დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქართველები, აფხაზები და ოსები ერთ მაგიდასთან
ქართველები, აფხაზები და ოსები ერთ მაგიდასთან
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 4570
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

ქართველი ჟურნალისტები აფხაზეთსა და ოსეთში მიიწვიეს  

 

გერმანული მაუწყებლობის "DEUTSCHE WELLE"-სთან არსებული აკადემიის პროფესორების ინიციატივით, ქართველი, ოსი და აფხაზი ჟურნალისტებისა დამწერლებისთვის მოეწყო ერთობლივი პროექტი, რომლის მიზანს სამი მხარის ურთიერთთანამშრომლობა და დაახლოება წარმოადგენდა. საქართველოს პროექტში მწერალი დავით ტურაშვილი, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი ხატია შამანაური და ქუთაისელი ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე წარმოადგენდნენ. აფხაზეთიდან იბრაგიმ ჭყადუა, არიჰა ჯოკუა, ამრა ქუჩულორია, ხოლო ოსეთიდან ირინა ივანოვსკაია, მარინა სანაკოევა და თემურ ცხოვრებოვი მონაწილეობდნენ.


პროექტის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე გაზეთ „P.S.“-ს დავით ლიკლიკაძე ესაუბრა.


 

- გერმანული მხარის მიერ დაფინანსდა პროექტი, რომლის მიზანსაც ქართველი, ოსი და აფხაზი ჟურნალისტების ერთ სივრცეში თავმოყრა და დაახლოება წარმოადგენდა. პროექტის ფარგლებში გამოცხადებული იყო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მივიღე. მაგრამ, ჩემთვის საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ  ორგანიზატორებმა ჰკითხეს აფხაზ და ოს ჟურნალისტებს: ხომ არ იყო რომელიმე ქართველი ჟურნალისტი, რომლის პროექტში მონაწილეობასაც ისურვებდნენ. ორივე მხარემ მე დამასახელა. ჩვენ ერთმანეთი კუნძულ კვიპროსზე ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში გავიცანით. კონკურსში მონაწილეობისთვის ისედაც მქონდა შევსებული განაცხადი, მაგრამ მათი სურვილი ორმაგად სასიამოვნო იყო.

 

პროექტი თურქეთში, ქალაქ სტამბულში გაიმართა და 9 დღე გაგრძელდა. ფინანსური მხარდამჭერი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო, საქართველოში კი კურატორობას „ევროპის სახლი“ უწევდა.

 

პირველ დღეს აფხაზებმა და ოსებმა ცივი შეხვედრა მოგვიწყვეს, ქართულის გაგონება არ უნდოდათ. პირველი დარტყმა მაშინ მიიღეს, როდესაც სასაუბროდ საერთაშორისო ენა ინგლისური ავირჩიეთ და არა რუსული. მეორე დღიდან ურთიერთობა გალღვა, მესამე დღეს კი, საერთოდ გაახსენდათ, რომ იცოდნენ ქართული და ქართველი წინაპრები ჰყავდათ. ქართულად ვესაუბრებოდით, ისინი კი რუსულად და ქართულად გვპასუხობდნენ. საინტერესო იყო მათთვის დათო ტურაშვილის მოსმენა.

 

ყველაზე მთავარი, რაც ამ პროექტით გავიგეთ, ის იყო, რომ თურმე ჩვენს მოძმე ერებს არ ვეზიზღებით. ჩვენც, თავის მხრივ, ვაჩვენეთ, რომ გვინდა მათთან ურთიერთობა. აფხაზებმა და ოსებმა აღნიშნეს, რომ არ უნდათ რუსეთი, უბრალოდ, სხვა გზა არ აქვთ.

 

- როგორ ფიქრობ, პროექტმა მიზანი შეასრულა?


- რა თქმა უნდა, პროექტმა მისია შეასრულა, დამშვიდობების დროს აფხაზებმა და ოსებმა გვითხრეს - „თქვენი ნახვა და ხმის გაგონება არ გვინდოდა, საერთოდ, გვინდოდა დაგვევიწყებინეთ, მაგრამ რა ვუყოთ ნოდარ დუმბაძეს, რომელიც ასე გვიყვარს და რომლის ნაწარმოებებით ვზრდით ჩვენს შვილებს. რა ვუყოთ ოჯახებს, რომელთაც ოჯახის წევრად ქართველი მეუღლეები ჰყავთ?“ - ეს კარგი გზავნილი იყო ჩვენთვის. რაც შეეხება პროექტს, კარგად შეასრულა თავისი მისია, რადგან ორივე მხარემ გამოთქვა ჩვენთან ურთიერთობის სურვილი. ეს არ იყო შეხვედრა შეხვედრისთვის, ეს იყო წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი სამომავლო ურთიერთობისთვის.

 

- გაგრძელდება თუ არა პროექტი?


- გერმანულ მხარეს სურს, რომ მსგავსი შეხვედრა მოეწყოს პრაღაში, შემდეგ დუბაიში, ბოლოს კი - ლონდონში. ამავდროულად, აფხაზებმა და ოსებმა მათთან დაგვპატიჟეს, რასაც სიამოვნებით დავთანხმდით. ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გერმანულმა მხარემ შემოგვთავაზა, გავაკეთოთ ერთობლივი საიტი, რომელიც არ იქნება არცერთი მხარის სახელწოდების და ამ საიტზე დღის განმავლობაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებზე დავწერთ. ეს იქნება ინფორმაციის გაცვლის და თანამშრომლობის საუკეთესო საშუალება.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია