რა მიგაჩნიათ თქვენ სამედიცინო სფეროს მთავარ პრობლემად და გამოწვევად ქუთაისში?

- როგორც მთელ ქვეყანაში, ასევე ქუთაისშიც მთავარი გამოწვევაა - განათლება. ვგულისხმობ მესამე საფეხურისა და პროფესიული განათლების პრობლემას მედიცინაში. ამ გამოწვევის აღმოფხვრაზე უნდა იზრუნონ როგორც კერძო კომპანიებმა,რომლებიც კლინიკებს ფლობენ,ასევე შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა. აუცილებელია სამედიცინო განათლება  დასავლურ სტანდარტებთან გაიგივდეს და დაინერგოს მტკიცებითი მედიცინა.

ქვეყანაში უფრო მეტად უნდა განვითარდეს პრევენციაზე ორიენტირებული ჯანდაცვა, რაც გულისხმობს პოლიკლინიკური და ამბულატორიული ქსელის განვითარებას.

- ბატონო ირაკლი, თქვენ აქტიური სამედიცინო საქმიანობის გარდა, პოლიტიკითაც ხართ დაკავებული. რატომ გადაწყვიტეთ ადგილობრივი თვითმმართველობის წევრობა?

-ჩემი მიმართულებიდან გამომდინარე, ყოველდღიური კომუნიკაცია მიწევდა ადამიანებთან. გამიჩნდა სურვილი, ჩემს თანაქალაქელებთან უფრო ახლოს ვყოფილიყავი და უფრო მასშტა ბურად მეზრუნა მათზე. მედიცინა  და პოლიტიკა ხომ ორივე ხალხზე ზრუნვას გულისხმობს. შესაბამისად, ვაპირებ ვიყო ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური წევრი, ხალხის ინტერესების გამტარებელი.

- რითი დაამახსოვრებს  თავს ამომრჩეველს დეპუტატი ირაკლი შენგელია?

- უკვე მაქვს ყოველდღიურად კომუნიკაცია ჩემს ამომრჩეველთან. ყოველ პარასკევს მაქვს შეხვედრის დღე გამარჯვების ოლქის მცხოვრებლებთან და ყოველთვის რამდენიმე ათეულ ადამიანს ინდივიდუალურად ვხვდები. ეს ასეც გაგრძელდება მომდევნო 4 წლის განმავლობაში. მინდა, მოსახლეობას                   ჰქონდეს მეტი ინფორმაცია, იცნობდნენ მათ უფლებებსა და მოვალეობებს. მე ვიზრუნებ, გაიზარდოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადამიანების ჩართულობის მაჩვენებელი.

ხალხის ინტერესების გამტარებელი, აქტიური, შედეგზე ორიენტირებული, ინიციატივებისა და პროექტების განმახორციელებელი - ეს იქნება ირაკლი შენგელია.

- ვხედავთ, რომ  ქალაქში ბევრი ექიმი პოლიტიკურად გააქტიურდა. თქვენი აზრით, ეს პროცესი მედიცინის სფეროს ხომ არ დააზარალებს?

- ნამდვილად არა. პირიქით, თავის მხრივ ხელს უწყობს. ამ ეტაპზე საკრებულოს ორ კომისიაში ვმუშაობ. ერთ-ერთი არის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია. მე ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ზუსტად ვიცი, რაზე შეიძლება გავაკეთო აქცენტები, რადგან რა გამოწვევები გვაქვს ამ სფეროში, ეს ძალიან კარგად ვიცი; შესაბამისად, პროფესია პოლიტიკაში მხოლოდ და მხოლოდ გვეხმარება.

- რა სიახლეების დანერგვას ისურვებდით ქუთაისში უახლოეს მომავალში?

- როგორც ექიმი ვისურვებდი, რომ ჯანდაცვა იყოს უფრო ხელმისაწვდომი. როგორც პოლიტიკოსი - უფრო ინფორმირებულ და აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ჩართული იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის ყოველდღიურ საქმიანობასა და  გადაწყვეტი ლებე ბის მიღების პროცესში.

ჩემს ცხოვრებაში სხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში ცხოვრების ბევრი შესაძლებლობა მქონდა. მე ამ ქალაქში დარჩენა და ცხოვრება გადაწყვიტე. მინდა, ქუთიასი იყოს მეტად განვითარებული, მიმ ზიდველი, საინტერესო. მინდა ადამიანებს ჰქონდეთ თვითრეალიზაციის მეტი შესაძლებლობები. ახალგაზრდები იყვნენ უფრო აქტიურები ვიდრე დღეს. მინდა ქუთაისის განვითარების პროცესშიჩემი წვლილი შევიტანო.

 

 ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია