დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზესტაფონელ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვიცე-ჩემპიონის ტიტული მერმა მიულოცა
ზესტაფონელ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვიცე-ჩემპიონის ტიტული მერმა მიულოცა
სულ ნანახია 812
ავტორი:

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე „ზესტაფონის“ ჩვიდმეტწლამდელთა საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელებს შეხვდა და მათ „ოქროს ლიგის“ გათამაშებაში ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა. „საამაყოა ზესტაფონისთვის, რომ გუნდმა ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. დარწმუნებული ვარ, ეს გამარჯვება ღირსეული ბრძოლის გარეშე ვერ შედგებოდა. ვულოცავ ფეხბურთელებს და მთელ გუნდს ამ დიდ წარმატებას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გვერდით დავუდგეთ საფეხბურთო კლუბს, რათა კიდევ არაერთი გამარჯვების მომსწრენი გავხდეთ“. შეხვედრისას ს/კ „ზესტაფონის“ მენეჯერმა სერგო ფუტკარაძემ გუნდის სახელით კახაბერ მახათაძეს სამახსოვრო მაისური გადასცა, მუნიციპალიტეტის მერმა კი ფეხბურთელებს წმინდა გიორგის ხატი უსახსოვრა. ფეხბურთელებთან შეხვედრა საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, კობა გოჩალეიშვილის ინიციატივით შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ყველამ ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია