დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საზანოში საჭიდაო დარბაზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
საზანოში საჭიდაო დარბაზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
სულ ნანახია 729
ავტორი:

 

 

საზანოში საჭიდაო დარბაზის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ახლახანს მშენებლობას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე ესტუმრა და პროცესს ადგილზე გაეცნო. საჭიდაო კომპლექსის მშენებლობა მუნიციპალიტეტის დაკვეთით რამდენიმე თვის წინ დაიწყო სოფელში. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 157 207 ლარია. ახალი დარბაზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, აღსაზრდელებს შესაძლებლობა ექნებათ, როგორც თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ასევე ძიუდოში ივარჯიშონ.

როგორც კახაბერ მახათაძემ აღნიშნა, საჭიდაო დარბაზის მშენებლობა დიდ როლს ითამაშებს ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში. მშენებლობის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი სოფლის მაჟორიტარ დეპუტატთან, ბუბა ნასრაძესთან ერთად გაეცნო. ვალდებულების მიხედვით, მშენებელმა ორგანიზაციამ სამუშაოები იანვრის ბოლოს უნდა დაასრულოს.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია