საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
რეგიონის გაძლიერებით ჩვენ ვაძლიერებთ სახელმწიფოს
რეგიონის გაძლიერებით ჩვენ ვაძლიერებთ სახელმწიფოს
სულ ნანახია 230
ავტორი:

 

 

„რეგიონის გაძლიერებით ჩვენ ვაძლიერებთ სახელმწიფოს, ამიტომაც, მიუხედავად იმ დიდი პასუხისმგებლობისა, რასაც ხალხზე ზრუნვა აკისრებს მერს, მინდა, ჩემი ცოდნა და გამოცდილება მშობლიური ქალაქისა და ჩემი კუთხის მოსახლეობის კეთილდღეობას მოვახმარო. ზესტაფონი ყოველთვის გამოირჩეოდა და განსაკუთრებული ადგილი ეჭირა თავისი ინდუსტრიული მნიშვნელობით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქისა და კუთხის შესაძლებლობები, უპირველეს ყოვლისა, მკვიდრი მოსახლეობის კეთილდღეობას მოხმარდეს“  აცხადებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე და იმ პროექტებსა და მიმართულებებზე საუბრობს, რომლის განხორციელებასაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აპირებს.

საავტომობილო გზების რეაბილიტაცია, სპორტული მოედნების აღდგენა, სკვერების რეკონსტრუქცია, საბავშვო ბაღების კეთილმოწყობა, ფასადების და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება -   ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლის განხორციელებაც 2018 წელს იგეგმება ზესტაფონში. როგორც კახაბერ მახათაძე ამბობს: „ზესტაფონში აღმშენებლობის პროცესი იწყება. მე მაქვს იმის ამბიცია, რომ ზესტაფონი იმერეთის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მოწესრიგებული ქალაქი იყოს. 2018 წლიდან ჩვენ აღმაშენებლის მოედანზე ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას დავიწყებთ.  ცენტრალური მოედნის რეკონსტრუქციის პროექტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო თეატრის მიმდებარე ტერიტორია გამორჩეული სივრცე გახდეს, როგორც ჩვენი თანაქალაქელებისთვის, ასევე - ჩვენი სტუმრებისთვის.  მომდევნო წლების განმავლობაში ქალაქის განვითარებისთვის სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებასაც ვგეგმავთ.“

 

ზესტაფონის მუნიციპალიეტის 2018 2021 წლების განვითარების გეგმა მასშტაბური ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტებით არის წარმოდგენილი. საქართველოს ხელისუფლება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2018-2021 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 19, 7 მლნ ლარს გამოყოფს. მათ შორის : 2018 წელს 4,5 მლნ, 2019 წელს 4,8 მლნ, 2020 წელს 5 მლნ და 2021 წელს 5,3 მლნ ლარს.

 

მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალი კი ასეთია:

 

ასლანიკაშვილის სანაპიროზე, მოსწავლე ახალგაზრდობის მიმდებარედ, მოძრაობის მოსაწესრიგებლად გამყოფი ბილიკების, წრისა და გაზონის მოწყობა;

ჭანტურიას ქუჩაზე, ფაბრიკის მიმდებარედ არსებული წრის კეთილმოწყობა;

ზაქარიაძის ქუჩაზე, ახალი ხიდიდან ჩხეიძის ქუჩის ასახვევამდე ტროტუარებისა და ბორდიურების რეაბილიტაცია და ღობეების მოწყობა;

სტაროსელსკის ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარედ ორი სკვერისა და წრის მოწყობა;

გიორგი ლეონიძის ქუჩის რეაბილიტაცია;

სააკაძის ქუჩის რეაბილიტაცია.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია