საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ქუთაისს უკვე ახალი საკრებულო ჰყავს
ქუთაისს უკვე ახალი საკრებულო ჰყავს
სულ ნანახია 563
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ქუთაისს უკვე ჰყავს ახალი საკრებულოს შემადგენლობა, რომელსაც ქუთაისის N59-ე საოლქო საარჩევნო კომისია, კანონის თანახმად, დეპუტატის მანდატებს არჩევნებიდან არაუგვიანეს მე-16 დღეს, 6 ნოემბერს გადასცემს.

 

"ქართულ ოცნება"-ს  ქუთაისის მე-6 მოწვევის საკრებულოში უმრავლეობა კვლავ ექნება, მას 19 დეპუტატი ეყოლება, 10 მაჟორიტარი და 9 პარტიული სიიდან.

მეორე ადგილზე გასულ "ნაციონალურ მოძრაობას" 4 დეპუტატი ეყოლება, ხოლო "ევროპულ საქართველოს" 2 დეპუტატი.

საბოლოო ჯამში, ქუთაისის საკრებულოს 25 კაციანი შემადგენლობა ასეთია:

 

მაჟორიტარები "ქართული ოცნებიდან" :

ავტოქარხანის მუნიციპალიტეტი - მერაბ კვიცარიძე

ძელქვიანის მუნიციპალიტეტი - ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი

კახიანოურის მუნიციპალიტეტი - ელეონორა არჩაია

საფიჩხიის მუნიციპალიტეტი - მარეხი ნიჟარაძე

ვაკისუბნის მუნიციპალიტეტი - მამუკა რიჟამაძე

გამარჯვების მუნიციპალიტეტი - ირაკლი შენგელია

უქიმერიონის მუნიციპალიტეტი - ამირან კოპალეიშვილი

ავტომშენებლის მუნიციპალიტეტი - იმედა საღინაძე

ქალაქ-მუზეუმის მუნიციპალიტეტი - გიორგი ჭეიშვილი

ნიკეას მუნიციპალიტეტი - კახა ბოჭორიშვილი

 

"ქართული ოცნების" პარტიული სია:

1.ნიკოლოზ ლატარია

2. მაია სიმონიძე

3. რამაზ ჩხიკვაძე

4. ალექსანდრე ახალაძე

5. ოთარ ლორთქიფანიძე

6. ლაშა გვენეტაძე

7. ნანა კოსტავა

8. დავით წულეისკირი

9. ვლასი გარდაფხაძე

 

"ნაციონალურ მოძრაობის" პარტიული სია:

1. ბესიკ ბრეგაძე

2. გია უკლება

3. ვლადიმერ კლდიაშვილი

4. გრიგოლ შუშანია

 

"ევროპული საქართველოს" პარტიული სია:

1. დავით გოგისვანიძე

2. მერაბ მეშველიანი

 

კანონის თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების პირველი ტურის შედეგებს 11 ნოემბერს გამოაქვეყნებს. ხოლო მთელ საქართველოში, ახალი მოწვევის საკრებულოებში პირველი სხდომა, ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების შემდეგ, 30-ე დღეს გაიმართება.

რაც შეეხება, ქუთაისის მერის არჩევნებს, შედეგების მიხედვით, პირველ ტურში ქართული ოცნების კანდიდატი, გიორგი ჭიღვარია ლიდერობს, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. ქუთაისელებს მერის  საბოლოო არჩევანისთვის მეორე ტურში მონაწილეობა მოუწევთ.  თუმცა, როგორც გასულ კვირაში ცნობილი გახდა, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ისინი მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.

„პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა და არ შევდივართ მეორე ტურში. შესაბამისად, ეს ვერდიქტი ახლა ყველა ჩვენგანის აღსასრულებელია, დამოუკიდებლად იმისა, ვინ რას ფიქრობდა სხდომამდე", - განაცხადა მედიასთან  ქუთაისის მერობის კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, გრიგოლ ვაშაძემ, -  ინსტრუქცია ორგანიზაციის აქტივისტებისგან მივიღე, იმ შესანიშნავი ადამიანებისგან, ჩემი მეგობრებისგან, ვინც შიშველი ხელით იბრძოდა... განახლებული პარტიის პირველი არჩევნები ღირსეულად დავამთავრეთ, ყველას ვაჩვენეთ, რომ რაც არ უნდა ეცადონ, ენმ ქვეყნის ერთადერთი ნამდვილი პარტია იყო, არის და იქნება... ინსტრუქცია შევასრულეთ, იმიტომ რომ გვეყოფა სხვისი დაწერილი წესებით თამაში და ადვილად გამოსაცნობი სვლები"- ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

ამავე საკითხზე  კომენტარი  გააკეთა  ნაციონალების ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიგა შუშანიამაც, რომელმაც განაცხადა:"ჩვენ არ ვაპირებთ ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების ფარსში მონაწილებას, მოსალოდნელი დაშინების, შანტაჟის და ამომრჩევლის მოსყიდვის პირობებში. 21 ოქტომბერს არ იყო არჩევნები, არამედ ეს იყო "ქართული ოცნების" და კრიმინალების ერთობლივი სპეცოპერაცია".

 

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე "ნაციონალური მოძრაობის"  უარს "ქართული ოცნებაში" გამოეხმაურენ და ბრალდებები უარყვეს: 

„ქართული  ოცნება - დემოკრატიული  საქართველოს“ გუნდმა  კიდევ ერთხელ  დაანახა საზოგადოებას,  რომ  ჩვენ  დემოკრატიული  არჩევნების  ჩატარება  შეგვიძლია  და  ვრჩებით  უალტერნატივო  ძალად,  რომელსაც  მოსახლეობა ენდობა.  ჩვენ კატეგორიულად  ვემიჯნებით  ოპონენტების  მიერ გაჟღერებულ  ბრალდებებს.  გაყალბებისა  და  ძალადობის  შემთხვევაში  დავდებდით იმ შედეგს,  რომელიც  ჩვენთვის იქნებოდა სასურველი.  არჩევნების  მეორე  ტური  კი არის  დასტური  იმისა, რომ  ჩვენ  ვართ  ძალა, რომელიც  მოსახლეობას  საშუალებას  აძლევს,  საკუთარი  არჩევანი  თავად  გააკეთოს“, - განაცხადა  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისი მერობის  კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მეორე ტური მიმდინარე წლის 15 ნოემბერამდე უნდა გაიმართოს.

ცესკოს ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის მიერ მერების არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის მიუხედვად, ქუთაისსა და მარტვილში არჩევნების მორიგი რაუნდი მაინც გაიმართება.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მეორე ადგილზე გასული „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენებში მაინც იქნებიან წარმოდგენილი.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, კანდიდატს უფლება აქვს, თავისი კანდიდატურა კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 12 დღისა მოხსნას, რისთვისაც მან სათანადო განცხადებით შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს, მაგრამ წესი არჩევნების მეორე ტურზე არ ვრცელდება.

 

 

ტატა ჩადუნელი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია