დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები იმერეთში
გილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები იმერეთში
სულ ნანახია 1112
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ად

იმერეთის რეგიონში „ქართულ ოცნებას“ საკრებულოს 194 მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება, 12 მუნიციპალიტეტიდან 11-მა მერობის კანდიდატმა გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვა, თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის მომავალი მერის ვინაობა მეორე ტურში გაირკვევა.

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით, 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იმერეთში მერობის 12, ხოლო საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის 199 კანდიდატი მონაწილეობდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, მერის პოსტზე ყველა გამარჯვებული მმართველი გუნდის კანდიდატია;

არჩევნების მეორე ტური ჩატარდება ქუთაისში, სადაც მოსახლეობას არჩევანის გაკეთება „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ გიორგი ჭიღვარიასა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის მოუწევს. არჩევნების პირველ ტურში გიორგი ჭიღვარიამ ხმათა 48.66% დააგროვა, გრიგოლ ვაშაძემ კი - 27.04%.

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იმერეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრა ციულ ცენტრებში მოსახლეობამ ერთის ნაცვლად, რამდენიმე მაჟორიტარი, გამგებ- ლის ნაცვლად კი - ქალაქის მერი აირჩია.

11 მუნიციპალიტეტში ხმების რაოდენობა და პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნა- ირად გადანაწილდა: ხარაგაულში მერობის კანდიდატებიდან 7 948 ამომრჩევლის ხმა მიიღო ნიკოლოზ თოფურიძემ, რაც ჯამში  65.78: -ია;თერჯოლაში 11 612 ხმით ბონდო სოფრომაძემ გაიმარჯვა (60.71%); საჩხერე - ბენიამენ ფალავანდიშვილი 18 649 ხმა (88.21%); ზესტაფონი - კახაბერ მახათაძე 12 543 ხმა (54.7%); ბაღდათი - არჩილ გოგსაძე 7 206 ხმა (63.08%); ვანი - ალექსანდრე გოგორიშვილი 9 844 ხმა (71.33%); სამტრედია - ვალერიანე ფოცხვერია 11 684 ხმა (55.87%; ხონი - ლადო ჯურხაძე 7 952 ხმა (56.48%); ჭიათურა - პაატა ნადირაძე11 623 ხმა (62.45%); ტყიბული - თემურ ჩუბინიძე 6 554 ხმა (60.74%); წყალტუბო - გრიგოლ იოსელიანი 11 926 ხმა (52.75%);

რაც შეეხება საკრებულოს დეპუტატებს, 12 მაჟორიტარულ ოლქში, „ქართული ოცნების“ 199 კანდიდატიდან, ხმათა უმრავლესობა 194-მა კანდიდატმა  მოიპოვა. ოპოზიციური პარტიებიდან გამარჯვებულია 5 კანდიდატი: ხარაგაულის 48-ე მაჟორატარულ ოლქში 1 კანდიდატი „შენების მოძრაობიდან“, ხონის მაჟორიტარულ ოლქში - 3 კანდიდატი „ევროპული საქართველოდან“ და ტყიბულის მაჟორიტარულ ოლქში - 1 კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“;

თუ აქამდე მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებს საკრებულოში ერთი მაჟორიტარი ჰყავდათ, მორიგი არჩევნების შემდეგ საკრებულოებში მათი რიცხვი გაიზრდება. მაგალითად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო 34 წევრისგან შედგება. აქედან, 19 მაჟორიტარული, ხოლო 15 პროპორციული წესითაა არჩეული.  თერჯოლის თემის 19 მაჟორიტარს დაემატება ერთი, რომელსაც ქალაქ თერჯოლის მოსახლეობა აირჩევს. შესაბამისად, თერჯოლის საკრებულო 35 წევრისგან დაკომლექტდება. ეს ცვლილება იმერეთის რეგიონში მხოლოდ 3 მუნიციპალიტეტს არ შეეხო. ესენია ვანი და ხარაგაული. ასევე, არ იზრდება მაჟორიტარების რიცხვი ქალაქ ქუთაისში, სადაც მოსახლეობამ ისევ 10 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია.

21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდა. საქართველოში რეგისტრი- რებული 3 440 123 ამომრჩევლიდან, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 569 992-მა ამომრჩეველმა. ამომრჩეველთა აქტივობამ 45.64 : შეადგინა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი აქტივობა - ქვემო ქართლში.

 

 

პირველი ტურის შედეგად, მუნიციპალიტეტის მერები 4 თვითმმართველ ქალაქში და 54 თემში აირჩიეს. ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ქალაქ ქუთაისის გარდა, არჩევნების მეორე ტური ასევე გაიმართება ბორჯომის, ხაშურის, ყაზბეგის, მარტვილისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია