საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ნატო ქათამაძე: „სანამ არჩევნებზე ხალხის მისვლა დამოკიდებული იქნება პარტიების კოორდინატორებზე, არაფერი შეიცვლება ქვე>ნაში“
ნატო ქათამაძე: „სანამ არჩევნებზე ხალხის მისვლა დამოკიდებული იქნება პარტიების კოორდინატორებზე, არაფერი შეიცვლება ქვე>ნაში“
სულ ნანახია 568
ავტორი:

 

 

ქუთაისის საკრებულოს წევრი 2017 წლის  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს.

ნატო ქათამაძე ჯერჯერობით მოქმედი საკრებულოს წევრია, წელს მან სრულიად მოულოდნელი გადაწყვეტილებსა მიიღო და მიუხედავად მრავალწლიანი პოლიტიკური ბიოგრაფიისა, არჩევნებში მომაწილეობაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, სურდა, პროცესებს გარედან, მაყურებლის თვალით დაკვირვებოდა.

 

გთავაზობთ მის შეფასებას:

„წელს ბევრი ისეთი რამ დავინახე, რასაც აქამდე ვერ ვამჩნევდი. სერიოზული პრობლემა, როგორც ამომრჩეველში, ასევე -  პოლიტიკურ პარტიებში. 35: არის ძალიან დაბალი მაჩვენებლელი. ეს იყო ყველა პოლიტიკური პარტიის აქტივობით მიყვანილი ხალხის რაოდენობა. ამ 35:- დან ძალიან ცოტა იყო მისული სამოქალაქო პასუხისმგებლობით. ძალიან მდორედ მიმდინარეობდა პროცესი. სანამ სავალდებულო არ გახდება არჩევნებზე მისვლა, სანამ არჩევნებზე ხალხის მისვლა დამოკიდებული იქნება პარტიების კოორდინატორებზე, არაფერი შეიცვლება ქვეყნაში.

პოლიტიკური პარტიებიც არ იკლავდნენ აქტივობით თავს, შოუებით და პიარებით და აუდიტორიებში ლექციების კითხვით გამოირჩეოდნენ. ამომრჩეველიც გაზარმაცდა და მივიღეთ ის შედეგი, რაც გვაქვს.

ვაშაძის გადაწყვეტილებას რც შეეხება, რომ უარი თქვეს მეორე ტურში მონაწილეობაზე, ამ გადაწყვეტილებით მან იმ 27%-ს არ სცა პატივი, ვინც ხმა მისცა. ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა,რომ ვაშაძე ქუთაისში ჩამოვიდა არა მერობისთვის, არამედ იმისთვის,რომ საკრებულოში შეეყვანა ხალხი.“ - განაცხადა ნატო ქათამაძემ.

 

ლიკა დევდარიანი

 

სტატია ქვეყნდება "საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია"  და ასოციაცია "დემოკრატიული აღმოსავლეთის" ერთობლივი პროექტის "შენი მუნიციპალიტეტი, შენი ხმა" ფარგლებში.

 

 

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს  ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების პოზიციას. შესაბამისად, "საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია"  და ასოციაცია "დემოკრატიული აღმოსავლეთი" არ არიან პასუხისმგებელები მასალის შინაარსზე

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია