საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
„ნატახტარი“-ს ფონდმა ზრუნვის სისტემიდან გასული მოზარდების მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაცია ქუთაისში გამართა
„ნატახტარი“-ს ფონდმა ზრუნვის სისტემიდან გასული მოზარდების მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაცია ქუთაისში გამართა
სულ ნანახია 556
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

კომპანია „ნატახტარის“ და „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ ადვოკატირების ფარგლებში ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა,სადაც ზრუნვის სისტემიდან გასული მოზარდების მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაცია შედგა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი მედიასაშუალებები, სოციალური მუშაკები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იმერეთის  მუნიციპალიტეტების სოციალური სამსახურების წარმომადგენლები.  პრეზენტაციასთან ერთად, მოეწყო ახალგაზრდების  მხარდაჭერის კუთხით იმერეთის რეგიონში არსებული ვითარების განხილვაც.

„ფონდი ნატახტარი“ 2011 წლიდან მუშაობს მცირე საოჯახო ტიპის სახლის მოზარდებთან, შესაბამისად, ფონდი თანამშრომლობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან. თანამშრომლობის ფარგლებში ფონდი ახორციელებს ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების საჭიროებების შეფასებას, ინტერვენციის დაგეგმვას და მონიტორინგს. ადგილობრივი თვითმმართველობის აქტივობა კი გამოიხატება ბენეფიციარებისათვის საცხოვრებლის დაქირავებაში, კომუნალური გადასახადების დაფარვასა და სამგზავრო შეღავათების დაწესებაში.

ფონდის საქმიანობაზე  საუბრობს ასოციაცია „ჩვენი სახლი“-ს ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი მანანა ომარაშვილი: ფონდი „ნატახტარი“ აფინანსებს ზრუნვის სისტემიდან გასულ ახალგზრდებს, ასოციაცია „ჩვენი სახლი“-ს გუნდი კი მუშაობს,  მოზარდებს მისცეს დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარები და ცოდნა, რათა მომავალში მოხდეს მათი დასაქმება და საზოგადოებაში სწორი ინტეგრაცია.

ადგილობრივ თვითმმართველობებს ვხვდებით იმ მიზნით, რომ გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება ამ კუთხით, რადგან მათ გარკვეული პასუხისმგებლობაც აქვთ, პროგრამულ დონეზე უზრუნველყონ  ეს პრობლემა. ქუთაისს აქვს შესაბამისი პროგრამა.

ზრუნვის სახლებიდან გამოსულ ახალგაზრდებს უმეტესწილად არავინ ჰყავთ. შესაბამისად, აქვთ იურიდიული რეგისტრაციის პრობლემა, რის გამოც ხშირად არასწორ გზას ირჩევენ, ამიტომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს  ამ ახალგაზრდების შემდგომი ცხოვრება.“

ფონდი „ნატახტარი“ ეხმარება მთელი საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა  მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრებელ სახლში მოთავსებულ ბენეფიციარებს. 15 წლიდან  ფონდი ხელს უწყობს ზრუნვის სისტემიდან გასული მოზარდების განათლებასა და პროფესიულ ორიენტაციას, ხოლო 18 წლის შემდეგ ეს ახალგაზრდები ტოვებენ ზრუნვის სახლებს, თუმცა ფონდი მათთან მუშაობას მაინც აგრძელებს.

„ახალი პროექტი ითვალისწინებს, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა  გამოყონ დამატებითი რესურსი მზრუნველობიდან გასული 18 წლის ბენეფიციარებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ საკმარისი ძალები დამოუკიდებელი ცხოვრების გასაგრძელებლად. ფონდს შეუძლია, თვითმმართველობებს შესთავაზოს ფსიქოლოგიური სამსახურით უზრუნველყოფა.  ჩვენ სახელმწიფო რესურსის დახმარებით უფრო კარგი შედეგების მიღწევა შეგვიძლია.“ - განაცხადა კომპანია „ნატახტარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინო სურმავამ.

ფონდის მთავარი ფინასნსური მხარდამჭერი არის კომპანია „ნატახტარი“, რომელიც ყოველწლიურად, 8 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით,  ლიმონათი „ნატახტარის“ თითოეული გაყიდული ბოთლიდან 1, 3 და 5 თეთრს რიცხავს ფონდ „ნატახტარში“. ამ გზით ფონდში დაგროვილმა თანხამ მისი დაარსებიდან დღმედე შეადგინა 75 000 ლარი. ფონდი სულ 307 ბენეფიციარს დაეხმარა.

2017 წლის ივლისისდან ფონდ „ნატახტარსა“ და კოალიცია „ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ შორის უთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პროგრამის შემუშავების პროცესში ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაცია. პროგრამა ერთგვარი სახელმძღვანელო იქნება მუნიციპალიტეტებისათვისდა მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბენეფიციარებისთვის.

ფონდის საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება.

 

 

 

 ლიკა დევდარია

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია