დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზუ­რაბ ხაბეიშ­ვი­ლი: „ქუ­თა­ის­ში არ არ­სებობს ქუ­ჩა, ჩიხი, სა­დარბაზო, სა­დაც ჩე­მი პა­ცი­ენ­ტები არ ცხოვ­რობდნენ“
ზუ­რაბ ხაბეიშ­ვი­ლი: „ქუ­თა­ის­ში არ არ­სებობს ქუ­ჩა, ჩიხი, სა­დარბაზო, სა­დაც ჩე­მი პა­ცი­ენ­ტები არ ცხოვ­რობდნენ“
სულ ნანახია 1180
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

 

„სა­ზო­გა­დოებრი­ვი ფო­ნენ­დოს­კო­პის" კვი­რის სტუ­მა­რია  და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის  ძვალ-სახსარ­თა ქი­რურ­გი­ი­ის მი­მარ­თუ­ლების ხელ­მძღვა­ნე­ლი ზუ­რაბ ხაბეიშ­ვი­ლი.

 

 

 

პროლოგის მაგიერ

ზუ­რაბ ხაბეიშ­ვი­ლი დაიბადა 1959 წლის 25 მა­ისს ქა­ლაქ  ტყიბულ­ში. იქ­ვე და­ამ­თავ­რა სა­შუ­ა­ლო სკო­ლა. შემ­დეგ თბილი­სის სახელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუტ­ში ჩააბარა, თუმ­ცა­აქ მხოლოდ 2 წე­ლი ის­წავ­ლა და რუ­სეთ­ში გა­და­ვი­და სას­წავ­ლებლად.თავ­და­პირ­ვე­ლად­,გა­ნა­წი­ლებით მუ­შაობდა­უ­ლი­ა­ნოვ­სკში, ე.წ. ინ­ტერ­ნა­ტუ­რა­ში, სა­დაც  მი­ე­ნი­ჭა ჯერ ქი­რურ­გის,ხოლო შემ­დეგ ტრავ­მა­ტო­ლო­გის კვა­ლი­ფი­კა­ცია. 1984 წელს დაბრუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში­და 1988 წლამ­დე მუ­შაობდა ავ­ტო­ქარხნის "მედ­სან"-ში. შემ­დეგ კი სწავ­ლაც და მუ­შაობაც თბილის ორ­თო­პე­დი­ი­სა და ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ის ცენ­ტრში გა­აგ­რძე­ლა.

რო­გორც დღეს ზუ­რაბ ხაბეიშ­ვი­ლი იხსე­ნებს, საბჭო­თა პე­რი­ო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში ორ­თო­პე­დია და ტრავ­მა­ტო­ლო­გია ძა­ლი­ან მა­ღალ დო­ნე­ზე იყო. საბჭო­თა კავ­შირ­ში უამ­რა­ვი კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტი არ­სებობდა, მაგ­რამ კვლე­ვი­თი ცენ­ტრის სახელ­წო­დებით სულ რამ­დე­ნი­მე იყო, ერთ-ერ­თი კი- თბილის­ში,­რო­მელ­საც სა­თა­ვე­ში ედ­გა  ცნობილი ორ­თო­პედ-ტრავ­მა­ტო­ლო­გი, აკა­დე­მი­კო­სი ოთარ  ღუ­დუ­შა­უ­რი.მის სახელ­საც ატა­რებს დღეს ის სა­ა­ვადმყოფო,­რო­მელ­საც სი­ცოცხლე­ში­ვე გა­უ­წია მო­დერ­ნი­ზება.

ამ დი­დი გა­მოც­დი­ლების მი­ღების შემ­დეგ ზუ­რაბ ხაბეიშ­ვი­ლი ქუ­თა­ის­ში დაბრუნ­და და მუ­შაობა  ქა­ლა­ქის პირ­ველ სა­ა­ვადმყოფო­ში და­იწყო,­რო­მელ­საც ახლა­სა­ეკ­ლე­სიო სა­ა­ვადმყოფო ჰქვია. 2005 წლი­დან  კი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ის  მი­მარ­თუ­ლების ხელ­მძღვა­ნე­ლია.

ჰყავს მე­უღ­ლე ქე­თე­ვა­ნი და 2 ვაჟი,­და­ვი­თი და ირაკ­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ ირაკ­ლი­მაც, მა­მის მსგავ­სად, ორ­თო­პედ-ტრავ­მა­ტო­ლო­გის პრო­ფე­სია აირ­ჩი­ა, თუმ­ცა, ბატო­ნი ზუ­რაბი ამის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო.

ეს დარ­გი ძა­ლი­ან მძი­მე და სტრე­სუ­ლია. რო­გორც მშობელს, არ მინ­დო­და­,ი­რაკ­ლი ამ გა­ზას გაჰყოლო­და,­მაგ­რამ მი­სი დაჟინებული სურ­ვი­ლით მა­ინც გახდა ორ­თო­პედ-ტრავ­მა­ტო­ლო­გი - გვითხრა საუბრი­სას ზუ­რაბ ხაბეიშ­ვილ­მა და ჩვე­ნი ინ­ტერ­ვი­უც ამ თე­მით და­ვიწყეთ.

 

 

დიალოგი

 

- ბატო­ნო ზუ­რაბ, თქვენ რა­ტომ აირ­ჩი­ეთ ტრავ­მა­ტო­ლო­გია?

- ბავ­შვობიდან მა­ინ­ტე­რე­სებდა ხატ­ვა, ძერ­წვა, მქონ­და  მო­ცუ­ლობითი წარ­მო­სახვის უნა­რი. ამ პრო­ფე­სი­ას ახლავს ეს მახასი­ა­თებლები, რად­გან საქ­მე გაქვს ისეთ ქმე­დებებთან, რო­მე­ლიც ხელოვ­ნებას უტოლ­დება. მე არ მომ­წონს თვი­თონ სიტყვა  „ტრავ­მა­ტო­ლო­გი“,ის არ არის ზუს­ტი შე­სატყვი­სი ჩვე­ნი დარ­გი­სა. ჩვენ­თან რა­ტომ­ღაც მი­ღებული­ა, რომ ძვალ-სახსარ­თა ქი­რურგს ჰქვია ტრავ­მა­ტო­ლო­გი. წე­სით, ჩვენ ვართ ძვალ-სახსარ­თა ქი­რურ­გები. "ქი­რურ­გია" კი ნიშ­ნავს "ხელ­საქ­მეს".

- რამ­დე­ნად რთუ­ლია ამ "ხელ­საქ­მის"კე­თება?

-ძა­ლა­ინ რთუ­ლი­ა, რად­გან არ შე­იძ­ლება ადა­მი­ა­ნი მე­ქა­ნი­კურ არ­სებად აღ­ვიქ­ვად, რო­მე­ლიც შედ­გება 280 ძვლის­გან, რო­მელ­თა გა­დაბმა, და­მაგ­რება, გას­წო­რება შეხორ­ცების სა­შუ­ა­ლებების გა­მოყენება და ა.შ. შენ ის­წავ­ლე. ამ "მან­ქა­ნის" უკან დგას ადა­მი­ა­ნი,­რო­მელ­საც აქვს თა­ვი­სი სუ­ლი­ე­რი სამყარო, ჰყავს ოჯახი, ახლობლები, თა­ვი­სი სო­ცი­ა­ლუ­რი ად­გი­ლი უჭი­რავს სა­ზო­გა­დოებაში და შენ ეს ყვე­ლა­ფე­რი უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნო. ოპე­რა­ცია არ არის რა­ღაც მან­ქა­ნის ნა­წი­ლის გა­მოც­ვლის მაგ­ვა­რი ქმე­დება.

-ამ გა­და­სახედი­დან ხომ არ ნა­ნობთ, თქვე­ნი ცხოვ­რება მე­დი­ცი­ნას რომ და­უთ­მეთ და დრო­ის უკან დაბრუ­ნება რომ შე­გეძ­ლოთ, რო­მელ პრო­ფე­სი­ას აირ­ჩევ­დით?

-არა ნამ­დვი­ლად არ ვა­ნა­ნობ.მე ვთვლი,­რომ  მე­დი­ცი­ნა  ხელოვ­ნების და მეც­ნი­ე­რების გა­საყარ­ზე დგას. ორი­ვეს­კენ მქონ­და მიდ­რე­კი­ლება. ალბათ, სწო­რედ ამი­ტომ აღ­მოვ­ჩნდი მე­დი­ცი­ნა­ში.

სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო რომ არა, ხელოვ­ნების რო­მე­ლი­მე დარგს - კი­ნოს ან რეჟისუ­რას ავირ­ჩევ­დი. მიუხედა­ვად დრო­ის სიმ­ცი­რი­სა,­ზოგჯერ, რო­დე­საც მუ­ზა მეწ­ვე­ვა ხოლ­მე,  ვხატავ ან ნო­ვე­ლებს ვწერ. იმე­დის ვი­ტო­ვებ, რომ რო­დე­საც პრაქ­ტი­კულ საქ­მი­ა­ნობას და­ვას­რუ­ლებ, აქ­ტი­უ­რად მი­ვუბრუნ­დები ჩემს საყვა­რელ წე­რას და ხატ­ვას.

- თქვენ მოღ­ვა­წეობა მო­გი­წი­ათ ჩვე­ნი ქვეყნი­სათ­ვის უმ­ძი­მეს პე­რი­ოდ­ში,  რო­გორ ახერხებდბდით ამ დროს პრო­ფე­სი­უ­ლად გან­ვი­თა­რებას?

-ჩე­მი ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ორ რა­დი­კა­ლუ­რად განსხვა­ვებულ სა­უ­კუ­ნეს მო­ვეს­წა­რი.  რაც ფან­ტას­ტი­კად მიგ­ვაჩ­ნდა მე-20 სა­უ­კუ­ნე­ში,­დღეს აბსო­ლუ­ტუ­რად ხელ­მი­საწ­ვდო­მია ქუ­თა­ი­სის სა­ა­ვადმყოფოებში. ავადმყოფი ამას ხში­რად ვერ ხვდება. მე კარ­გად მახსოვს, ბარ­ძაყის მო­ტეხილობით თვეობით იყვნენ პა­ცი­ენ­ტები მიჯაჭ­ვუ­ლი სა­წოლს.  მახსოვს, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ხსნა­რის არ არა­სებობის გა­მო, ავადმყოფებს ინ­ტრა­ვე­ნურ ინ­ფუ­ზი­ას  ვუ­კე­თებდით ფარცხანაყა- ნე­ვი­დან ბოცით მო­ტა­ნი­ლი წყაროს წყლის სტე­რი­ლი­ზა­ცი­ი­თა და  მა­ღა­ზი­ა­ში ნაყიდი სუფ­რის  მა­რი­ლის ერ­თმა­ნეთ­ში შე­რე­ვით, რა­საც ზოგჯერ გარ­თუ­ლებებიც მოყვებოდა, მაგ­რამ  შე­უძ­ლებელი იყო სხვაგ­ვა­რად მუ­შაობა. ხში­რად ყოფი­ლა შემთხვე­ვა, ოპე­რა­ცია სან­თლის შუქ­ზე გაგ­ვი­კე­თებია. მოგ­ვი­ა­ნებით წინ წა­ვი­წი­ეთ და ე.წ "დვიჟოკები" გაჩ­ნდა. მთე­ლი სა­ო­პე­რა­ციო გა­მუ­რუ­ლი იყო გა­მო­ნაბოლ­ქვით, თუმ­ცა, სხვა გზა არ გვქონ­და, უნ­და გვე­მუ­შა­ვა. დღეს კი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გიებით აღ­ჭურ­ვი­ლი სა­ო­პე­რა­ცი­ოები გვაქვს, სა­დაც  სტე­რი­ლუ­რი ჰაე­რის ლა­მი­ნა­რუ­ლი დი­ნებაც აღა­რა­ვის არ  უკ­ვირს.

- რო­გორ მოახერხეთ ამ რთულ გა­რე­მო­ში კა­რი­ე­რუ­ლად ასე გან­ვი­თა­რება? ვინ იყვნენ ის  კო­ლე­გები,­რომ­ლებიც მე­გობრულ თა­ნამ­შრომ­ლობას და დახმა­რეაბას გთა­ვა­ზობდნენ?

- მე­დი­ცი­ნა ზი­არ­ჭურ­ჭე­ლის პრინ­ცი­პი­ვი­თაა. დე­და­მი­წის რო­მე­ლი­მე წერ­ტილ­ში თუ გან­ვი­თარ­და,  ის შენს ქვეყანა­შიც შე­მო­აღ­წევს. რო­დე­საც საზ­ღვარ­გა­რეთ ვუყურებდი, რა დო­ნე­ზე იყო ჩვე­ნი მი­მარ­თუ­ლება,­მე­გო­ნა,­რომ ამ დო­ნეს ჩვე­ნი ქვეყანა ვე­რას­დროს მი­აღ­წევ­და და გუ­ლი მწყდებოდა.

 ამე­რი­კა­ში, ლოს-ანჯელეს­ში არ­სებობს ტრავ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი და ორ­თო­პე­დი­უ­ლი  გა­ნათ­ლების მსოფ­ლიო ცენ­ტრი, რო­მელ­საც ფი­ლი­ა­ლები აქვს მთელს  მსოფ­ლი­ო­ში, მათ შო­რის - საფ­რან­გეთ­შიც. საფ­რან­გე­თის ცენ­ტრის მენ­ტო­რი იყო ძა­ლი­ან ცნობილი ტრავ­მა­ტო­ლოგ-ორ­თო­პე­დი ჟან-პი­ერ დიუბოსი,­რო­მე­ლიც შემთხვე­ვით გა­ვი­ცა­ნი 90-ია­ნი წლების დაქ­ცე­ულ ქუ­თა­ის­ში. მან მი­მიწ­ვია თა­ვის ქვეყანა­ში, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლებლად. ერთხელ ჟან პი­ერ­მა მითხრა, ყოველ­თვის უნ­და იქო­ნიო იმე­დი,­რომ შენს ქვეყანა­შიც გან­ვი­თარ­დება მე­დი­ცი­ნაო.

რო­დე­საც ორ­დი­ნა­ტუ­რას ვამ­თავ­რებდი თბილი­ში, 1991-ში,  უკ­ვე არე­უ­ლობა და­იწყო. ამ დროს ლატ­ვი­ი­დან  ჩა­მო­ვი­და ექი­მი ვალ­დის ზატ­ლერ­სი, რო­მელ­საც გა­ნათ­ლება ამე­რი­კა­ში ჰქონ­და მი­ღებული. მის­მა თა­ნა­მე­მა­მუ­ლემ, ცნობილ­მა ტრავ­მა­ტო­ლოგ­მა, ბერ­ტრამ ზა­რინ­ჩმა წაიყვა­ნა ამე­რი­კა­ში  და შე­ას­წავ­ლა არ­თროს­კო­პი­უ­ლი მკურ­ნა­ლობის მე­თო­დები (მუხლის სახსრის გა­უჭ­რე­ლად მკურ­ნა­ლობა). ზატ­ლერ­სმა გახსნა სას­წავ­ლო ცენ­ტრი ლატ­ვი­ე­ლი ექი­მებისათ­ვის, სა­დაც ამ მე­თოდს ას­წავ­ლი­და. ჩვენ მო­ვიწ­ვი­ეთ თბილის­ში ვალ­დის ზატ­ლერ­სი, მან გა­ა­კე­თა საჩ­ვე­ნებელი ოპე­რა­ციები და გა­ო­ცებული დავ­რჩით, რად­გან წარ­მოდ­გე­ნაც კი არ გვქონ­და, რომ 2 მი­ლი­მეტ­რი­ა­ნი გა­ნაკ­ვე­თით შე­საძ­ლებელი იყო მუხლის სახსარ­ში შეს­ვლა და უსისხლო ოპე­რა­ცი­ის წარ­მოება.  იმ­დე­ნად მომ­ნუსხა ამ ყოვე­ლი­ვემ, რომ  ვკითხე,­შე­იძ­ლებოდა თუ არა ამ აპა­რა­ტუ­რის შე­ძე­ნა. მან მითხრა, შე­ძე­ნა არაა პრობლე­მა,­მთავ­რი­ა, რომ მა­თი გა­მოყენება იცო­დეო. მან შემ­თა­ვა­ზა რი­გა­ში ჩას­ვლა. მარ­თლაც წა­ვე­დი რი­გა­ში სა­კუ­თა­რი ხარჯებით, ვად­ლერს ზატ­ლერ­სმა შე­მას­წავ­ლა ეს მე­თო­დი და მომ­ცა სა­შუ­ა­ლება, რომ პირ­ვე­ლად და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქუ­თა­ის­ში და­მე­ნერ­გა  არ­თროს­კო­პი­უ­ლი მე­თო­დით მკურ­ნა­ლობა.  ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო ამ მე­თო­დის სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ნერ­გვა, რად­გან მე­ო­რა­დი ინ­სტრუ­მენ­ტების შე­ძე­ნაც კი ძა­ლი­ან გვი­ჭირ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტი, რომ ჩე­მი პირ­ვე­ლი მას­წავ­ლებელი და­მო­უ­კი­დებელი ლატ­ვი­ის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი გახდა შემ­დგომ­ში.

სა­ერ­თოდ, მე­დი­ცი­ნას საზ­ღვრები არა აქვს. ცნობილი ექი­მები ყვე­ლა ერ­თმა­ნეთ­თან არი­ან და­კავ­ში­რებულ­ნი. ვალ­დის ზატ­ლერ­სი ბერ­ტრამ ზა­რინ­ჩის გაზ­რდი­ლი იყო. ბენ­ტრამ ზა­რინ­ჩის მე­ო­რე მოს­წავ­ლე, რა­ი­მონ კუ­გა­ტი, სა­ფეხბურ­თო გუნ­დის, ბარ­სას მთა­ვა­რი ექი­მია. ჩვენ ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობთ, ისი­ნი ჩემ­ზე ცნობილები არი­ან, მაგ­რამ მე მათ მას­წავ­ლებლებად მი­ვიჩ­ნევ და ვა­ფა­სებ მათ სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი და­მო­კი­დებულებას. მა­თი ინი­ცი­ა­ტი­ვით ბევ­რმა ჩვენ­მა ახალ­გაზ­რდამ შეძ­ლო სწავ­ლა უცხოეთ­ში, მათ შო­რის, ჩემ­მა ვაჟმა, ირაკ­ლი­მაც, რო­მე­ლიც ახლახანს დაბრუნ­და ეს­პა­ნე­თი­დან, კუ­გა­ტის კლი­ნი­კი­დან. არერთხელ გად­მოგ­ვცეს  უსასყიდ­ლოდ ძვი­რად­ღი­რებული ინ­სტრუ­მენ­ტები და ა.შ.

- ბატო­ნო ზუ­რაბ, რო­გორ ახერხებთ ამ რთულ პრო­ფე­სი­ას­თან ერ­თად, იყოთ კარ­გი თა­მა­და და მუ­სი­კო­სი?

-თა­ვის­თა­ვად მო­დის. ამას­წი­ნათ, მე­უღ­ლემ მითხრა, ან სა­ო­პე­რა­ციო მა­გი­დას­თან ხარ ან სა­ქე­ი­ფო მა­გი­დას­თა­ნო. მე ვუ­პა­სუხე:- არ შე­გე­შინ­დეს, არ­ცერ­თგან არა­ფე­რი არ მო­მი­ვა, მთავ­რი­ა, გზა­ში არა­ფე­რი და­მე­მარ­თოს-თქო.

- რო­გორც ვხვდები, საკ­მა­ოდ კარ­გი იუ­მო­რი გაქვთ. რა დო­ზით იყენებთ იუ­მორს მე­დი­ცი­ნა­ში?

- ექი­მის­თვის იუ­მო­რის გრძნობის ქო­ნა აუ­ცი­ლებელია. ვი­ცით­,რომ ექიმ­საც და პა­ცი­ენ­ტსაც უწევთ ჩვე­უ­ლებრი­ვის­გან განსხვა­ვებულ, სტრე­სულ გა­რე­მო­ში ყოფ­ნა. ამ დროს იუ­მო­რი გეხმა­რება, ხელი შე­უწყო ადა­მი­ა­ნებს ში­ნა­გა­ნი გან­ცდების შემ­სუბუქებაში. შე­იძ­ლება, ექი­მის ერ­თმა გა­ღი­მებამ ბევრ წა­მალ­ზე უკეთ იმოქ­მე­დოს. მეც ვყოფილ­ვარ პა­ცი­ენ­ტი და რო­დე­საც ამ კუთხიდან შე­მიხედავს სხვა კო­ლე­გის­თვის, გუ­ლი ყოველ­თვის იმ ექი­მის­კენ მი­მი­წევ­და, რო­მე­ლიც უფ­რო თბილი, უბრა­ლო და უშუ­ა­ლო იყო.

- ბატო­ნო ზუ­რაბ, თქვენ საკ­მა­ოდ დი­დი და სა­ინ­ტე­რე­სო სა­მე­დი­ცი­ნო პრაქ­ტი­კა გაქვთ. თუ შე­იძ­ლება, გაიხსე­ნეთ ის შემთხვე­ვა ან პა­ცი­ენ­ტი,­რო­მელ­მაც თქვე­ნი პრო­ფე­სია განსხვა­ვებული კუთხით და­გა­ნახათ.

- უამ­რა­ვი რამ მახსენ­დება. ერთ-ერთს გა­მოვყოფ. 90-ან წლებში ქუ­თა­ის­ში ერთ ოჯახს  თავს და­ესხა ყაჩაღ­თა ჯგუ­ფი. ეს ოჯახიც შე­საბამი­სად მომ­ზა­დებული დახვდა,­რად­გან იმ პე­რი­ოდ­ში მსგავ­სი ამბები აღა­რა­ვის უკ­ვირ­და. თავ­დამსხმე­ლებსა და ოჯახის უფ­როსს შო­რის მოხდა ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რება. საბოლო­ოდ, ერთ-ერ­თი  და­ზა­რა­ლებული თავ­დამსხმე­ლი და ოჯახის უფ­რო­სი მოხვდნენ ჩვენ­თან სა­ა­ვადმყოფო­ში, მე­ზობელ პა­ლა­ტებში. ყაჩაღს ბად­რა­გი ედ­გა თავ­ზე, მე­ო­რე და­შა­ვებულს კი ოჯახის წევ­რები პატ­რო­ნობდნენ. შე­საბამი­სად, მას­თან მოჰქონ­დათ უამ­რა­ვი საკ­ვები.  მე, რო­გორც ექიმს, ცხადი­ა, მქონ­და ორი­ვე პა­ლა­ტა­ში შეს­ვლის უფ­ლება. დაყაჩა­ღებული ოჯახის  პატ­რო­ნი მის დამყაჩა­ღებელ­თან  საჭ­მელს მა­ტან­და, ის ყაჩა­ღი კი მად­ლი­ე­რების ნიშ­ნად, სი­გა­რეტს უგ­ზავ­ნი­და იმ კაც­ს,რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის უკან ლა­მის მო­საკ­ლა­ვად გა­ი­მე­ტა. ამ შემთხვე­ვამ ყვე­ლა­ზე კარ­გად  და­მა­ნახა ქარ­თუ­ლი ხასი­ა­თის  კე­თილ­შობილება.

- უხეშად რომ დავ­თვა­ლოთ, რამ­დე­ნი ოპე­რა­ცია გაქვთ გა­კე­თებული?

- მა­ლე 60 წლის ვხდები და მინ­დო­და, ჩე­მი სტა­ტის­ტი­კის­თვის გა­და­მეხედა. ჩემ­მა "აბჯარ­თმა­ტა- რებელ­მა",სა­ო­პე­რა­ცი­ოს ექ­თან­მა, ქალბატონ­მა მზია ფხაკა­ძემ, რო­მე­ლიც ყვე­ლა ოპე­რა­ცი­ა­ზე მეხ- მა­რება, დათ­ვა­ლა ჩე­მი გა­კე­თებული ოპე­რა­ციები. 30 წლის გან­მავ­ლობაში, დაახლოებით 10 000 ოპე­რა­ცია გა­მო­ვი­და.  ფაქ­ტობრი­ვად, ქუ­თა­ის­ში არ არ­სებობს ქუ­ჩა, ჩიხი, სა­დარბაზო, სა­დაც ჩე­მი პა­ცი­ენ­ტები არ ცხოვ­რობდნენ

- რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, თქვე­ნი პრო­ფე­სია ძა­ლინ რთუ­ლი და სტრე­სუ­ლი­ა, რო­გო­რი გან­ცდა გაქვთ, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტის გა­დარ­ჩე­ნას ვერ ახერებთ?

- ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ას მა­ღა­ლი ლე­ტა­ლობა (სიკ­ვდი­ლი­ა­ნობა) ახასი­ა­თებს. მსოფ­ლიო სტა­ტის­ტი­კის მიხედ­ვით  პირ­ველ ად­გილ­ზეა გულ-სისხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დებები, მე-2 ად­გილ­ზეა სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ა­ვა­დებები ანუ კიბო,­მე-3 ად­გილ­ზე­ატ­რამ­ვა. მაგ­რამ თუ ადა­მი­ა­ნის შრო­მი­სუ­ნა­რი­ან ასაკს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, ტრამ­ვა გად­მო­დის პირ­ველ ად­გილ­ზე.   სამ­წუხაროდ ,ჩვენ პრო­ფე­სი­ა­ში ამას ვერ გა­ექ­ცე­ვი.  ჩათ­ვა­ლეთ, რომ რო­გორც თა­ვის პატ­რონს მო­უკ­ვდა ის კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი, ისე გიკ­ვდება შენც. ამას არ ვამბობ პა­თე­ტი­კუ­რად. ექი­მის­თვის ეს სა­ში­ნე­ლი მარცხი და სტრე­სია.

- ბატო­ნო ზუ­რაბ, თქვენ ქუ­თა­ი­სის­თვის ძა­ლი­ან საყვა­რე­ლი და კო­ლო­რი­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხართ. თქვენ­თვის რას ნიშ­ნავს ქუ­თა­ი­სი, რა სტა­ტუ­სი აქვს მას?

- ალე­გო­რი­უ­ლად რომ ვთქვათ, ქუ­თა­ისს მაწ­ვნის დე­დოს ვა­და­რებ. აქ იბადებიან და იზ­რდებიან ის ადა­მი­ა­ნები,­ რომ­ლებიც შემ­დეგ  თბილის­ში წარ­მო­ა­ჩე­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს  სპორტს, ხელოვ­ნებას, მეც­ნი­ე­რებას თუ კულ­ტუ­რას. ასე იხდის ქუ­თა­ი­სი ჩვე­ნი ქვეყნის ვალს.

- ჩვე­ნი საუბრის და­სას­რულს მინ­და გკითხოთ, რო­მე­ლია თქვე­ნი საყვა­რე­ლი წიგ­ნი და ფილ­მი?

- კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი­მეს გა­მოყოფა მი­ჭირს, ძა­ლი­ან მიყვარს რე­ზო გაბრი­ა­ძის შე­მოქ­მე­დება."სა­შობაო მოთხრობა"- გან­სა­კუთ­რებით. შავ-თეთ­რი ქარ­თუ­ლი კი­ნო და იტა­ლი­უ­რი ნეო-რე­ა­ლიზ­მის ამ­სახვე­ლი  ფილ­მები მიყვარს.

 

***

ბატონ ზუ­რაბთან საუბარი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­ვი­და. მიუხედა­ვად იმი­სა, რომ ასა­კობრი­ვად სხვა­დასხვა თაობას ვე­კუთ­ვნით, ჩვე­ნი გე­მოვ­ნება მწერ­ლებთან და­კავ­ში­რებით  გა­და­იკ­ვე­თა.  შე­უძ­ლებელი­ა, არ შე­გიყვარ­დეს რეს­პონ­დენ­ტი, რო­მე­ლიც რე­ზო გაბრი­ა­ძის "სა­შობაო მოთხრობაზე" გე­საუბრება. ერ­თი წა­მით ისიც კი ვი­ფიქ­რე,   ჩე­მი რეს­პონ­დენ­ტი ხომ არ არის ამ მოთხრობის პერ­სო­ნაჟი, თა­ვის პა­ცი­ენ­ტებზე გა­დამ­კვდა­რი  ექი­მი ია­შა-თქო, რო­მე­ლიც "ხახვის სუნ­საც კი ვერ აყენებდა ოჯახში შობაზე". მიუხედა­ვად იმი­სა, რომ ახლა შობა არა­ა, ისე­თი შეგ­რძნება მაქვს, რომ ამ წე­რი­ლით რა­ღაც გაბრი­ა­ძი­სე­ულს ვა­კე­თებ, ჩემს წილ ვალს ვიხდი ქუ­თა­ი­სის ღირ­სე­უ­ლი ექი­მის წი­ნა­შე. რო­გორც ცნობილია რე­ზო გაბრი­ა­ძემ აღ­ნიშ­ნუ­ლი წიგ­ნი ("მკითხვე­ლი გამ­თე­ნი­ი­სას - სა­შობაო მოთხრობა") თა­ვის მე­ზობლებს, ექი­მებს, გი­ორ­გი ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს და გი­ორ­გი წე­რე­თელს მი­უძ­ღვნა.

 

 

ლი­კა დევ­და­რი­­ნი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია