საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
გაზეთ P.S.-ის ჟურნალისტმა „სატყეო რეფორმის“ მედიაკონკურსის ორ ნომინაციაში გაიმარჯვა
გაზეთ P.S.-ის ჟურნალისტმა „სატყეო რეფორმის“ მედიაკონკურსის ორ ნომინაციაში გაიმარჯვა
სულ ნანახია 611
ავტორი:

 

 

10 ოქტომბერს, მეტყევის დღესთან დაკავშირებით მედიაკონკურს ,,სატყეო რეფორმის" გამარჯვებული ჟურნალისტები, სატყეო დარგის ლიდერები და ახალგაზრდა გარემოსდამცველები დაჯილდოვდნენ

ინიციატივა პროექტის - ტყის მდგრადი მართვა საქართველოში ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) და მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის (WRI) მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის მხარდამჭერი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო იყო, რომელსაც კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN ახორციელბედა. მედია კონკურსი - „სატყეო რეფორმარამდენიმე ეტაპს მოიცავდა. მათ შორის იყო ხუთ დღიანი ტრენიგი და რამდენიმე მედა-ტური. რომლის მიზანი იყო ჟურნალისტებისთვის საჭირო ინფორმაციის თეორიული და პრაქტიკულად მიწოდება.

კონკურსში ჩართულ ჟურნალისტებს ჯილდოები შემდეგ ნომინაციებში გადაეცათ: საუკეთესო სატელევიზიო რეპორტაჟი; საუკეთესო სტატია; საუკეთესო რადიო რეპორტაჟი; აქტიური სატელევიზიო გაშუქება; აქტიური გაშუქება ბეჭდურ მედიაში; აქტიური გაშუქება ინტერნეტ-მედიაში; საზოგადოების რჩეული.

გაზეთ P.S.-ის ჟურნალისტმა, მარიკა ვაჭარაძემ ორ ნომინაციაში - საუკეთესო სტატია და აქტიური გაშუქება ბეჭდურ მედიაში, პრიზი მიიღო.

 

კონკურსის მიზანია სატყეო დარგის პოპულარიზაცია და ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლება სატყეო სფეროში ძირითადი გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების შესახებ. პროექტში ჩართულმა ჟურნალისტებმა გადამზადების კურსები დარგის წამყვან ექსპერტებთან ერთად გაიარეს. ასევე, მოეწყო მედიატურები საქართველოს ტყეების მოწყვლად უბნებზე. შედეგად, პრობლემები აქტიურად შუქდებოდა სატელევიზიო, ბეჭდურ, რადიო და ინტერნეტ მედიაში. დაჯილდოვდნენ სატყეო სფეროს წარმომადგენლები დარგში შეტანილი წვლილისთვის და ახალგაზრდა გარემოსდამცველები.საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე 1999 წლიდან აღინიშნება.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია