დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახაბერ მახათაძე: „ყვე­ლა რე­სურსს გა­მო­ვიყენებ, რომ ზეს­ტა­ფო­ნის ის­ტო­რი­ა­ში ჩე­მი სახელი ოქ­როს ასოებით ჩა­ი­წე­როს"
კახაბერ მახათაძე: „ყვე­ლა რე­სურსს გა­მო­ვიყენებ, რომ ზეს­ტა­ფო­ნის ის­ტო­რი­ა­ში ჩე­მი სახელი ოქ­როს ასოებით ჩა­ი­წე­როს"
სულ ნანახია 1354
ავტორი:

 

დაიბადა 1965 წლის 21 თებერ­ვალს ქ. ზეს­ტა­ფონ­ში. 1982 წელს და­ამ­თავ­რა არ­გვე­თის საჯარო სკო­ლა. 1988 წელს სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო ინ­სტი­ტუ­ტის მე­ვე­ნახეობა-მეღ­ვი­ნეობის ფა­კულ­ტე­ტი, მეღ­ვი­ნეობის ტექ­ნო­ლო­გი­ის სპე­ცი­ა­ლობით. 1995 წელს სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თალ­მცოდ­ნეობის ფა­კულ­ტე­ტი. 1988-1998 წლებში მუ­შაობდა თბილი­სის შამ­პა­ნუ­რის ქარხანა­ში ინჟინერ ტექ­ნო­ლო­გად; 1998-1999 წლებში იყო ხაშუ­რის ძეხვე­უ­ლი­სა და ნაყინის ქარხნის დი­რექ­ტო­რი; 1999-2003 წლებში ეკა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს „ხაშ­მის“ ღვი­ნის ქარხნის დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დებობა; 2003-2011 წლებში იყო სა­პატ­რი­არ­ქოს აგ­რო­სამ­რეწ­ვე­ლო დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი; 2009-2010 წლებში სა­პატ­რი­არ­ქოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სამ­თავ­რობო კო­მი­სი­ის წევ­რი; 2011 წლი­დან კვლავ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს „ხაშ­მის“ ღვი­ნის ქარხნის დი­რექ­ტო­რია; ფლობს რუ­სულ ენას; ჰყავს მე­უღ­ლე და სა­მი შვი­ლი.

„ნუ ნერ­ვი­უ­ლობ, უფ­ლის ნებით, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნება, მე შენს შე­საძ­ლობებში ეჭ­ვი არ მე­პა­რება" - ასე მის­ცა პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვის კურთხევა „ქარ­თუ­ლი ოც­ნების" ზეს­ტა­ფო­ნის მე­რობის კან­დი­ტას, კახაბერ მახათა­ძეს უწ­მინ­დეს­მა.

ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის არ­ჩევ­ნებში გა­მარჯვების შე­დე­გად, ბატო­ნი კახაბერ მახათა­ძე უკ­ვე ზეს­ტა­ფო­ნის მე­რია და სჯერა, რომ ზეს­ტა­ფო­ნის ის­ტო­რი­ა­ში მი­სი სახელი და გვა­რი ოქ­როს ასოებით ჩა­ი­წე­რება.

ჩვე­ნი ამჟამინ­დე­ლი ინ­ტერ­ვი­უს მთა­ვა­რი მი­ზა­ნი­ა,­სა­ზო­გა­დოებას გა­ვაც­ნოთ,ბატო­ნი­კახა მახათა­ძის წარ­სუ­ლი, მი­სი ოჯახი თუ დღემ­დე გა­კე­თებული საქ­მეები.

 

 

 

დიალოგი

- ბატო­ნო კახა, ბაბუათ­ქვე­ნი ცნობილი ექი­მი იყო, ოჯახში არ სცა­დეს, რომ თქვენც მისი პრო­ფე­სია აგერ­ჩი­ათ?

- ზეს­ტა­ფონ­ში, მშრო­მე­ლი ხალხის ოჯახში გა­ვი­ზარ­დე. მა­მა ინჟინე­რი იყო, დე­და - აგ­რო­ნო­მი. ბებია-ბაბუაც ზეს­ტა­ფონ­ში ცხოვ­რობდა და ბაბუას, ოთარ გორ­გა­ძეს, ყვე­ლა იც­ნობდა - წლების გან­მავ­ლობაში ზეს­ტა­ფო­ნის პო­ლიკ­ლი­ნი­კის მთა­ვა­რი ექი­მი გახლდათ. ნამ­დვი­ლად იყო მცდე­ლობა, ექი­მი გა­მოვ­სუ­ლიყავი, მაგ­რამ ჩე­მი ბუნებიდან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობდი, რომ ჩემ­გან კარ­გი ექი­მი არ დად­გებოდა. მე ყოველ­თვის მინ­დო­და, მეღ­ვი­ნე ვყოფი­ლიყავი, საკ­მა­ოდ დიდხანს ვმა­ლავ­დი ჩემს გა­დაწყვე­ტი­ლებას. საბოლო­ოდ, ოჯახიც შე­ე­გუ­ა, რო­ცა სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო ინ­სტი­ტუტ­ში ჩა­ვაბარე. თა­ვად მა­მა ინჟინე­რი იყო, დე­და კი არ­გო­ნო­მი, მშრო­მე­ლი.

- ბატო­ნო კახა, სოფ­ლის მე­უ­ნეობის მხარ­დამ­ჭერ პროგ­რა­მებს რო­გორ აფა­სებთ და რამ­დე­ნად უწყობს ისი­ნი ხელს სხვა­დასხვა დარ­გის დან­ვი­თა­რებას?

 - ხელი­სუფ­ლებამ ამ მი­მარ­თუ­ლებით უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი რე­ფორ­მა გა­ა­ტა­რა. კარ­გი საქ­მე კეთ­დება. სხვა­თა­შო­რის, ამ სფე­როს მი­მართ მთავ­რობის ასეთ­მა და­მო­კი­დებულებამ გა­დაგ­ვაწყვე­ტი­ნა ძველ მე­გობრებს, ჩა­მოგ­ვეყალიბებინა კომ­პა­ნი­ა, რო­მე­ლიც დღეს ღვი­ნის მწარ­მოებელი კომ­პა­ნიების სა­მე­ულ­შია.

- ღვი­ნის ქარხნის მარ­თვის საკ­მა­ოდ დი­დი გა­მოც­დი­ლება გქონ­დათ. წლების წინ, ხაშ­მის ღვი­ნის ქარხნის დი­რექ­ტო­რად ვი­სი გა­დაწყვე­ტი­ლებით და­ი­ნიშ­ნეთ?

- უწ­მინ­დე­სის. ხაშ­მის ღვი­ნის ქარხანა­ში 1999 წლი­დან ვი­მუ­შა­ვე. რო­ცა ეს შე­თა­ვა­ზება მი­ვი­ღე, შამ­პა­ნუ­რის ქარხანა­ში ვმუ­შაობდი და, სი­მარ­თლე გითხრათ, წა­მოს­ვლას არ ვა­პი­რებდი. თუმ­ცა, რა თქმა უნ­და, სა­პატ­რი­არ­ქო­ში შეხვედ­რა­ზე წა­ვე­დი. მა­შინ სა­ფი­ნან­სო ეკო­ნო­მი­კუ­რი საბჭოს თავმჯდო­მა­რე მა­მა ზე­ნო­ნი იყო, რო­მე­ლიც დღეს უკ­ვე მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი­ა, ჯერ მას გა­ვე­საუბრე, შემ­დეგ კი უწ­მინ­დეს­თან შე­ვე­დით. მა­შინ პატ­რი­არ­ქი პირ­ვე­ლად ვნახე და ისე და­ვიბენი, რა უნ­და გა­მე­კე­თებინა, არ ვი­ცო­დი. 5 წუთ­ში ჩემს შე­სახებ ყვე­ლაფ­რის გა­მო­კითხვა მო­ას­წრო, ბოლოს წა­მოდ­გა და მა­მა ზე­ნონს უთხრა, ამ ადა­მი­ან­ზე და­წე­რეთ ბრძა­ნება და და­ნიშ­ნეთ ხაშ­მის ღვი­ნის ქარხნის დი­რექ­ტო­რად!“. ჩემს გა­ო­ცებას საზ­ღვა­რი არ ჰქონ­და. მად­ლობა უფალს, რომ ასე გა­დაწყდა ყვე­ლა­ფე­რი.

- ამის შემ­დეგ უწ­მინ­დეს­თან შეხვედ­რა ხში­რად გი­წევ­დათ?

 - ამის შემ­დეგ, ერ­თი წლის გან­მავ­ლობაში, ალბათ, მხოლოდ 3-4-ჯერ შევხვდით. მახსოვს, ერთხელ, უცხოე­თი­დან ბრუნ­დებოდა და აე­რო­პორ­ტში დავხვდი.ჩემ­თან ერ­თად უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იყო. უწ­მინ­დე­სი გა­მო­ე­მარ­თა პირ­და­პირ ჩემ­სკენ, თვა­ლებში შე­მომხედა და მკითხა: „რო­გორ ბრძან­დებით?" ვერც ამჯერად მივხვდი, რო­გორ უნ­და მოვ­ქცე­უ­ლიყავი. არც კი მახსოვს, რა ვუ­პა­სუხე, იმ­დე­ნად არ ვე­ლო­დი მის უშუ­ა­ლო და­მო­კი­დებულებას. ხელ­ზე ვემთხვიე და მო­ვი­კითხე. იმის შემ­დეგ ხში­რად მიბარებდა სა­პატ­რი­არ­ქო­ში. მოგ­ვი­ა­ნებით, გად­მო­მიყვა­ნა კი­დეც სა­მუ­შა­ოდ და აგ­რო­მი­მარ­თუ­ლება ჩა­მაბარა. მა­შინ არც დაც­ვა ჰყავ­და. მე და 2-3 სა­სუ­ლი­ე­რო პი­რი ვიყავით მუდ­მი­ვად. ისე­თი შემთხვე­ვაც ყოფი­ლა, ხალი­ჩა­ზეც გვძი­ნებია. მახსოვს, დი­ლას, 6 სა­ათ­ზე გა­მო­ვი­დო­და ხოლ­მე უწ­მინ­დე­სი და დაგ­ვი­ძახებდა: „ლოც­ვა!" და ჩვენც ვლო­ცუ­ლობდით. რაც შეგ­ვეძ­ლო, სოფ­ლის მე­ურ­ნეობა გან­ვა­ვი­თა­რეთ, ძა­ლი­ან ბევ­რი ხალხი და­ვა­საქ­მეთ, აღ­ვად­გი­ნეთ რამ­დე­ნი­მე ფერ­მა, თევ­ზსა­შე­ნი. ბევ­რი მი­წა და­მუ­შავ­და ამ ხელი­სუფ­ლების მოს­ვლის შემ­დეგ, პროგ­რა­მები ამოქ­მედ­და და სა­პატ­რი­არ­ქოც ჩა­ერ­თო პრო­ცე­სებში. ამ­დე­ნი მოხნუ­ლი მი­წა, რაც 2012 წლის მე­რე ვნახე, მა­ნამ­დე არ მე­ნახა. სოფ­ლის მე­ურ­ნეობის ძა­ლი­ან ბევ­რი პრო­დუქ­ტი მოგვყავ­და. ეს მო­სა­ვა­ლი, ძი­რი­თა­დად, მო­ნას­ტრებს ურიგ­დებოდა და სა­პატ­რი­არ­ქოს მა­ღა­ზიებშიც შე­დი­ო­და.

- და ამ მშვი­დი, მად­ლი­ა­ნი საქ­მის კე­თებისას, პო­ლი­ტი­კით რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­დით?

- სა­პატ­რი­არ­ქო­ში სამ­თავ­რობო კო­მი­სი­ის წევ­რი ვიყავი, სა­დაც 12-13 კა­ცი იყო და მათ­გან, სა­ე­რო პი­რი მხოლოდ მე გახლდით. სახელ­მწი­ფოს­თან ურ­თი­ერ­თობა, ძი­რი­თა­დად, მე მე­ვა­ლებოდა. უმე­ტე­სად, საქ­მე სა­პატ­რი­არ­ქოს­თვის ქო­ნების გად­მო­ცე­მას ეხებოდა და, სხვა­თა­შო­რის, ხში­რად ამ სა­კითხით რომ მა­ნი­პუ­ლი­რებენ, ეს ასე იო­ლად არ ხდებოდა. ძა­ლი­ან და­ვაც გვქონ­და. მარ­ტი­ვად არ აკ­მაყოფი­ლებდნენ ჩვენს მოთხოვ­ნებს. რაც შეეხება პო­ლი­ტი­კას, 2011 წელს ყვე­ლა­ნი ვგრძნობდით, რომ მარ­თლაც ცვლი­ლების დრო იყო. მად­ლობა უფალს, ასე მოხდა და კარ­გად დას­რულ­და ყვე­ლა­ფე­რი. დი­დი იმე­დიც გა­მიჩ­ნდა, რომ ჩვე­ნი ქვეყანა ივ­ლის სწო­რი გზით და იქ­ნება წარ­მა­ტებული. თუმ­ცა ეს შე­მო­თა­ვა­ზება, კენ­ჭი მეყარა ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რობის­თვის, ნამ­დვი­ლად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო.

- გა­დაწყვე­ტი­ლების მი­ღებაში უწ­მინ­დე­სიც ხომ არ დაგხმა­რებიათ?

- სი­მარ­თლე გითხრათ, რო­ცა შე­მო­თა­ვა­ზება მი­ვი­ღე, პა­სუხი არ მით­ქვამს, დრო ვითხოვე. უწ­მინ­დე­სი თბილი­ში არ ბრძან­დებოდა. აუ­ცი­ლებლად უნ­და მე­ნახა. მით- უმე­ტეს, ად­რეც იყო რამ­დე­ნი­მე შე­მო­თა­ვა­ზება და უწ­მინ­დეს­მა ბევრჯერ უა­რი მითხრა. მეუბნებოდა: „სა­დაც ხარ, შე­სა­ნიშ­ნა­ვად ას­რუ­ლებ შენს საქ­მე­სო!" ჩე­მი ოჯახის წევ­რები ფიქ­რობდნენ, რომ ამჯერა­დაც იგი­ვეს გა­ი­მე­ო­რებდა. დი­ლით ჩავ­ფრინ­დი უწ­მინ­დეს­თან, ვუთხარი, ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ, ასე­თი შე­მო­თა­ვა­ზება მი­ვი­ღე-მეთ­ქი. კონ­კრე­ტუ­ლად რა თა­ნამ­დებობაზეა საუბარი­ო, მკითხა:                                           „მე შენს შე­საძ­ლობებში ეჭ­ვი არ მე­პა­რება და ღვთის შე­წევ­ნით, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნება!"

- უწ­მინ­დე­სის კურთხევით, რა კარ­გი საქ­მეების გა­კე­თებას გეგ­მავთ ზეს­ტა­ფონ­ში?

 - ვი­ღებ უდი­დეს პა­სუხის­მგებლობას იმ ხალხის წი­ნა­შე, ვის­თან ერ­თა­დაც გა­ვი­ზარ­დე. მა­თი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი, პრობლე­მები და გა­მოწ­ვე­ვები კარ­გად ვი­ცი. ზეს­ტა­ფონ­ში არა­ერ­თი ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტია დაწყებული. მათ აუ­ცი­ლებლად ბოლომ­დე მი­ვიყვან. დას­რულ­დება სოფ­ლების გა­ზი­ფი­ცი­რება. რამ­დე­ნი­მე სოფ­ლის გზაა მო­სა­წეს­რი­გებელი. ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და­საქ­მებაა დი­დი პრობლე­მა. აქ სა­მუ­შაო ად­გი­ლების დი­დი რე­სურ­სია. გან­სა­კუთ­რებულ ყურად­ღებას მი­ვაქ­ცევ სოფ­ლის მე­ურ­ნეობას. მზად ვარ ერ­თი რა­მის­თვის - რაც შე­იძ­ლება მე­ტი გა­ვა­კე­თო ჩე­მი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის­თვის. ჩემს ყვე­ლა რე­სურსს გა­მო­ვიყენებ, რა­თა ზეს­ტა­ფო­ნის ის­ტო­რი­ა­ში ოქ­როს ასოებით ჩა­ვე­წე­რო.

 

მახათაძეების დიდი ოჯახის 33-წლისნი ისტორია

 

ზეს­ტა­ფო­ნის მე­რის, ბატონ კახა მახათა­ძის  ყვე­ლა­ზე დი­დი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მი­სი მე­უღ­ლე, ქალბატო­ნი ნა­ტო შავ­ლაყაძე­ა, რო­მე­ლიც დღეს „ძა­ლა­დობისაგან დაც­ვის ეროვ­ნულ ცენტრს“ ხელ­მძღვა­ნე­ლობს. 33-წლი­ა­ნი თა­ნაცხოვ­რების მთა­ვა­რი სა­ი­დუმ­ლო სიყვა­რუ­ლია. ერ­თმა­ნე­თი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­იც­ნეს მა­შინ, რო­ცა ბატო­ნი კახა მეღ­ვი­ნეობას ეუფ­ლებოდა, ქალბატო­ნი ნა­ტო კი და­კონ­სერ­ვების ტექ­ნო­ლო­გი­ას.

ჯგუ­ფე­ლები იყვნენ და ბატონ­მა კახამ პირ­ვე­ლი­ვე დღეს შე­იტყო, რომ ნა­ტო მძლე­ოს­ნობაში სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის, რობერტ შავ­ლაყაძის ნებიე­რა ქა­ლიშ­ვი­ლი იყო. პირ­ვე­ლი კურ­სის დახურ­ვის შემ­დეგ შეყვა­რებულ­მა წყვილ­მა დრო იხელ­თა და მა­შინ, რო­ცა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ინ­სტი­ტუ­ტის ფი­ზაღ­რდის კა­თედ­რის გამ­გე და­სას­ვე­ნებლად წა­ვი­და, ოჯახის შექ­მნა გა­დაწყვი­ტეს და „გა­ი­პარ­ნენ“. სხვა­თა­შო­რის, ამ ამბავს ერ­თი ის­ტო­რი­აც ერ­თვის, რომ­ლის გახსე­ნებისას, დღე­საც გუ­ლი­ა­ნად ეცი­ნებათ ქალბატო­ნი ნა­ტოს დე­და სვა­ნი­ა, თა­მარ კვი­ცი­ა­ნი, პრო­ფე­სი­ით ექი­მი, და­ი­რაზ­მნენ კვი­ცი­ა­ნები ბატონ რობერ­ტთან, რომ ქა­ლიშ­ვი­ლის გა­პარ­ვის ამბავი შე­ატყობინონ. მის­ვლის­თა­ნა­ვე, ნა­ტო აღარ გვყავ­სო, მიახალეს. მუხლი მო­ეკ­ვე­თა ბატონ რობერტს და სისხლი გაეყინა, სა­ნამ აუხსნეს, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ნა­ტოს გა­პარ­ვა­ზე იყო საბურაი. ამ ამბავს ზეს­ტა­ფო­ნე­ლი ახალ­გაზ­რდა ბიჭის­თვის, რო­მელ­მაც გაბედა და შავ­ლაყაძის ქა­ლიშ­ვი­ლი                         „გა­ი­ტა­ცა“, ალბათ, და­დებითი მხარეც ჰქონ­და ბატო­ნი რობერ­ტი ისე აღარ გან­რისხდა, რო­გორც ელოდ­ნენ. სხვა­თა­შო­რის, რამ­დე­ნი­მე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ გა­მო­კითხვით, დი­დუბის მო­სახლეობამ, 2017 წლის ყვე­ლა­ზე სა­სახელო პი­როვ­ნებად სწო­რედ რობერტ შავ­ლაყაძე და­ა­სახელა.

მახათა­ძეების წყვილს 3 ვაჟი ჰყავს. უფ­რო­სი, 32 წლის გი­გი, ტე­ლე­ო­პე­რა­ტო­რი, ტე­ლე­რეჟისო­რი და იუ­რის­ტია. 14 წლი­დან სხვა­დასხვა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შაობს და მე-9 არხის შექ­მნა­შიც დი­დი წვლი­ლი მი­უძ­ღვის. გი­გის მე­უღ­ლე ნი­ნო კვირ­კვე­ლია ექი­მი­ა, წყვილს 1 შვი­ლი ჰყავთ; მე­ო­რე ვაჟი, 25 წლის თორ­ნი­კე, ბიზ­ნე­სის მარ­თვის სპე­ცი­ა­ლობას და­ე­უფ­ლა და მა­მის ერთ-ერ­თი კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლია. თორ­ნი­კეც დაოჯახებულია და ქე­თე­ვან კილ­ტა­ვას­თან ერ­თად 2 წლის შვილს, პა­ტა­რა კახაბერ მახათა­ძეს ზრდის. მე­სა­მე ვაჟი 17 წლი­საა და აბიტუ­რი­ენ­ტია.

ბატო­ნი კახა საუბრი­სას გა­მოგ­ვიტყდა, რომ მა­მის გა­დაწყვე­ტი­ლება გი­ორ­გის ყვე­ლა­ზე ნაკ­ლებად ესი­ა­მოვ­ნა, რად­გან ზეს­ტა­ფო­ში იქ­ნება და ოჯახის­თვის ნაკ­ლები დრო დარ­ჩება. უფ­რო­სი შვი­ლი გი­ორ­გი, 6 წლამ­დე ზეს­ტა­ფონ­ში იზ­რდებოდა, ბებია-ბაბუას­თან. მახათა­ძეების ოჯახს ზეს­ტა­ფონ­თან კავ­ში­რი არა­სო­დეს გა­უწყვე­ტია. გი­ორ­გის გან­სა­კუთ­რებით უყვარს აქა­უ­რობა. უამ­რა­ვი მე­გობარი და ნაც­ნობი ჰყავს. დარ­წმუ­ნებული­ა, 4 წლის შემ­დეგ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ეტყვის, რომ ზეს­ტა­ფო­ნი არ შეც­და, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის პორ­ტფე­ლი კახა მახათა­ძეს რომ ან­დო.

 

 

ეკატერინე დუგლაძე

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია