საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ლადო ჯურხაძე: მოვდივართ კონკრეტული იდეებით, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტს კიდევ უფრო გააძლიერებს
ლადო ჯურხაძე: მოვდივართ კონკრეტული იდეებით, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტს კიდევ უფრო გააძლიერებს
სულ ნანახია 656
ავტორი:

 

 

პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსხონის მერობის კანდიდატი ლადო ჯურხაძე სოფელ ივანდიდისკუხისა და ახალშენის მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნებისგამარჯვება, თითოეული მოქალაქის გამარჯვებას, რაც თავისთავად, გულისხმობს ადგილობრივი ბიუჯეტის გაორმაგებას, თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობას, განვითარებულ კომუნიკაციებსა და ინფრასტრუქტურას, უკეთეს ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფას ნიშნავს. მოგიწოდებთ კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადავდგათ მომავლისკენ“, - განაცხადა ავტოქარხნის მაჟორიტარობის კანდიდატმა მერაბ კვიცარიძემ, რომელიც სოფელ ივანდიდში გამართულ  შეხვედრას ესწრებოდა.  

მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებმა შეკრებილ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნეს და სოფლებში არსებული პრობლემების შესახებ იმსჯელეს.

 

ქართული ოცნებისგუნდის ძირითადი გამოწვევებია დასაქმება, სოციალური ფონის გაუმჯობესება და სოფლის მეურნეობის განვითარება  მოვდივართ კონკრეტული იდეებით, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტს კიდევ უფრომეტად წაადგება და გააძლიერებს. მინდა გჯეროდეთ ის, რომ თითოეული სიტყვა და დაპირება არის რეალური, კარგად გააზრებული და დაგეგმილი. გვიგულეთ თქვენს სამსახურში“, -მიმართა ამომრჩეველს ლადო ჯურხაძემ.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია